მენიუ

პერკუტანული ნუკლეოტომია ლაზერული ვაპორიზაციით მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის დროს

პერკუტანული ნუკლეოტომიის ლაზერული ვაპორიზაციით ოპერაციის აღწერა

პერკუტანული ნუკლეოტომია ლაზერული ვაპორიზაციით მალთაშუა დისკის თიაქარის და პროტრუზიის დროს შედგება ორი ძირითადი ნაბიჯისგან: ოპტიმალური წვდომის შექმნა და მალთაშუა დისკოს მასალის მოცულობის შემცირება ან მისი ამოკვეთა. მალთაშუა დისკის მასალის მოცულობის შემცირების ან მისი ამოკვეთის მიზნით, ქემონუკლეოლიზის გარდა, არსებობს შემდეგი შესაძლებლობები:

  • დისკის ქსოვილის ლაზერული ვაპორიზაცია (აორთქლება)
  • ავტომატური დისკექტომია
  • დისკის ქსოვილის მექანიკური ამოკვეთა მომჭერი მაშის გამოყენებით
მალთაშუა დისკის პერკუტანული მკურნალობის ინსტრუმენტი.

განსხვავებები მეთოდებს შორის აიძულებს ქირურგს განსაზღვროს ფარული (contained herniated disc) და ღია მალთაშუა დისკოს თიაქარი (non contained herniated disc). ფარული მალთაშუა დისკის თიაქარის დროს მკურნალობა შემოიფარგლება დისკოსშიდა წნევის დაწევით მისი რბილი ბირთვის (nucleus pulposus) მასის შემცირებით.

ამისათვის გამოიყენება ყველა ზემოთ ნახსენები შესაძლებლობა. მიდგომა ხორციელდება ზურგის მხრიდან (უკან-გვერდითი მიდგომა) და გრძელდება ქვემოთ (კაუდალურად) და წინა (ვენტრალურად) მიმართულებით ხერხემლის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე აღმოჩენილი ნერვული ფესვის გვერდით ავლით.

ღია თიაქარის დროს, როდესაც გახლეჩილია ფიბროზული რგოლი (anulus fibrosus), მალთაშუა დისკის მასალა ან გამოდის უკანა გასწვრივი იოგის ქვეშ (სუბლიგამენტარული დისკის თიაქარი), ან ის თავისუფლად განთავსებულია ეპიდურალურ სივრცეში, როდესაც გასწვრივი იოგის ასევე გახლეჩილია (სეკვესტრირებული დისკის თიაქარი).

ფარული მალთაშუა დისკის თიაქარის შემთხვევაში არასელექტიური დისკოსშიდა მასალის შემცირებისგან განსხვავებით, სუბლიგამენტარული და სეკვესტრირებული დისკის თიაქარი მოითხოვს გამოსული მალთაშუა დისკი ქსოვილების შერჩევითი ამოკვეთას, როდესაც მიდგომის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

პერკუტანული ნუკლეოტომიის ოპერაციები ლაზერული ვაპორიზაციით ხორციელდება დისკების პროტრუზიის ან თიაქარის არსებობის დროს ხერხემლის კისრის, გულმკერდის და წელის დონეზე.

პერკუტანული ნუკლეოტომიის ლაზერული ვაპორიზაციით ოპერაციის ეტაპები

1. ღია მალთაშუა დისკოს თიაქარი

  • წინასწარ მითითებულ და დაგეგმილ ადგილზე ხერხემლის CT-კონტროლის პირობებში (კონტროლი ხორციელდება კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენებით) ტარდება პუნქცია სპეციალური ნემსის გამოყენებით. CT-კონტროლის ქვეშ ნემსი შეიყვანება ყვითელ იოგამდე (ligamentum flavum). ფიზიოლოგიური ხსნარის ინიექციასთან ერთად გრძელდება ნემსის შეყვანა მალთაშუა დისკის გამოსული ქსოვილებამდე. 0,8 მმ სიმის შეყვანის და პუნქციური ნემსის ამოღების შემდეგ თიაქარამდე ყურადღებით შეიყვანება გამაფართოებელი მილი (გამყარების მიზნით). შემდეგ საოპერაციო ველს აფართოებს სპეციალური გამფართოვებელი. მის ზემოთ თავსდება საოპერაციო მილი 5,5 მმ გარე დიამეტრით. CT კონტროლის გარდა, საოპერაციო მილის სწორი პოზიცია შეიძლება ენდოსკოპიურად შემოწმდეს. ამისათვის არსებობს HOPKINS®-ის 30° და 0° ოპტიკა. მილში ენდოსკოპის შეყვანის შემდეგ ფიზიოლოგიური ხსნარის დინება რეგულირდება სარეცხ მილზე არსებული LUER-ის ჩამკეტის მეშვეობით ისე, რომ მონიტორზე გამოსახულება ნათელი იყო. საოპერაციო მილის სწორი პოზიციის დადასტურების შემდეგ, როგორც კომპიუტერული გამოსახულებით, ასევე ენდოსკოპის დახმარებით, შესაძლებელია განხორციელდეს მალთაშუა დისკის ხილული მასალის ამოკვეთა. დისკის ღია თიაქრის სეკვესტრი შეიძლება მოკვეთილი იყოს მომჭერი მაშის გამოყენებით. იოგქვეშა (სუბლიგამენტარული) დისკის ღია თიაქარის დროს ტრეპანის გამოყენებით, პირველ რიგში, ჯერ უნდა გაიხსნას უკანა გასწვრივი იოგი. იოგის გახსნის შემდეგ მალთაშუა დისკის ღია თიაქარი ამოიკვეთება მაშების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ, დისკის თიაქრის გარდა, ვლინდება ფიბროზული რგოლის (anulus fibrosus) მნიშვნელობანი ამობურცვა, დამატებით ტარდება დისკოსშიდა ლაზერული ვაპორიზაცია ლაზერული მილის გამოყენებით ოპტიკური კონტროლი ქვეშ.

2. ფარული მალთაშუა დისკოს თიაქარი

  • ამ შემთხვევაში მკურნალობა შემოიფარგლება მხოლოდ დისკოსშიდა წნევის დაწევით მისი რბილი ბირთვის (nucleus pulposus) ქსოვილის მოცულობის შემცირებით. მალთაშუა დისკთან მოდგომა ხორციელდება ისევე, როგორც ზემოთ აღწერილი ღია თიაქარის დროს. მეთოდის სიმარტივისა და მინიმალური გართულებების რისკის გამო დისკის ქსოვილის მოცულობის შემცირება ლაზერულ ვაპორიზაციით (აორთქლებით) ლაზერული მილის გამოყენებით ტარდება ოპტიკური კონტროლი ქვეშ.

იხილეთ აგრეთვე