მენიუ

2017 წელს დასმული კითხვები

მოგესალმებით ბატონო ოთარ. მე ვარ ანტონი გ. ზესტაფონიდან. საქმე დედაჩემს ეხება. ხერხემლის პრობლემა აქვს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს და გადაადგილება უჭირს. ახლახანს ვიყავით ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრში, გადავიღეთ "მრტ" და რენტგენი. ვესაუბრეთ ნეიროქირურგს და მან ოპერაციის გაკეთება შემოგვთავაზა, რომელიც დაახლოებით 6 საათი უნდა გაგრძელდეს. რადგანაც ოპერაცია რთულია და რისკის შემცველია, გადავწყვიტეთ დამატებით გვეჩვენებინა გამოკვლევის შედეგები სხვა გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებისათვის. თქვენზე ბევრი კარგი მსმენია და გადავწყვიტე თქვენთვის გამომეგზავნა. იქნებ გამონახოთ ცოტაოდენი დრო და გაეცნოთ ამ ფაილებს. იქნებ რამე ეშველოს დედაჩემს და თუ არ განიკურნა შეუმსუბუქდეს მაინც ტკივილები. გიგზავნით ახლად გაკეთებული მრტ-ს შედეგებს და შესაბამის დასკვნას. როდესაც ნახავთ გთხოვთ მომწეროთ. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისათვის.
გამარჯობა. თქვენი პაციენტის მრ-ტომოგრაფიის მონაცემებით ვლინდება სპინალური არხის სტენოზი (შევიწროვება) მალთაშუა თიაქრის და სპონდილოლისტეზის გამო. ამ ეტაპზე (პაციენტის არსებული ნევროლოგიური სტატუსის და ბიომექანიკური ცვლილებების გათვალისწინებით) კონსერვატიული მკურნალობის სახით შესაძლებელია მანუალური თერაპიის, ბლოკადების, რეფლექსოთერაპიის და ფიზიოპროცედურების ჩატარება. კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში (2-3 დღის განმავლობაში საკმარისია ამ პროცედურების ჩატარება შედეგების შესაფასებლად) რეკომენდებულია გეგმიური ოპერატიული ჩარევა (ლამინოტომია, ფლავექტომია და მიკროდისკექტომია L3 და L4 მალების დონეზე).

 

mogesalmebit !chveni problema shemdegshi mdgomareobs 3 celia 29 clidan 31 clamde vebrdvit problemas romelic jer kidev ver amovfxvenit mokled chems meugles emarteba insultebi uecrad chavitaret uamravi kvleva da rogorc eqimebi amboben agmochda sisxlis shesqeleba da momatebuli trombocitebi sul axlaxans dagvnishna camali qsarelto magramamdeni mkurnalobebis shemgom sul mainc uchivit tavis gabruebas mokled rom gitxrat gamosavali mainc ver vipovet da internetis sashualebit vnaxe tqvens shesaxeb iqneb tqven gvirchiot raime ra vqnat? icit bolos gadagebul tavis suratze magnitur rezonansuli gadaviget da agmochda 2 ve haimoris grus qveda nacilshi mukozuri kistebi. ufro mozrdili marjvniv. arasodes ar aqceven yuradgebas chveni mkurnali eqimebi da tqveni azri mainteresebs sheidzleba tu ara ase axalgazrda asakshi xdebodes insultebi da gamomcvevi faqtori ar iyos dadgenili? tqvens saitze gavecani aset rames da titqos mgonia rom axlos aris chvens problemebtan araqnoiditis gachenis mizezi rom yofila haimoris grushikistebi. rasac chvenda samcuxarod aravin tvlis ramed da celicadshi orjer xdeba insutebi 31 asakshi? umorchilesad gtxovt iqneb momcerot ra vqna hematologi ambobs rom ar vebrdzvit sisxlis daavadebas da ras vebrdzvit vegar gavige. didi madloba cinascar!
გამარჯობა. არსებობს თავის ტვინის იშემიური ინსულტის განვითარების სხვა და სხვა მექანიზმი: ათეროსკლეროზული თრომბოზი, ცერებრული ემბოლიები, სისხლის შედედების ან ცერებრალური არტერიების პათოლოგია და ა.შ. ასევე შესაძლებელია ვენოზური თრომბოზის განვითარება ყურის ან ცხვირის დამატებითი წიაღების ინფექციური დაავადების დროს. ეს ყველაფერი შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის (მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია), სისხლძარღვების (ანგიოგრაფია, დოპლეროგრაფია) და სისხლის (კოაგულოგრამა) ლაბორატორიული გამოკვლევის დროს. დაგვიკავშირდით ტელეფონით თქვენი პაციენტის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებთა.

 

გამაჯობათ, მაინტერესებს თუ გყავთ სპეციალისტი (ყბის დისკის ამოვარდნილობის). ამჟამდ ვიმყოფები ლიტვაში აქ ამომივარდა. დიაგნოზი ყბის დისკის ამოვარდნილბა დამისვეს, გადამიმასამართეს სპეციალისტთან თუმცა დიდი რიგების გამო საქართველოში მოვფრინავ. თუ თქვენთან მკურნალობა შესაძლებელია მკურნალობა რა ტიპისაა? P.S ქირურგიული ჩარევების გარეშე.
გამარჯობა. პირველ ეტაპზე აუცილებელია თქვენი კლინიკური სიმპტომების (საღეჭი კუნთების ტონუსი, საფეთქელ-ქვედა ყბის ბიომექანიკა) და ჩატარებული გამოკვლევების შესწავლა, რის საფუძველზეც შემდეგ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სამკურნალო (მიოფასციური რელიზი, ფიზიოთერაპია, ბლოკადები და ა.შ.) ან დამატებითი გამოკვლევების (ექიმი ორთოდონტის, ყბა-სახის ქირურგის კონსულტაციები, საფეთქელ-ქვედა ყბის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ.) გეგმა.

 

გამარჯობა, ვიმშობიარე 26 იანვარს ჰერაში, ბავშვს ტირილისას მარცხენა ტუჩი ჩამოსდის ქვემოთ, ასევე ენაც მოხრილია თითქოს. იქ მითხრეს გადავა დროსთან ერთადო. გავეცანი ინტერნეტით ინფორმაციას და შევშფოთდი. როგორც მივხვდი ფაციალისის დიაგნოზია. გთხოვთ მითხრათ რამდენად გამოსწორებადია? რამდენად სრულად ექვემდებარება მკურნალობას? რა პერიოდში? ჩემი დანაშაულია ეს რომ დაემართა?
გამარჯობა. ახალშობილებში არსებობს სახის ნერვის თანდაყოლილი ორი ტიპის დარღვევა: ტრავმატული და განვითარებადი. სახის ნერვის ტრავმატული ნეიროპათია მათ შორის ყველაზე ხშირია (ვითარდება მშობიარობის პროცესში). მისი ფუნქციის აღსადგენად საჭიროა მინიმუმ 5 კვირა. სახის ნერვის თანდაყოლილი ტრავმატული ნეიროპათიის დროს მისი ფუნქციის სრული აღდგენა და აღდგენის ვადები დამოკიდებულია ნერვის დაზიანების ხარისხზე. დარღვეული ფუნქციის აღსადგენად მძიმე ხარისხის ტრავმატული ან განვითარებადი ტიპის ნეიროპათიის შემთხვევაში მკურნალობის სახით პაციენტს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.

