მენიუ

პერკუტანული უკანა ლატერალური ფორამინოსკოპია

ოპერაციის აღწერა

ხერხემლის წამყვან ქირურგებთან ერთად შემუშავდა მალთაშუა დისკის თიაქარის მკურნალობის ინსტრუმენტები, რომლებსაც გააჩნია მთელი რიგი უპირატესობები.

ფორამინოსკოპს გააჩნია 3.9 მმ სამუშაო მილი, რომელშიც განლაგებულია ცალკე ორი არხი - გამწოვი და სარწყავი. ვიდეო კონტროლის მეშვეობით ეს იძლევა დისკის ფრაგმენტების ლოკალიზაციის და ამოკვეთის საშუალებას ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა სხვადასხვა ფორმის პინცეტები, მაკრატლები ან დუგმები. დისკის მცირე ზომის ფრაგმენტები შეიძლება აორთქლდეს ლაზერით.

ქირურგიული მიდგომა ტარდება ცნობილი წესით – გამოყენება პუნქციის ნემსი, სიმები და გამფართოებლები (დილატატორები). ოპერაციულ მილში თავსდება ფორამინოსკოპი და შეიყვანება დისკის ფიბროზულ რგოლამდე (anulus fibrosus).

ექსტრაფორამინალური და ინტერლაინარარული (კონტრალატერალური) მიდგომა ფორამინოტომიის დროს. ინტერლაინარარული ფორამინოტომია იძლება ლატერალური ჩაღრმავების და მალთაშუა ხვრელის დეკომპრესიის საშუალებას.
ექსტრაფორამინალური ფორამინოტომიის სახით ტარდება მალთაშუა ხვრელის ექსტრაფორამინალური მიდამოს დეკომპრესიას.

ოპერაციის უპირატესობა

ტრანსფორამინალურ მიდგომას ეპიდურალურ სივრცესთან გააჩნია შემდეგი უპირატესობები:

  • ყვითელი იოგი (ligamentum flavum) არ ზიანდება, რითიც მცირდება სეგმენტური არასტაბილურობა
  • სეკვესტრირებული თიაქარი პირდაპირ მიიტაცება, რის გამოც უცვლელი რჩება უკანა ფიბროზული რგოლი (anulus fibrosus) და გასწვრივი იოგი
  • რბილი ბირთვი (nucleus pulposus) ამოიკვეთება ნაწილობრივად, რაც იწვევს სეგმენტური არასტაბილურობის შემცირებას
  • ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით
  • ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელია ტკივილის შეგრძნების დაუყოვნებლივი მოხსნა

ფორამინალური და ინტერლამინარული (კონტრალატერალური) ფორამინოტომიების შედარება:

 
პერკუტანური ენდოსკოპიური ტრანსფორამინალური ლუმბალური ფორამინოტომია
პერკუტანური ენდოსკოპიური ინტერლამინარული ლუმბალური ფორამინოტომია
მიდგომის ათვისება შედარებით სწრაფი ხანგრძლივი
ლატერალური ჩაღრმავების და სუბარტიკულარული მიდამოს დეკომპრესია შეუძლებელია რკალ-მორჩთა სახსრის დაზიანების რისკის გარეშე სათანადო
ექსტრაფორამინალური მიდამოს დეკომპრესია სათანადო შეუძლებელია
მიდგომის გამოყენება დისკოს "რბილი" თიაქარი კალციფირებული დისკო, ხერხემლის არხის დეგენერატიული სტენოზი, რკალ-მორჩთა სახსრების სასახსრე ზედაპირების ჰიპერტროფია, რკალ-მორჩთა სახსრის სინოვიური ჩანთის კისტა
ანესტეზია (გაუტკივარება) ადგილობრივი ეპიდურული

 

მოხერხებულობა ოპერაციის დროს

ოკულარი და სინათლის გამტარი გამოყოფილია ინსტრუმენტისგან და მოთავსებულია საოპერაციო მისადგომ მაგიდაზე ვიდეოთვალთან ერთად. ეს აძლევს ნეიროქირურგს ფოკუსირების საშუალებას ოპერაციაზე და საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებაზე.

 

ერთ-პორტალური მიდგომა

ერთი მიდგომის მეშვეობით შესაძლებელია დაკვირვება, მკურნალობა, ამორეცხვა და ამოქაჩვა. ეს ამცირებს ინფიცირების რისკს, ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას და პაციენტის დატვირთვას.

 

სისტემის შემადგენლობა

ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ოპერაციის დროს:

  • ოპტიკური კომპონენტი
  • მოსახერხებელი ინსტრუმენტები დისკის ფრაგმენტების ამოსაკვეთად
  • დანადგარი, რომელიც შეიცავს ვიდეოთვალს, ვიდეო ჩამწერს და ჭრილობის ღრუს ამოსარეცხ მოწყობილობას (ირიგატორი)

სისტემის ყველა კომპონენტი ექვემდებარება სტერილიზაციას და მრავალჯერ გამოიყენება, ოპტიმალურად შეთავსებულია ერთმანეთთან და უზრუნველყოფს ფუნქციურ და უსაფრთხო გამოყენებას ქირურგიული ჩარევის დროს.

იხილეთ აგრეთვე