ლაზერული რეკონსტრუქცია მალთაშუა დისკის პროტრუზიის დროს
ლაზერული რეკონსტრუქციის ოპერაციის აღწერა მალთაშუა დისკის პროტრუზიის დროს
ლაზერული რეკონსტრუქციის ოპერაციის (რომელიც უტარდება პროტრუზიის მქონე პაციენტებს) მიზანი არის სამკურნალო ზემოქმედება დაზიანებული მალთაშუა დისკის ქსოვილებზე. ამ პროცედურის დროს სპეციალური შუქსადენი შეიყვანება მალთაშუა დისკში, რის შემდეგ ხდება დისკის ქსოვილების ლაზერული დასხივება. მიღებული სითბური ენერგიიდან ვითარდება დისკის ქსოვილების რეაქცია, რომელიც გამოიხატება ადგილობრივი მეტაბოლიზმის გაუმჯობესების სახით (დისკთან მიმდებარე მალების ჩამკეტი ფირფიტების მხრიდან).
მალთაშუა დისკების ლაზერული რეკონსტრუქციის ოპერაცია ხელს უწყობს დისკის შემდგომ აღდგენას და ამცირებს ხერხემლის არხში მისი გამოსული ქსოვილის მოცულობას. მალთაშუა დისკების ლაზერული რეკონსტრუქციის ოპერაცია ხორციელდება კისრის, გულმკერდის ან წელის მალთაშუა დისკების პროტრუზიის დროს.
ლაზერული რეკონსტრუქციის პროცედურა მალთაშუა დისკების პროტრუზიის დროს.
ამ ჩარევის დროს პაციენტის საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობა შემოიფარგლება რამდენიმე საათით.
მკურნალობის ეს მეთოდი უფრო ხშირად გამოიყენება მალთაშუა დისკების პროტრუზიის დროს. ხშირ შემთხვევაში ამ ჩარევის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია, რომელიც არ აზიანებს პაციენტის ორგანიზმს, როგორც ზოგადი ნარკოზი. ასეთი მკურნალობის შემდეგ პაციენტს მხოლოდ ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსს გავლა, რომელიც გრძელდება 1-2 კვირა.
მალთაშუა დისკების ლაზერული რეკონსტრუქციის ოპერაცია არ არის ეფექტური მალთაშუა დისკის სეკვესტრირებული თიაქარის შემთხვევაში, ან უკანა გასწვრივი იოგის გახლეჩის შემთხვევაში თიაქრის გამო. სამკურნალო ტაქტიკა განიხილება ექიმ-ნეიროქირურგის მიერ პაციენტის არსებული ნევროლოგიური სიმპტომების და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე აღმოჩენილი ცვლილებების შეფასების საფუძველზე.
იხილეთ აგრეთვე
- პერკუტანული ნუკლეოტომია ლაზერული ვაპორიზაციით მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის დროს
- ენდოსკოპიური დისკექტომია მალთაშუა დისკების თიაქარის და პროტრუზიის დროს
- ლაზერული რეკონსტრუქცია მალთაშუა დისკის პროტრუზიის დროს
- ტრანსფორამინალური ენდოსკოპიური დისკექტომია (TFED)
- Спиноскоп для лечения грыжи межпозвонкового диска и стенозированных межпозвонковых отверстий
- Кифопластика, вертебропластика при лечение компрессионного перелома тела позвонка
- Фузионные и фиксационные операции на позвоночнике
- Фиксации позвоночника при спондилолистезе, снижении высоты межпозвонкового диска
- Эндоскопическое лечение переломов C2 позвонка
- პერკუტანული უკანა ლატერალური ფორამინოსკოპია
- Ретрактор для грыжи межпозвонкового диска
- Техника взятия и наложения губчатого слоя (Spongiosa)
- Эпидуроскопия