 

მოგესალმებით! -ვის უნდა მივმართო არ ვიცი! როგორც კი დილით ავდგები ცხვირის წინა ნაწილი მიწითლდება თითქმის, ზოგი მეუბნება კუჭნაწლავის ბრალია, ისე მაქვს დისბაქტერიოზი, ზოგი მეუბნება დერმატოლოგს ან ანგიოლოგს აჩვენეო, ცოტა თუ აცივდა სულ გაყინული მაქვს ცხვირი ზამთარში საერთოდ! ზაფხულში მზეზე ეგრევე მეკიდება მზედა მიწითლდება, ზოგჯერ ქავილის შეგრძნებაც მაქვს, ზოგი მეუბნება სისხლძარღვის პათოლოგია არისო, მივმართე ანგიოლოგს, და როგორც ივარაუდა ეს არისო სისხლძარღვის პათოლოგიაო, რეინოს სინდრომი, და თენ რას მირჩევთ თქვენ მოგმართოთ თუ რევმატოლოგს? მადლობა წინასწარ!
გამარჯობა. რეინოს დაავადების დროს პირველ ეტაპზე საკმარისი ანგიოქირურგის დანიშნული მკურნალობა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს: კალციუმის არხების ბლოკატორებს, პროსტაგლანდინებს, ნიტრატებს, ფოსფოდიესტერაზა-5 ფერმენტის ინჰიბიტორებს, ანტიდეპრესანტებს, ენდოთელინის ანტაგონისტებს, ანგიოტენზინი II-ის რეცეპტორების ანტაგონისტებს, ადგილობრივ გაუტკივრების საშუალებებს, ნერვულ-კუნთოვანი ბლოკირების აგენტებს, ანტიკოაგულანტებს და ა.შ.

 

მოგესალმებით. თქვენი რჩევა მჭირდება და თუ შესაძლებელია დამეხმაროთ. ორი წლის წინ აღმოვაჩინე რომ კანზე მიჩნდება წითელი ჰემანგიომები. ზოგი კანიდან ამობურცული და დიდი ზომის, ზოგი კი ისეთი პატარა უმნიშვნელო წერტილივით. ვიყავი დერმატოლოგებთან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არა ერთ დერმატოლოგთან. მითხრეს რომ საშიში არ არის, მაგრამ მაქ ძალიან დიდი დისკომფორტი ამის გამო. უკვე აგარ ვიცი ვის მივმართო რა პროფილის ექიმს, რომ შემიჩერდეს ჰემანგიომების გამრავლების პროცესი. თუ შესაძლებელია დამაკვალიანეთ ვის მივმართო რა პროფილის ექიმს და შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. კანზე ან სხვა ორგანოში ახალი ჰემანგიომების გაჩენის შეჩერება შეუძლებელია. შესაძლოა მხოლოდ უკვე არსებული ჰემანგიომების მკურნალობა, თუ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან კოსმეტიკურ დეფექტს ან იწვევს მკვეთრად გამოხატულ ნევროლოგიურ სიმპტომატიკას (მალის აგრესიული ჰემანგიომა ან ზურგის ტვინის ჰემანგიომა). თქვენ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ანგიო-ქირურგს ან ექიმ კოსმეტოლოგს (დამოკიდებულია ჰემანგიომების ზომებზე და ლოკალიზაციაზე).

 

გამარჯობა. ჩემს მეუღლეს დაუნიშნეს ფიზიოთერაპია 15–20 კურსი, გვაქვს გადაღებული MRI, აქვს მე-5 მალაზე თიაქარი, არა საოპერაციო ზომის. მაინტერესებს თქვენთან რა ჯდება კურსი და საღამოს 7 საათის მერე თუ იღებთ პაციენტებს. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. ფიზიოთერაპიის (ნეიროსტიმულაცია, მიოსტიმულაცია) 1 პროცედურის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად 15–20 დღიანი კურსის ღირებულება 150–200 ლარი. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა — 20 წუთი. სამუშაო საათები 10:00–15:00 (შაბათ-კვირის გარდა).

 

გამარჯობათ, თვალში გამიჩნდა ყავისფერი ლაქა, ექიმთან ვიყავი მითხრა თვალის მელანომა. მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ არის საშუალება რომ მომშორდეს ეს ლაქა?
გამარჯობა. მელანომა სიმსივნის ერთერთი ტიპია, რომელიც ვითარდება პიგმენტი მელანინის გამომყოფ უჯრედებში. ეს უჯრედები აძლევს ფერს კანს, თვალებს, თმებს და ა.შ. თვალის მელანომა ყველაზე ხშირად ვრცელდება თვალის კაკლის შიდა წრეებში (ბადურა და ა.შ.).
მელანომის გავრცელების ადგილები თვალის კაკლის შიდა წრეებში.
მელანომის მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მის ზომაზე და ლოკალიზაციაზე. თუ ის მცირე ზომისაა და არ აგრძელებს ზრდას — საჭიროა მხოლოდ მასზე გეგმიური დაკვირვება. თუ მელანომა აგრძელებს ზრდას და იწვეს სიმპტომებს — საჭიროა ქირურგიული ჩარევა (მელანომის და მიმდებარე ქსოვილის ამოკვეთა და ა.შ.). სხივური თერაპია გამოიყენება მელანომის მცირე და საშუალო ზომის შემთხვევაში. ასევე შესაძლოა ადგილობრივი ლაზერული თერმოთერაპია ან კრიოთერაპია.

 

გამარჯობათ. გთხოვთ გამცეთ პასუხი შეკითხვაზე. გვესაჭიროება მოტეხილობის შემდეგ რეაბილიტაციის ჩატარება სახლში მისვლით. რა ჯდება ერთი კურსის ჩატარება. ტელეფონის ნომერი თუ შეიძლება რომ დაგიკავშირდეთ. დიდი მადლობა. პატივისცემით ნატო
გამარჯობა. მოტეხილობის შემდგომ პერიოდში პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია სხვა და სხვა სამკურნალო პროცედურების კომბინაცია. დასუსტებული კუნთების და სახსარში შეზღუდული მოძრაობის აღსადგენად რეაბილიტაციის სახით პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სამკურნალო მასაჟი ან მანუალური თერაპია (1 პროცედურა - 50 ლარი). ტრავმატული ნეიროპათიის შემთხვევაში (მოტეხილობის ან ოპერატიული ჩარევის შედეგად) ტარდება ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია – 1 პროცედურა 20 ლარი) და რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსები" – 1 პროცედურა 30 ლარი). კონკრეტული სარეაბილიტაციო გეგმის შედგენა შესაძლებელია პაციენტის კონსულტაციის შემდეგ.

 

გამარჯობა, ჩემს დას უკვე ხუთი წელია აწუხებს თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, არ შეუძლია მცირეოდენი გადაღლაც კი, ამ ბოლო დროს ხშირად აქვს გულის აჩქარებაც, ვიყავით უამრავ ექიმთან, ზოგი ეუბნება ოსტეოქონდროზი გაქვსო , ზოგი უარყოფს ამ დაავადებას , ერთ ერთმა ექიმმა ნევროპათოლოგმა დაუნიშნა ოქსივინი და ამ წამლის დალევის შემდეგ თავბრუსხვევა უვლის თუმცა დროებით , რას გვირჩევთ, არის თუ არა საჭირო თავის კომპიუტერული ტომოგრაფია? წინასწარ გიხდით მადლობას!
გამარჯობა. დიაგნოსტიკის სახით ამ ეტაპზე სასურველია: 1. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მიმოხილვითი + ანგიოგრაფიის რეჟიმი). 2. კისრის მალების რენტგენოგრაფია ფუნქციონალური ტესტებით (1 პირდაპირი და 3 გვერდითი პროექციაში). 3. ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსის შეფასება. შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ თქვენი პაციენტის ყველაზე ეფექტური სამკურნალო გეგმა.

 

მოგესალმებით, მაინტერესებს იბუპროფენის მიღება თუ ხდება ციკლის 1-2 დღით შესაჩერებლად და რა დოზებია ამისთვის საჭირო? ალტერნატიული საშუალებაც არსებობს თუ არა?
გამარჯობა. ამ კითხვით მიმართეთ ექიმ გინეკოლოგს.

