მანუალური თერაპია, ოსტეოპათია
მანუალური თერაპია, ოსტეოპათია
სამეცნიერო მანუალური თერაპიის 100-ზე მეტწლიან ისტორიას უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული ტენდენცია დაეტყო, რაც გამოიხატება უხეში ძალისმიერი ზემოქმედების (დარტყმებისა და ბიძგების) ნაცვლად რბილ ქსოვილებთან მუშაობის დახვეწილ მუშაობაზე გადასვლაში. თანამედროვე მანუალური თერაპია (ეგრეთწოდებული ამოვარდნილი მალთაშუა დისკის თიაქრის "ჩასმა" არასწორი ტერმინია) ტარდება ჩვენ კლინიკაში ოსტეოპათიური კუნთოვანი, სასახსრე და ფესვური ტექნიკის გამოყენებით.
მუშაობის ეს მეთოდები დაფუძნებულია ქსოვილებისა და ხერხემალთან დამაკავშირებელი ნერვკუნთოვანი რეფლექტორული იოგების, ტვინის სისხლძარღვებისა და შინაგანი ორგანოების ელასტიურ თვისებებზე.
მანუალური თერაპიის თანამედროვე და მაღალეფექტურ მეთოდებს მიეკუთვნება მიოფასციალური რელიზი, კუნთოვან-ენერგეტიკული ტექნიკა, კუნთების პოსტიზომეტრიული რელაქსაცია (მოდუნება), დაჭიმვისა და კონტრდაჭიმვის ტექნიკა და სხვა. ეს მეთოდები (მსუბუქი მანუალური თერაპია) დიდი პოპულარობით სარგებლობს პრაქტიკოს ექიმებში.
ამ მეთოდებს იყენებენ მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში:
- მალთაშუა დისკოს დეგენერაციული დაავადების (ოსტეოქონდროზის) ნევროლოგიური გამოვლინებებისას
- სხვადასხვა ტრავმის შემდეგ (მათ შორის კისრისა და კეფის ტრავმის), ქალა-ტვინის ტრავმების ჩათვლით
- ტანადობის დარღვევებისას (ხერხემლის სკოლიოზი, გამრუდება)
- ბევრი სომატური დაავადების დროს, შინაგანი ორგანოების პათოლოგიების ჩათვლით, როცა ხდება მათი დაწევა (ფტოზი) ან ნაწლავის დისკინეზია
- სხვადასხვა სახის ტკივილის სინდრომის დროს
დღესდღეობით მანუალური თერაპიის ასეთი ტექნიკა აქტუალურია. მას პრაქტიკულად არა აქვს უარყოფითი გვერდითი მოვლენები და არ მოსდევს გართულებები. მანუალური თერაპია მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში არ შეიძლება ჩატარდეს გარკვეული ჩვენებებისა და უკუჩვენებების დროს.
სამკურნალო მასაჟი, როგორც მანუალური თერაპიის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი სამუშაო, ხელს უწყობს კუნთების გახურებას, დაძაბულობის მოხსნას, ადამიანის რბილი ქსოვილების დაზიანებულ უბნებში მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას.
მანუალური თერაპიის ჩატარების ჩვენებები
იხილეთ იმ ტიპური დაავადებების ჩამონათვალი, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა მანუალური თერაპიითაც:
- თავის ტკივილი
- ოსტეოქონდროზის დროს ტკივილი ხელსა და კისერში
- მალთაშუა დისკის თიაქრისა და პროტრუზიის დროს ტკივილი ზურგსა და ფეხში
- კუნთოვან-ტონური სინდრომი (ფიბრომიალგია)
- ნევრიტები
- ნეკნთაშუა ნევრალგია
- კარპული არხის (მაჯის გვირაბის) სინდრომი
- სახსრების ოსტეოართროზი
- ადჰეზიური კაფსულიტი ("მოყინული მხრის" სინდრომი, მხარ-ბეჭის პერიართროზი)
- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია და ოსტეოართროზი
მანუალური თერაპიის ჩატარების უკუჩვენებები
საერთაშორისო კრიტერიუმებით კისრის არტერიის დისფუნქციის მქონე პაციენტი უნდა გაისინჯოს, სანამ მანუალურ თერაპიას დაუნიშნავენ. კისრის არეში მანუალური თერაპიის დანიშვნამდე ასევე გასათვალისწინებელია ქვევით ჩამოთვლილი რისკის ფაქტორები, რომლებიც საძილე და ხერხემლის არტერიის პათოლოგიებთანაა დაკავშირებული:
- ადრე გადატანილი ტრავმები ხერხემლის სვეტის კისრის არეში და კისრის სისხლძარღვებში
- წარსულში არსებული შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები
- ჰიპერტონიული დაავადებები
- ჰიპერქოლესტერინემიისა და ჰიპერლიპიდემიის არსებობა
- გულის, სისხლძარღვების დაავადებები, გადატანილი ტვინის ინსულტები და ტრანზიტორული იშემიური შეტევები
- შაქრიანი დიაბეტი
- თრომბოემბოლია და სისხლის შემადგენლობის ცვლილება (ჰიპერჰომოცისტეინემია)
- ანტიკოაგულანტებით მკურნალობა
- სტეროიდული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა
- სიგარეტის წევა
- უკანასკნელ ხანებში გადატანილი ინფექციური დაავადება
- მშობიარობის შემდეგდროინდელი პერიოდი
- თავისა და კისრის თუნდაც უმნიშვნელო ტრავმების არსებობა
- სიმპტომების გაჩენის არასანდო მექანიზმები
თავისა და კისრის არტერიებისა და ხერხემლის სვეტის კისრის დაავადებების ნიშნები, რომელთა დროს არ შეიძლება მანუალური თერაპიის ჩატარება:
შიდა საძილე არტერიის დაავადება |
ვერტებრო-ბაზილარული არტერიების დაავადება |
ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ზედა ნაწილის არასტაბილურობა |
|
ადრეული ნიშნები |
|
|
|
გვიანი ნიშნები |
|
|
|
ჩვენს კლინიკაში მანუალურ თერაპიას მხოლოდ იმ პაციენტებს უტარებენ, რომლებსაც აღნიშნული კლინიკური სიმპტომები არა აქვთ. ეს ხელს უწყობს პაციენტების უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას.