მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
მიოფასციური ტკივილის სინდრომი და ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი) ადამიანის ორგანიზმში ტკივილის ყველაზე ხშირი წყაროებია. ის პაციენტებში გვხვდება ხერხემლის მოსაზღვრე სტრუქტურების დაავადებების დროს. თითქმის არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია შეხება კუნთოვან მიოფასციალურ ტკივილთან ცხოვრების განმავლობაში.
ყველაზე მასიური და მნიშვნელოვანი ელემენტი სამოძრაო სისტემისა - ჩონჩხის მუსკულატურა - შეიძლება ოთხ სხვადასხვა მდგომარეობაში იყოს. ესენია ნორმა, კონტრაქტურა, მოდუნება, კუნთის ადგილობრივი მიოფასციური ჰიპერტონუსი (მტკივნეული კუნთოვანი გამკვრივება, ტრიგერული წერტილი - trigger point).
ფიბრომიალგიის (კუნთოვანი ტკივილის) გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია ლოკალიზაციითა და სხეულის ამა თუ იმ ნაწილში გადაცემის (ირაიდაციის) მიხედვით. მაგალითად, ზოგიერთი ბარძაყის კუნთების მიოფასციური სინდრომი გამოიხატება მუხლის სახსარში ტკივილით, რასაც შემდგე ხშირად მოყვება არასწორი და არამიზნობრივი ძვირადღირებული გამოკვლევები (მუხლის სახსრის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ექიმების მხრიდან.
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) დიაგნოსტიკა
მიოფასციური ტკივილის სინდრომი და ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი) ჩვეულებრივ რაიმე საყოფაცხოვრებო ტრავმის, მონოტონურად გამეორებული მოძრაობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში სხეულის მოუხერხებელი მდებარეობის (მჯდომარე სამუშაოს) შედეგია. ეს ვლინდება კუნთის მტკივნეული სპაზმის სახით, რომელიც, პაციენტების თქმით, ყველაზე ხშირად ფიქსირდება კისრის ნაწილში ან ბეჭებს შორის. ის გადადის კეფასა და მხრებში არასასიამოვნო შეგრძნებებში და იწვეს დისკომფორტს ძილის დროს.
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) დროს პაციენტები უჩივიან ტკივილს კისერში და ბეჭებს შორის თავის მიბრუნებისას ტკივილის მხარეს, სიმძიმის შეგრძნებას მხრებში, ცუდ ძილს და ზოგჯერ თავის ტკივილს.
ნორმალური კუნთის გამოკვლევა მდგომარეობს ძალის, ტონუსის, მისი ზოგათი ზომის (ტროფიკის მაჩვენებელი) და სახსარში მოძრაობის მოცულობის შეფასებაში ერთი კუნთის ან კუნთების ჯგუფის მონაწილეობით.
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) ტიპური უბნების ლოკალიზაცია:
- საღეჭ კუნთებში
- წვივის კუნთებში
- ფეხის სხვა კუნთებში (დუნდულის, მსხლისებრი)
- სახსრის მიმდებარე კუნთებში
- ზურგის კუნთებში
- კისრის კუნთებში
- მუცლის კუნთებში
- კუნთების დაჭიმვისა და ტრავმის დროს
- მხრის კუნთებში
- წინამხრის კუნთებში
პალპაციისას ვლინდება მტკივნეული ტრიგერული წერტილები - რომელიმე კუნთის ზოგიერთი ბოჭკოს გამკვრივება. ადგილობრივი მტკივნეული გამკვრივების კერას კუნთში ანთების თანხლებით აქვს მწვავე ან ქრონიკული ხასიათი.
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) მკურნალობა
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) დროს მკურნალობა მოიცავს:
- მანუალური თერაპიის მსუბუქ კუნთოვან (მიოფასციურ) ტექნიკის გამოყენებას
- მედიკამენტების (მიორელაქსანტების) საშუალო დოზებს
- ფიზიოპროცედურებს მტკივნეული და დაჭიმული კუნთების პროექციაში (ულტრამაღალი სიხშირის ველი, ინფრაწითელი გამოსხივება, სინუსოიდურ-მოდულირებული დენი)
- ყინულის ადგილობრივი დადება, ანუ გამციებელი აგენტებით კრიოთერაპიას
- ადგილპბრივი ანესთეტიკების (ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები) ინექციებს - ლიდოკაინით ანდა ნოვოკაინით ბლოკადების მტკივნეულ წერტილებში დაჭიმული კუნთის მასაში
- კუნთების დამჭიმავ ვარჯიშებს, რომლებსაც პაციენტი დამოუკიდებლად ასრულებს ამბულატორიულ პირობებში მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ)
ჩვენს კლინიკაში ინფრაწითელი გამოსხივება ეფექტურად გამოიყენება ადგილობრივი სითბური თერაპიისათვის მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის (კუნთოვანი ტკივილის) დროს. ფიზიოაპარატის ნათურა ასხივებს ინფრაწითელ სხივებს, რომლებიც კანქვეშ ღრმად აღწევენ მტკივნეული კუნთის ბოჭკოებში. ამის შედეგად კანი თბება, ფართოვდება სისხლძარღვები, მტკივნეულ კუნთში სისხლის ნაკადი მატულობს და მნიშნელოვნად ხსნის მის დაძაბულობას და ტკივილს.
სისხლს თან მოჰყვება ნივთიერებები კუნთის ქსოვილების აღსადგენად და გამოსაკვებად და გააქვს ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ ინფრაწითელი თერაპიის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს კუნთოვანი სპაზმი და კუნთის ტკივილი მიოფასციური სინდრომის და ფიბრომიალგის დროს.
მიოფასციური ტკივილის სინდრომის და ფიბრომიალგის დროს კუნთოვანი ქსოვილების ტკივილი შეიძლება რაღაც პერიოდში გაგრძელდეს, მაგრამ ის თანდათან მცირდება მკურნალობის ფონზე. იმის გამო, რომ რბილი კუნთოვანი ქსოვილის ჩამთრევი ეს პროცესი ჩვეულებრივ არ აზიანებს ძვლებსა და სახსრებს, მკურნალობა ტარდება კონსერვატიული მეთოდებით ამბულატორიულ პირობებში ქირურგიული ჩარევის გარეშე.
იხილეთ აგრეთვე
- ართრიტები და ართროზები (ოსტეოართროზები):
- სახსრის ანკილოზი
- სახსრის კონტრაქტურა
- კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა და იოგების დაჭიმვა
- მუხლის სახსრის იოგებისა და მენისკის დაზიანებები
- აქილევსის (ქუსლის) მყესის ტრავმა (გაწყვიტა, დაჭიმვა), აქილოდინია, აქილობურსიტი
- მიოფასციური ტკივილის სინდრომი, ფიბრომიალგია (კუნთოვანი ტკივილი)
- ლატერალური ეპიკონდილიტი ("ჩოგბურთელთა იდაყვი")
- ტენდოვაგინიტი (ინფექციური, კრეპიტირებადი)
- ჰიგრომა
- ქუსლის ძვლის დეზი (პლანტარული ფასციიტი) და ქუსლის ტკივილი
- შემართებელი ქსოვილის აუტოიმუნური დაავადებები:
- სახსრების ამოვარდნილობა:
- ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიკური დაავადებები: