ოჯახური ურთიერთობების ფსიქოთერაპია
ავტორი: ოთარ ნერგაძე,
დახმარება ოჯახური ურთიერთობების შექმნისა და განვითარების პროცესში
ოჯახურ ცხოვრებას ადამიანი მომზადებული უნდა შეხვდეს. ამაზეა დამოკიდებული ოჯახის და მისი წევრების მომავალი ბედი. ამისთვის ტარდება ტესტირება ეფექტური ურთიერთობების გამოსავლენად როგორც გაცნობამდე, ისე ურთიერთობების გაბმის პროცესში.
ერთობლივად მუშავდება სტრატეგია, რომლის მიზანია დააინტერესოს და მიიზიდოს სასურველი პოტენციური პარტნიორი. შესაძლებელია პოტენციური პარტნიორების ძებნა და ფილტრაცია.
ჩვენ დახმარებას გაგიწევთ ურთიერთობების დახვეწაში, უზრუნველვყოფთ ადეკვატურ ფსიქოლოგიურ დაცვას და ინტიმური ურთიერთობების განვითარების პროგნოზირებას, დაგეხმარებით ასევე პიროვნებათშორისი ბარიერების გადალახვაში.