 

shekitxva maqvs tqventan. vcxovrob saberznetshi. maqvs xerxemalis 4-5 nacilze grija. 6 tvea tkivilebi maqvs. pizio terapia chavitare 20 da ar mishvela. viketebdi nemsebs 5 dge voltarels ar mishvela. ukve pexze maqvs gadasuli nervs acveba da mibujdeba marjvena pexi dabla kiduri da titebi. rogori varjishebi unda vaketo iqneb damexmarot, aq saoperacio xaro da ar minda gaketebe. pexze vdgevar ar vkochlob tkivilebi macuxebs da vcuxvar zaan. samsaxurshi pexze dgoma da jdoma micevs ziritadad da vcdilob viaro xolme dgeshi 1 saatit. ugrmesi madloba tu daxarjavt dros pasuxze!!!
გამარჯობა. კონსერვატიული მკურნალობა ნერვული ფესვის კომპრესიის დროს მალთაშუა დისკის თიაქარის ფონზე შეიცავს: 1. მედიკამენტოზური მკურნალობას (ანთებით საწინააღმდეგო, ბ-ჯგუფის ვიტამინები და ა.შ.). 2. ბლოკადებს. 3. მანუალურ თერაპიას. 4. რეფლექსოთერაპიას. 5. ფიზიოთერაპიას. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში (4-5 დღე) ან ნევროლოგიური სიმპტომების გაუარესების დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა (მიკროდისკექტომია და ა.შ.). აქ იხილეთ სამკურნალო ვარჯიშების მაგალითი.

 

გამარჯობათ. დედაჩემი 53 წლის, 3 წლის წინ მოიწამლა, შემთხვევით შეისუნთქა საკმაოდ ძლიერი შხამი და დასივდა. ექიმმა მაშინ ჰიდროცეფალია ანუ ტვინის სითხის მომატებაც დაუდგინა და დედაც როგორც კი ბალიშზე თავს დადებდა გრძნობდა როგორ ჩასდიოდა თავიდან ზურგში და საერთოდ მთელს ორგანიზმში ეს მომატებული სითხე. მერე იკლო ამან მაგრამ ეხლა გვაქვს სხვა პრობლემა, კერძოდ კი ორგანიზმში დაგროვილი ეს სითხე. დედა გრძნობს რომ ეს დაგროვილი სითხე დღემდე ფეხებიდანაც კი ყელში ამოსდის და როგორც ნახველი ასე იღებს ან ხან ეყლაპება კიდეც განსაკუთრებით როცა სძინავს ძნელია ამის გაკონტროლება. ხან კი ეგონა იქნებ მეჩვენება ამდენი სითხე სად უნდა ყოფილიყო დაგროვილი მაგრამ ნახველის მსგავსი სითხე ნამდვილად ამოსდის. გთხოვთ მიპასუხოთ ასეთი რამე თუა შესაძლებელი იქნებ მართლა ნერვი დაუზიანა მოწამვლამ და მართლაც ეჩვენება, ან ის სითხე სად წავიდა მაშინ ან როგორ შეიძლება უკან ამოსდიოდეს ან რომელ ექიმთან შეიძლება რომ წავიყვანოთ. ვიცი რომ უცნაური და ცოტა დაუჯერებელი შემთხვევაა და ამიტომაც ცოტა დაბნეული ვარ. დიდი მადლობა წინასწარ!
გამარჯობა. რა წარმოშობის იყო და არის ჰიდროცეფალია (ტოქსიკური, ვაზოგენური და ა.შ.) – ამის გამოკვლევა შესაძლებელია პაციენტის ანამნეზის შესწავლის და მასზე დინამიკაში დაკვირვების საფუძველზე (ნევროლოგიური სტატუსი, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და.შ.). რაც ეხება ნახველს – ამ კითხვით მიმართეთ თერაპევტს, პულმონოლოგს და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

 

კითხვა მაქ თქვენთან. ფეხი გადამიბრუნდა კოჭის ძვალი გაბზარული მაქ და მუხლის არეში შესიება და მყესის დაჭიმვა. რა მალამო გამოვიყენო??
კიდური მუხლის სახსრის იოგების სპეციალურ ფიქსატორში (ორტეზი).
გამარჯობა. აუცილებელია ძვლის მოტეხილობის და დაჭიმული მყესების ადგილის ფიქსაცია (ორტეზი, თაბაშირი, ოსტეოსინტეზი და ა.შ.). კარგ ანესტეზიურ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს იძლევა მელოქსიკამი (7,5 მგ – 1 ტაბ. 2 დღეში, მინიმუმ 7 დღე) ან იბუპროფენი (400 მგ – 1 ტაბ. 2 დღეში, მინიმუმ 7 დღე). შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ფიზიოთერაპიის ჩატარება.

 

Gamarjobat. maqvs hormonebis dargveva. kerzod momatebuli maqvs hipofizis anu turqul kexs rom ezaxian amis hormoni maqvs magali. mainteresebs icis tu ara aman wnevebi da vistan unda mivide? minda rom gadavigo tavze tomografia. madlobt mosmenistvis.
გამარჯობა. ჰიპერპროლაქტინემიის სინდრომი ხასიათდება ქალებში პათოლოგიური გალაქტორეით (რძის დენა), მენსტრუალური ციკლის დარღვევით (ამენორეა). არტერიული წნევის მომატება კი შესაძლებელია სხვა მიზეზების გამო, ამიტომ, პირველ რიგში მიმართეთ ოჯახის ექიმს. თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შესახებ დაგვიკავშირდით ტელეფონით.

 

მაქვს ლეიკოენცეფალოპათია და ვარ მწეველი, მაინტერესებს ეს უშუალოდ რაიმე ზემოქმედებას გამოიწვევს დაავადებაზე? მადლობთ.
გამარჯობა. თამბაქოს მოწევა იწვევს ზოგადად კაპილარების შევიწროვებას და ამავე დროს ნერვული ქსოვილი არის ყველაზე მგძნობიარე ჟანგბადის უკმარისობაზე. ასევე ვლინდება C-ვიტამინის დეფიციტი, რაც გამოიხატება სისხლძარღვების ელასტიკური თვისებების დაქვეითებაში ან ჩამოშლაში (ანევრიზმა და ა.შ.).

 

Gamarjobat. 5 dgis win tavi davartyi da goneba damebinda da agar maxsovda ra moxda ramdenime wuti, gebineba ar mqonia, dges mqonda uneblie gebineba. sheidzleba ro tvinis sheryeva mqondes amdeni dgis mere? Madloba winaswar.
გამარჯობა. მიღებული ქალა-ტვინის ტრავმის შემდეგ შესაძლებელია ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია (შიდაქალის წნევის მომატება) რამდენიმე დღის გამავლობაში. ამიტომ სასურველია 1 კვირამდე წოლითი რეჟიმის დაცვა და ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა 1 თვემდე.
 
გამარჯობა. მაინტერესებს ხელხემლის, ჩაჭყუნული ნერვის ოპერაციის შემდეგ, რა შემთხვევაში და რისთვის დგამენ მეტალს, რამ შეიძლება გამოიწვიოს სითხის ჩადგომა ? მოკლედ მოვყვები კერძოდ რა პრობლემაზე მავს ლაპარაკი, მამას გაუკეთეს ხერხემალზე ჩაჭყუნული ნერვის ოპერაცია, რის შემდეგ ტერფებში გრძნობა არ მოუვიდა, მუხლებს კი ხრის მაგრამ არ შეუძლია გადაადგილება, სასწრაფოდ გაუკეთეს მეორე ოპერაცია, რადგან ექიმების თქმით ხერხემალში მეტალის ჩადგმის შემდეგ სითხე ჩაუდგა. რატომ უნდა ჩაედგათ მეტალი. თან უთხრეს თქვებნი წელი იყო როგორც 70 წლის კაცის წელიო და ზურგის ტვინთანაც მოგვიწია შეხებაო. ახლა პირდებიან რომ რეაბილიტაციის შემდეგ 6 თვეში გაგატარებთო, აქვს საშინელი ტკივილი. მამა იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. რა შიძლება გაკეთდეს მდგომარეობა უკეთესობისკენ შიცვლება თუ არა ? თუ ტყუილ დანაპირებს ეუბნებიან ? შესაძლებიალია თუ არა გაიაროს ფეხზე? დიდ მადლობა წინასწარ ..! დაველოდები თქვენს პასუხს.
გამარჯობა. ძნელია ზუსტი პასუხების გაცემა თქვენი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაცნობის გარეშე. იმპლანტებზე ან სხვა უცხო სხეულზე (ძაფი, კათეტერი და ა.შ.) ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის (მეტალოზი, სერომა და ა.შ.) დროს აუცილებელია იმ იმპლანტის მოცილება და ჩანაცვლა ორგანიზმისთვის სხვა ინერტული მასალით. ტკივილის მიზეზი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი ან გადაცემითი კომპრესია ნერვულ ფესვებზე, სხვა რბილი ქსოვილების ადგილობრივი რეაქციის შედეგად.

 

მეხუთე მალა მაქ ამოვარდნილი. ქირურგიული ჩარევის გარეშე შეიძლება ჩასმა?
გამარჯობა. მზგავს შემთხვევებში კონსერვატიული მკურნალობის სახით (ქირურგიული ჩარევის გარეშე) ჩვენთან ტარდება მანუალური თერაპია, ფიზიოპროცედურები, სამკურნალო ვარჯიშები და ა.შ.

 

გამარჯობათ. ვარ 45 წლის. 6–7 წლის წინ გადავიღე მუხლზე ექოსკოპია, სადაც მითხრეს, რომ მუხლის ხრტილი არის გათხელებულიო, წამლები დამინიშნეს მაგრამ არაფერი მიშველა. ახლა მეორე მუხლზე მაქვს იგივე ტკივილი. ძალიან მიჭირს ფეხზე დგომა და სირბილზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გთხოვთ მირჩიეთ რამე რა გავაკეთო, რითი ვიმკურნალო, რომ ცოტა შვება მაინც ვიგრძნო, ან ოპერაცია თუ მიშველის და, თუ აკეთებენ საქართველოში ამის ოპერაციას.
გამარჯობა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ თქვენი ზუსტი დიაგნოზი, რომ მოგცეთ შემდეგი სამკურნალო რეკომენდაციები და ჩაგიტაროთ შესაბამისი მკურნალობა. არსებობს რამდენიმე მუხლში ტკივილის გამომწვევი მიზეზი (ადგილობრივი სტრუქტურებისაგან — მუხლის შიდა განლაგებული ქსოვილებისგან (იოგები, სასახსრე ზედაპირი, სასახსრე ჩანთა, მენისკი და ა.შ. ), მიმდებარე სტრუქტურებისაგან — მუხლში გადაცემითი ტკივილი ბარძაყის ან კანჭის კუნებისგან და ა.შ. ). დიაგნოზიდან გამომდინარე ტარდება კონსერვატიული მკურნალობა (მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, თერაპიული ბლოკადები, PRP და სხვა) ან ქირურგიული ჩარევა (ართროპლასტიკა, ლიგამენტოპლასტიკა და ა.შ.).

 

მოგესალმებით. მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ. მაწუხებს პირის ღრუში წვა, უფრო მეტად ენის წვა, საკვების მიღების შემდეგ გულძმარვა, სისხლის საერთო ანალიზმა უჩვენა რკინის ნაკლებობა. შეგიძლიათ რამე პრეპარატი მორჩიოთ რომელიც მომიხსნის ენის წვას. მადლობა წინასწარ
გამარჯობა. აღმოჩენილ ანემიასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა მიმართო ექიმ თერაპევტს რომ მიიღოთ შემდეგი ადეკვატური დამატებითი გამოკვლევის და სამკურნალო გეგმა.

 

გამარჯობა, მაქვს წელის ტკივილი ხერხემლის ბოლო არეში, კუდუსუნთან , ტკივილები მქონდა ბევრნაირი ამ ადგილებში, ასევე გადამდის ფეხზე და მაქვს მარცხენა საჯდომის ნერვის ანთება, იშვიათად და ოდნავ მარჯვნივაც, ჯდომის და დგომის დროს წელის არე მეჭიმება მეძაბება, მოხრის არეში ვგრძნობ ძვლების მოძრაობას რაც დისკომფორტულია და წესით არ უნდა ვგრძნობდე ,გავიკეთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, დისკი აწვება ნერვსო ასე მითხრეს და დამინიშნეს, ჩონჩხის კომპიუტერული გაჭიმვა ფა ლაზეროთერაპია, ასევე ვიკეთებდი ანოდინ დუალს და ნოპეინს დღეგამოშვებით, ნემსებს მოვრჩი და 6 პროცედურა გაჭიმვა და ლაზეროთერაპია ჩავიტარე კიდე უნდა გავიკეთო, თუმცა დიდ შედეგს ვერ ვგრძნობ , წელი მეტად მგრძნობიარე გამიხდა, კუდუსუნის და ხერხემლის შეერთების არეში არ ვიცი რა ადგილია, მაქვს უცნაური შეგრძნებები შიდა ქავილის მსგავსი, ადვილად გიზიანდება და მოქმედებს სხვადასხვა სახით ორგანიზმზე, ვგრძნობ რომ ნერვულ აშლილობას იწვევს, გააჩნია როგორ გავმოძრავდები, სისუსტე და კანკალი მეწყება წელის არეში და მთელ სხეულზე გადამდის სხვადასხვა სახით. ხერხემალიც დაზიანებული მაინდამაინც არ გაქვსო და რა იწვევს ამ ყველაფერს, ფეხებს რომ ვამოძრავებ კუდუსუნის და ხერხემლის არეში უცნაურ ძვლების მოძრაობას და ხმას ვგრძნობ და თან ნერვულ ზეწოლას, მენჯ ბარძაყის არეშიც უცნაურად მიმოძრავებს ძვლები, რა შეიძლება რომ იყოს? ხერხემლის ბრალი საერთოდ აღარ მგონია ეს. იქნებ რამე მირჩიოთ.
გამარჯობა. ნევროლოგიური სტატუს გარდა ამ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ხერხემლის ბიომექანიკური თვისებები: მალთაშორისი სახსრებში თავისუფალი ან და არსებული შეზღუდული მოძრაობის გამოკვლევა, კუნთების ტონუსის შედარება, ტრიგერების არსებობა და ა.შ. ამის საფუძველზე შესაძლებელია დამატებითი სამკურნალო გეგმის შემუშავება და მკურნალობის გაგრძელება.

 

გამარჯობათ. მაინტერესებს მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა რა ღირს თქვენთან.... მუხლებზე, ხელის მტევანზე მაქვს პრობლემა და მინდა მთელს სხეულზე გადაღება... მადლობა
გამარჯობა. მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ტარდება კლინიკის მოსკოვის ფილიალში. თბილისში შესაძლებელია ცალკე აღებული ორგანოების კვლევა: მაჯის და მტევნის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა — 308 ლარი, მუხლის და წვივის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა — 308 ლარი. შაბათობით შეგიძლიათ ისარგებლოთ 25% ფასდაკლებით.

 

Gamarjobat. me maqvs welis areshi tiaqari 6-mm-iani da siarulis dros mishlis. Mzimeebs ver vwer. Var 27 wlis. Rame shegizliat mitxrat aris gankurnebadi an rame eshveleba? madloba
გამარჯობა. ამ შემთხვევაში არსებობს ორი ტიპის მკურნალობის საშუალება — კონსერვატიული თერაპია და ოპერატიული ჩარევა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ პაციენტებს 4–5 დღიან კონსერვატიულ მკურნალობას, რომელის შეიცავს მანუალურ თერაპიას, რეფლექსოთერაპიას, ფიზიოპროცედურების, მედიკამენტოზურ ბლოკადებს და ა.შ. ჩატარებული კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტი გადაგვყავს სტაციონარში, სადაც მას უტარდება ქირურგიული ჩარევა (ოპერაცია მიკროდისკექტომია), რასაც შემდეგ მოყვება 2 კვირიანი რეაბილიტაცია ამბულატორიაში.

 

გამარჯობათ, მარცხენა ფეხი, შიგნითა მხრიდან კოჭს ქვემოთ მტკიოდა თითქოს დაჭიმული ყოფილიყოს, არ გადამიბრუნებია ცოტა ფეხით სიარული მომიწია, მტკივანი ფეხითაც დავდიოდი და ეხლა ტკივილმა მომიმატა გარეთა მხრიდან გამისივდა და ქუსლის დადგმისას მტკივა, მუხლამდე კუნთში მაქ ძარღვების დაჭიმვის შეგრძნება. თუ დამეხმარებით როგორ მოვიქცე ან რომელ ექიმს მივმართო? რისი ბრალი შეიცლება იყოს, მითხრეს შეიძლება პროტრომბინი გქონდეს და სისხლს უჭირდეს მოძრაობაო.
გამარჯობა. პირველ რიგში შეგიძლიათ გაიაროთ ნევროლოგიური კონსულტაცია. ასევე მიმართეთ ოჯახის ექიმს საჭირო სისხლის ანალიზების შესახებ. ამ დროს ყველაზე ხშირად (თუ გამოვრიცხავთ ტრავმის ეპიზოდებს) ტკივილის მიზეზია ქვედა კიდურების გადატვირთული კუნთები, რაც ვლინდება მიოგელოზური კერების (ე.წ. ტრიგერული წერტილები) აღმოჩენით პალპაციის დროს.

 

მოგესალმებით, მარცხენა მხარეს გულ მკერდის არეში მაქვს ქრონიკული ტკივილი, ზოგჯერ ყრუდ ზოგჯერ უფრო მძაფრად. გულზე გავიკეთე ექოსკოპია, კარდიოგრამა და დატვირთვა არაფერი არ მჭირს. ძირითადად მტკივა ძვლები და ნეკნები და ხომ ვერ დამეხმარებით??
გამარჯობა. ტკივილის წარმოშობის დადგენის შემდეგ (ადგილობრივი თუ გადაცემითი) შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ განვახორციელოთ თქვენი სამკურნალო გეგმა ჩვენს კლინიკაში. ამისთვის საჭიროა თქვენი ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსების შესწავლა.

 

მოგესალმებიტ მაწუხებს ქუსლი ტკივილი უფრო მემატება ყოველ დღე და მაღლა ნაწილშიც გადავივი ტკივილი. რომელ სპეციალისტთან უნდა მივიდე ზუსტი დიაგნოზისთვის. მე ვფიქრობ ქუსლის დეზი მაქვს.
გამარჯობა. პლანტარული ფასციოზის (ქუსლის დეზის) დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ კლინიკაში. ამ დაავადების დროს გამოხატულია მიოფასციური სინდრომი (დაძაბულობა და ტკივილი კანჭის კუნთებში, რომელიც გადაეცემა ქუსლის მიდამოში სიარულის დროს). დიაგნოზის დასადგენად საკმარისია ქვედა კიდურების კუნთების პალპაცია და სახსრებში მოძრაობის შეფასება. ქუსლის დეზის შემთხვევაში ჩვენთან ტარდება მიოფასციური რელიზი, ფიზიოთერაპია და არსებული ტრიგერული წერტილების ბლოკადები.

 

მოგესალმებით. თავის ტკივილები მაქვს განსაკუთრებით, მარცხენა საფეთქლის მიდამო და წარბებს შუა ადგილი, კისრის მალები და სიმძიმის შეგრძნება, მირჩიეს ჩინური ნემსების გაკეთება, მაინტერესებს სად, როდის და როგორ შემიძლია ამ ყველაფრის გაგება. პატივისცემით.
გამარჯობა. რეფლექსოთერაპიის პროცედურები ("ჩინური ნემსი") ტარდება ჩვენ ამბულატორიაში (თრიალეთის ქ., 50) 10:00 — 15:00 შაბათ-კვირის გარდა. წინასწარ დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 557-40-30-53 და შეათანხმეთ თქვენი ვიზიტის დრო.

 

მოგესალმებით. მე მაქვს კისრის მალები ერთმანეთთან მიახლოებული (დაწეული). ვიმკურნალე ანუ მასაჟის 10 კურსი ჩავიტარე უკვე დიდი ხანია, და ეხლა ისევ მაწუხებს კისრის მიდამოებში ტკივილები, ამას დაემატა თავის ხშირი ტკივილიც. ამ შემთხვევაში ტომოგრაფია საჭიროა?
გამარჯობა. თავის ტვინის ნების მიერი ტომოგრაფია (კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული) ინიშნება მხოლოდ სპეციფიკური ნევროლოგიური სიმპტომების არსებობის დროს. თქვენ შემთხვევაში კი თავის ტკივილი არის მხოლოდ არასპეციფიკური სიმპტომი. პირველ რიგში გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია (ნევროლოგიური სტატუსის და ხერხემლის ბიომექანიკური თვისებების შეფასება), რის საფუძველზე შესაძლებელი იქნება შემდგომი დიაგნოსტიკური ან სამკურნალო გეგმის შემუშავება.

 

გამარჯობა, ფესვური ტკივილი (საჯდომი ნერვის ანთება, იშიაზი) ვარ ფეხძიმეთ მიწევს საკეისრო კვეთა ეგრეწოდებული სპინალური კვეთა და მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო იქნება ოპერაცია ასეთ დროს?
გამარჯობა. კისრის და წელის ტკივილის ან ნერვული ფესვის კომპრესიის სიმპტომების გამწვავება ძან იშვიათია ანესთეზიის შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ზოგადად ნების მიერი ოპერაციის შედეგად, როდესაც გამოიყენება ეპიდურული გაუტკივარება ან ენდოტრაქეალური ანესთეზია. ეს გართულება არ არის დაკავშირებული მხოლოდ ორსულობასთან, რადგან ასევე გხვდება სხვა დაავადების მქონე პაციენტებში. მეტი ინფორმაციის შესახებ მომავალი გეგმიური ოპერაციის თაობაზე მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს და ექიმ-ანესთეზიოლოგს.

 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის tqvens klinikashi ra dajdeba? Madlobt.
გამარჯობა. მომსახურეობის ღირებულება იხილეთ კლინიკის ვებგვერდზე (ფასები).

 

გამარჯობათ ვარ 20 წლის 3დღის წინ მოვწიე კანაფი და დამეწყო თავის გაბუჟება სოცხელე თავის დუდში წნევა მითმაშებს და ვარ დაძაბული თავბრუსხვევა მავს ნერვაპათოლოგმა ტვინის მკვებავი გამომიწერა მაინტერესებს რაე სერიოზული იქნება თუ გაივლის ეს ყველაფერი? ხო არაფხიზელ მდგომარეობაში რო ვიყავი შემეშინდ შიშმა ამიტაცა შეილება ეს სტრესის ბრალი იყოს??
გამარჯობა. ნარკოტიკულ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმ ნარკოლოგს.

 

გამარჯობათ ვარ 33 კვირის ფეხმძიმე მაწუხებს კუდუსუნი. ტრავმატოლოგის დასკვნით მაქვს კოკციგოდენია. ფდ მაინტეტესებს ფიზიოლოგიური მშობიარობა შეიძლება თუ არა?
გამარჯობა. ყველაზე ხშირად ტკივილის მიზეზი კუდუსუნის მიდამოში (კოკციგოდინია) არის ძველი ტრავმული დაზიანება. ამას შემდგომში მოყვება ქრონიკული ტკივილები კუდუსუნის მიდამოში ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ. თუ კუდუსუნის ძვალი ღრძობა ამ დროს არა მნიშვნელოვანია, ის არ წარმოადგენს შეფერხებას ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის.

 

მოგესალმებით. სადღაც 2 თვეა მაქვს ჰაერის უკმარისობა. ანუ ხშირად მინდევა ჩასუნთქვა, მაგრამ ვერ ვახერხებ ბოლომდე ჩასუნთქვას თითქოს იკეტება. გავესინჯე და არც გულზე მაქ პრობლემა არც ფილტვებზე. სისხლის ანალიზიც მწყობრშია და ჩიყვიც. ერთი რაც მაწუხებს თითქოს ნახველი მაქ ყელში. მაგრამ ეგეც გადადის ჩახველებისას. მერე ისევ მაწუხებს ხოლმე. რა შეიძლება იყოს ან რა ვუშველო ამ უჰაერობას.
გამარჯობა. როგორც წესი ჰაერის უკმარისობა ჩასუნთქვის დროს (ინსპირაციული ქოშინი) დამახასიათებელია სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქციისთვის. ამ დროს ჩვენ ვუნიშნავთ პაციენტს რეფლექსოთერაპიას და დამამშვიდებელი თვისებების პრეპარატებს.

 

mogesalmebit. titqmis erti tvea ukve tavis marcxena mxare mtkiva. kefidan iwyeba, tkivili adis magla, xan safetqeltan, xan mgonia rom yuri mtkiva. kiserze gverdit mxares chamodis da xelze. xeli midundeba da periodulad tkivilebic maqvs.titqmis sul mtkiva yrud. mxaric megleba. dzalian gtxovt mitxarit ra sheidzleba iyos an aris tu ara sachiro tomografia rom gadavigo! Madlobat
გამარჯობა. ძნელია ამომწურავი პასუხის გაცემა მხოლოდ ჩივილების საფუძველზე თქვენი ნევროლოგიური სტატუსის (აქტიური მოძრაობის ძალა და სიფართე, მყეს ძვალთა რეფლექსები და ა.შ.) და ხერხემლის ბიომექანიკის შესწავლის გარეშე. მიმართეთ ექიმ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს და საჭიროების შემთხვევაში შემდეგ გაირეთ დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები (კისრის მალების რენტგენოგრაფია ფუნქციური ტესტებით, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და ა.შ.).

 

გამარჯობათ. გავეცანი თქვენი კლინიკის მონაცემებს, ძალიან დამაინტერესა. მინდა გაგაცნოთ ჩემი პრობლემის შესახებ. წელის ტკივილს დიდი ხანია ვუჩივი, მაგრამ იმდენად დიდი ტკივილები არ მქონია რომ გამაყუჩებელი დამჭირვებოდა. ივლისის თვეში მასწავლებელთა გამოცდებისთვის ვემზადებოდი და 10 დღის განმავლობაში მომიწია დღეში 5-6 საათი ტრენინგებზე ჯდომა. რამდენიმე დღის შემდეგ წელი ამტკივდა. უახლოეს ხანში ვაპირებ ინ-ვიტრო განაყოფიერებას. ამიტომ ჩემმა ნევროპათოლოგმა გადაწყვიტა გადამეღო წელის მალების კომპიუტერული ტომოგრაფია. გიგზავნით დასკვნას. ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი და რჩევა. ამ დასკვნით შეილება შვილის გაჩენა? P.S წელის ტკივილები ისევ მაწუხებს. წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას. მადონა გოგმაჩაძე.
გამარჯობა. თქვენი კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნის მიხედვით არ არსებობს შეზღუდვა ორსულობისთვის და მშობიარობისთვის. თუმცა ამ ეტაპზე უკვე აუცილებელია მკურნალობის დაწყება ხერხემლის არსებული მოძრაობის შეზღუდვის, ტკივილების ან დისკომფორტის მოსახსნელად.

 

გამრჯობათ, ვარ 54 წლის, წვივისა და კოჭის არეში დამემართა დეფორმაცია . სიარულისას კოჭი იღრიცება შიგნითა მხარეს და ამეღნიშნება ტკივილები. მითხრეს რომ მყესი მაქვს გაწელილი და ოპერაციას საჭიროებს. მაინტერესებს თუ ექვემდებარება მკურნალობას ოპერაციის გარეშე და ვის უნდა მივმართო? მადლობა.
გამარჯობა. ოპერაციის გარეშე ჩვენი კლინიკის პირობებში შეგვიძლია:
  • გავზარდოთ ტერფის მომხრელი და გამშლელი კუნთების ტონუსი (გამოიყენება მიოსტიმულაცია)
  • აღვადგინოთ ფიზიოლოგიური მდებარეობა კანჭის (დიდი და მცირე წვივის) და ტერფის ძვლების შორის (გამოიყენება მანუალური თერაპია)
ამით შესაძლებელია დაზიანებული კოჭ-წვივის სახსრის მიდამოში შემცირდება მყესების და იოგების გადატვირთვა, შემცირდეს ტკივილი და ადგილობრივი რბილი ქსოვილების შეშუპება.

 

გამარჯობათ, ვსვამ დღეში 50 მგ კეტილეპტს, ექიმის გამოწერილს, შეიძლება თუ არა რომ დავლიო ლუდი?
გამარჯობა. ანტიფსიქოზური პრეპარატის (50 მგ კეტილეპტი) გამოყენების დროს ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდირებული.

 

გამარჯობათ. რკინა დეფიციტური ანემიის გამო ჩავირარე გამოკვლევები ვარაუდობდნენ ფარულ სისხლდენას. გამიკეთდა ამის გამო ტომოგრაფია კონტრასტით. ზუსტად იმ დღეს 5 რიცხვში როცა ველოდებოდი მენსტრუაციას. მაშინ ვკოფილვარ ორკვირის. მაინტერესებს იმოქმედებდა თუ არა ბავშვზე კონტრასტი. წინასწარ მადლობა.
გამარჯობა. ნებისმიერ კონტრასტულ ნივთიერებას გააჩნია თავისი უსაფრთხო და ტოქსიკური დოზები, რის გამო მისი გამოყენება პაციენტებში უნდა მოხდეს ზომიერად და უსაფრთხო. სპეციფიკური გამოკვლევები კონტრასტული ნივთიერების ზემოქმედების შესახებ ორსულობის დროს ადამიანებში ჯერ არ ჩატარებულა.

 

გამარჯობა. მაინტერესებს ვისცერალური მასაჟის კაბინეტი კვლავ თუ ფუნქციონირებს თქვენთან და რა არის საჭირო ექიმთან ვიზიტამდე? წინასწარ მადლობა.
გამარჯობა. დიახ, ვისცერალური თერაპია ტარდება ჩვენ კლინიკაში. მკურნალობის დროს პაციენტს არ უნდა ქონდეს მუცლის აორტის ანევრიზმა ან და მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი პროცესები. დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩასაწერად.

 

გამარჯობა. მაინტერესებს ვისცერალური მასაჟის კაბინეტი კვლავ თუ ფუნქციონირებს თქვენთან და რა არის საჭირო ექიმთან ვიზიტამდე? წინასწარ მადლობა.
გამარჯობა. პირველ რიგში უნდა იყოს დასმული დიაგნოზი. ამისთვის თქვენმა პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმ ნევროლოგს კონსულტაციისთვის. შემდეგ, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, იქნება დანიშნული შესაბამისი მკურნალობა ან ზუსტი დიაგნოზის დასადგენად დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები. ყველაზე ხშირი დიაგნოზი ამ ტიპი ჩივილის დროა არის პლანტარული ფასციოზი (ე.წ. ქუსლის დეზი), რომელიც იკურნება შემდეგი პროცედურებით: მიოფასციური რელიზი, ტრიგერული წერტილების ბლოკადა, სამკურნალო ვარჯიში.

 

gamarjobat. gulis gamokvlevebi gavikete. guli gsmoriricxa. makvs tavburxveva, gulis mxares chxvletebi. xurgshi dxlieri tkivili. kisris tkivili. marcxena klavus tkivili dabujeba. titkisda metyvelobis kargvac. gtxovt gamagebinod ramchirs. makvs kompiuteruli gamokvlevebi gaketebuli welzeda xerxemalze. Gmadlobt. shemidzlia suratebic gamogigzavnot.
გამარჯობა. გამოკვლევის შედეგები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ამ მისამართზე minclinic@gmail.com. თუ გამორიცხულია ორგანული დაავადება (გულის, თავის და ზურგის ტვინის, ხერხემლის და პარავერტებრალური კუნთების), ჩივილებიდან გამომდინარე თქვენ გექნებათ სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია.

 

გამარჯობათ ჩემს მეუღლეს 45 დღის წინ გაუკეთეთ ხერხემლის მე-4 მე-5 მალებს შორის არსებული თიაქარის ოპერაცია, რომელიც იყო ზომით 12 მმ. ოპერაციის შემდეგ აქვს გაუსაძლისი ტკივილები და გადაადგილება აქვს შეზღუდული, რის გამოც ამ ხნის განმავლობაში საწოლს არის მიჯაჭვებული. ნეირო ქირურგმა გამორიცხა თავისი პრობლემა და სხვა ორგანოებზე გვატარებინა გამოკვლევები. ბოლოს როცა დიაგნოზი ვერ იქნა დასმული გადაუღე განმეორებით ხერხემლის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია სადაც უჩვენა ნაოპერაციევ უბნებზე შეშუპებები, ნერვი აქვს შეშუპებული და არის ხერხემლის მიდამოში ჩამდგარი სითხე. სხვა ნეირო ქირურგებს ვაჩვენე და მითხრეს ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რადგან აქვს ინფექცია და თუ დავაყოვნებთ შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მივიღოთო. აპირებენ დისკექტომიას, იმ უბნების დასუფთავებას და მარცხენა მხარეს დრენაჟის ჩასმას. მაინტერესებს რამდენად აუცილებელი იყო ქირურგიული ჩარევა, შესაძლებელია თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა და ეს რამდენად სარისკო იქნება და ბოლოს ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში რამდენადაა შანსი, რომ განმეორებით არ გაჩნდება ინფექციის კერა. წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობა. პოსტოპერაციული სითხე, აღმოჩენილი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, შესაძლებელია იყოს წარმოშობით ინფექციური (ეპიდურული ბაქტერიული აბსცესი) ან ანთებითი (რეაქცია სამედიცინო მასალაზე, ე.წ. ტექსტილომა ან გოსიპიბომა). ამ დროს ქირურგიული ჩარევა ტარდება საოპერაციო ჭრილობის სანაციის მიზნით.

 

მოგესალმებით. რამ შეიძლება გამოიწვიოს როე-ს მომატება 70-მდე? ეს შეიძლებაა სახსრებიდან იყოს გამოწვეული? სხვა კვლევებიდან მიზეზი ვერ გამოვლინდა.
გამარჯობა. ფაქტორები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ედს მომატება, არიან: 1) ფიბრინოგენი, 2) იმუნოგლობულინი და სხვა გლობულინები, 3) ჰაპტოგლობინი, 4) ლიპიდები (ქოლესტერინი), 5) ერიტროციტოპენია, 6) ანტიერიტროციტარული ანტისხეულები, 7) ალკალოზი. საერთო სისხლის ანალიზთან ერთად ტარდება ასევე ც-რეაქტიული ცილის, ანტისტრეპტოლიზინის და რევმატოიდული ფაქტორის გამოკვლევა.

 

გამარჯობა. შეკითხვა მაქვს შემდეგი; 78 წლის ქალი ხერხემლის კომპრესიული მოტეხილობით (ოსტეოპორიზი) ერთი თვე აცვია კორსეტი, წოლით რეჟიმით. წელში ვერ იშლებოდა ახლა იშლება წელში, თუმცა ტკივილი გავა-წელის მიდამოში ისევ აწუხებს. მაინტერესებს როდის შეიძლება გაიაროს ანუ სცადოს გავლა, დგომა უკვე შეუძლია. უღრმესი მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. თქვენ პაციენტს ამ ეტაპზე ესაჭიროება წელის მალების პირდაპირი და გვერდითი რენტგენოგრაფია (ციფრული), რომლის შედეგები (მიღებული ორი სურატი და ექიმი რენტგენოლოგის დასკვნა) შეგიძლიათ შემდეგ გადმოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე.
წელის მალების გვერდითი რენტგენოგრაფიაზე ასახულია L1 მალის კომპრესიული მოტეხილობა.
ამით ტარდება შედარება დინამიკაში არსებული მალის მოტეხილობის კონტროლოს მიზნით და გაიცემა შემდეგი რეკომენდაციები.

 

მოგესალმებით, მინდა გკითხოთ თუ თქვენთან კლინიკაში შესაძლოა ოზონის ნემსის გაკეთება ხერხემლის? რადგან არსებობს სერიოზული პრობლემა თიაქრის გამო.
გამარჯობა. პარავერტებრალურად ბლოკადის სახით ჩვენ კლინიკაში გამოიყენება სტეროიდული, ადგილობრივი გამაყუჩებელი და არასტეროიდული პრეპარატები. ამით მიიღება ანტებით საწინაღმდეგო, მიორელაქსაციური და ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტი.

 

მოგესალმებით, ხშირად მაწუხებს თავის ტკივილი, აქედან გამომდინარე მაინტერესებს - თუ რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და რა ღირს ცალკე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? პატივისცემით
გამარჯობა. თავის ტკივილის დროს ვატარებთ ნევროლოგიური სტატუსის და ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკის შესწავლას (კონსულტაციის ღირებულება — 50 ლარი). შემდგ, საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მიმოხილვითი რეჟიმი — 308 ლარი), ან სხვა მისი დამატებითი რეჟიმები (ანგიო-, კონტრასტით და ა.შ.) წინასწარი დიაგნოზიდან გამომდინარე.

 

მოგესალმებით. ერთი თვის წინ ნარკოზის დროს ფეხი გადამიკრეს ელასტიური ბინტით. 7 საათი გრძელდებოდა ნარკოზი. მხოლოდ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ შემიხსნა ბინტი და ფეხი საშინელ დღეში მქონდა. შეშუპებული. მთელი დღე ვერ ვგრძნობდი მუხლს ქვემოთ ფეხს. მტკიოდა ძარღვები მუხლს უკან. ფეხს ვერ ვდგამდი. დაბუჟებამ ნელ-ნელა გაიარა, თუმცა შემაწუხებელი ტკივილის ფონზე. ახლა ფეხს ჩვეულებრივად ვდგამ და დავდივარ, მაგრამ ტკივილი მაქვს, მუდმივად მტკივა ფეხი (ფეხის გული და თითები. თითქოს დენი მივლის, მჩხვლეტს, განსაკუთრებით როცა ვზივარ. თუმცა ბევრ სიარულის შემდეგაც ძალიან მტკივა. მითხრეს რომ დრო სჭირდება აღდგენას. თუ შეიძლება მირჩიეთ რამე. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. ჩვენ კლინიკაში ტრავმული ან იშემიური ნევრიტის მკურნალობის დროს გამოიყენება ბ-ჯგუფის ვიტამინები, ნეიროლეპტიკები, ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია) და რეფლექსოთერაპია. კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში (3 თვეზე მეტი უშედეგო მკურნალობა) განიხილება ქირურგიული მიდგომის საკითხი.

 

გამარჯობა. ახლობლების თქმით მაწუხებდა ნერვოზი (და ბოლოს უკვე მეც შევამჩნიე) ყველაფერი მაღიზიანებდა, ვყვიროდი, ვჩხუბობდი, მქონდა დეპრესია, არ მინდოდა არაფრის კეთება და ა.შ. 3 თვის წინ მივედი ნევროპათოლოგთან, რომელმაც დამინიშნა მკურნალობა დღეში 3-ჯერ ვსვამდი რივაივს და დღეში 1-ჯერ ზოლეპტინს კურსი ჩავიტარე. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა როგორც კი შევწყვიტე წამლების მიღება ნელ-ნელა დამიბრუნდა იგივე სიმპტომები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
გამარჯობა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობის წესები მოითხოვს მინიმუმ 6 თვის განმალობაში ამ ტიპის მედიკამენტების გამოყენებას და პაციენტის ექიმი ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ მყიფნას.

 

mogesalmebit!!! tqventan maqvs shekitxva da tu sheidzleba mipasuxet. myavs 60 wlis deda romelsac aqvs xerxemlis diskis tiaqari. neiroqirurgtan gaviaret konsultacia aseve gadaviget mrt da operacia sheudzlebelia. dedas aqvs 3 tvis win gaketebuli krio ablacia aseve aris diabediki da 5 welia aseve gavaketet anevrizmis klipireba. am shemtxvevashi rogor sheidzleba aseti pacientis mkurnaloba? rogor xdeba aset shemtxvevashi?! dedas simsuqnestan aqvs tan probleba 106 kiloa da iqneb mirchiot vis mivmarto. madloba winaswar.
გამარჯობა. წელის ტკივილის (ადგილობრივი ტკივილი) და ფესვური სიმპტომების (გადაცემითი ტკივილი) არსებობის დროს, რომელსაც თან ახლავს მალთაშუა დისკოს პროტრუზია ან თიაქარი ჩვენ ვატარებთ კონსერვატიული მკურნალობის კურს. ის შედგება შემდეგი პროცედურებიდან: მანუალური თერაპია, ნეიროსტიმულაცია, რეფლექსოთერაპია, მედიკამენტოზური ბლოკადები.
ოპერაცია ენდოსკოპიური დისკექტომია ტარდება ეპიდურალირი ანესთეზიის გამოყენებით.
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-12 დღეს მაქსიმუმ. კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში პაციენტს უტარდება ოპერაცია ენდოსკოპიური დისკექტომია ეპიდურალირი ანესთეზიის გამოყენებით.

 

გამარჯობა! დედაჩემი არის 73 წლის. მოვათავსეთ კლინიკაში ტრანზიტული ინსულტით, რომელიც რამდენიმე საათში გადაიზარდა სრულ იშემიურ ინსულტში. ჩემი აზრით, ამის აცილება შეიძლებოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა ისევ მძიმედ არის, ცნობიერება აქვს, მაგრამ ვერ მეტყველებს. წნევა ხანდახან ძალიან მაღალია და ძლივს ჩამოყავთ ქვემოთ. იქნებ მირჩიოთ რამე. ხვალ ერთი კვირა გადის და შედეგი არ არის.
გამარჯობა. ამ ეტაპზე აუცილებელია არტერიული წნევის სტაბილიზაცია და არითმიის პრევენცია (მორიგი თრომბოემბოლიის ასარიდებლად). ასევე დამატებით ინფუზიური თერაპიის სახით ინიშნება ნოოტროპული პრეპარატები, ვიტამინები. შემდგომ ეტაპზე (სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ) იწყება პაციენტის აქტიური რეაბილიტაცია: სამკურნალო ტანვარჯიში, მასაჟი, რეფლექსოთერაპია და ა.შ.

 

გამარჯობა. ვარ მამაკაცი. მკერდის არეში მაქვს დაახლოებით ერთი სანტიმეტრის დიამეტრის კანქვეშა სიმაგრე, რომელსაც თავი არ აქვს და ვერ ვახერხებ ამორწყვას როგორც მუწუკის, ცოტა წყალივით თეთრი ფერის სითხე ამოდის ხოლმე რასაც საშინელი სუნი აქვს, რა შეიძლება იყოს და რაიმე სერიოზული გართულებები ხომ არ შეიძლება გამოიწვიოს ამ რაღაცამ? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. ეს შესაძლებელია იყოს ათერომა, რომელიც ქონის ჯირკვლის კანის ზედაპირზე გამომყოფი სადინარის ჩაკეტვის გამო ვითარდება. ამ ჯირკვლის ინფიცირება შემდეგ იწვევს აბსცესის განვითარებას. მკურნალობისათვის უნდა მიმართოთ ექიმ ქირურგს.

 

გამარჯობათ, მაქვს გულ-მკერდის მე -6 მალის კომპრესიული მოტეხილობა, 22 დღეა ვწევარ, შეიძლება კორსეტის საშუალებით გადაადგილება და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება? წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობა. მალის კომპრესიული მოტეხილობის დროს წოლითი რეჟიმის ხანგრძლივობა შეადგენს 1-1,5 თვეს. ამავე დროს შესაძლებელია სამკურნალო მასაჟის ჩატარება კიდურების და ზურგის კუნთებზე.

 

მოგესალმებით, მაწუხებდა თავის ტკივილი, გადავიგე ტომოგრაფია და მითხრეს ყველაფერი რიგზეაო, მტკივა თვალსა და ცხვირს შორის მდებარე ძარღვი რომელიც არის ამობურცული თუკი ხელს მივადებ, არის მგრძნობიარე და მტკივნეული, მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის მივმართო. ან რამე პრობლემური ძარღვი რომ იყოს გამოჩნდებოდა თუ არა ტომოგრაფიაზე?
გამარჯობა. არსებობს თავის ტკივილის სიმპტომის დიდი რაოდენობის გამომწვევი მიზეზი. ამ მიზეზების დიდი უმეტესობა არ ისახება ტომოგრაფიის საშუალებით. პირველ რიგში უნდა მიმართაო ექიმ ნევროლოგს ან ნეიროქირურგს კონსულტაციისათვის.

 

გამარჯობა, რა ღირს თქვენთან მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია?
გამარჯობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება დამოკიდებულია სხეულის ნაწილზე (ტავის ტვინი, მცირე მენჯის ღრუ და ა.შ.) და გამოკვლევის რეჟიმზე (მიმოხილვითი, ანგიოგრაფიით, კონტრასტირებით და ა.შ.). გამოკვლევის ღირებულება ვრცლად იხილეთ აქ.

 

გამარჯობა, თუ შეიძლება რომ მიპასუხოთ-74 წლის ქალბატონს 2თვის ინტერვალით ჩაუტარდა ორივე თვალზე კატარაქტის ოპერაცია, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაეწყო მხედველობის გაორება, რის შემდეგაც ჩაუტარდა ტომოგრაფიული გამოკვლევა და დაუდგინდა გამზიდველი ნერვის ნევრიტი, შეიძლება თუ არა გამოწვეული იყოს თვალის ოპერაციის შედეგად ეს ყველაფერი, განკურნებადია თუ არა და ხომ არ გამოიწვევს სიბრმავეს? წინასწარ გიხდით მადლობას
გამარჯობა. განმზიდველი ნერვის ნეიროპათია, რომელიც გამოიხატება თვალის გარეთა (ლატერალური) სწორი კუნთის სისუსტით, შეიძლება იყვეს გამოწვეული: მიმართეთ პაციენტის მკურნალ ექიმს ზუსტი გამომწვევი მიზეზის დასადგენად და შემდგომი მკურნალობის და პროგნოზის შესახებ.

 

გთხოვთ მიპასუხოთ , თვალთან გადის თუ არა სამწვერა ნერვი და რა სიმპტომები სდევს მის გართულებას. საფეთქლიდან თვალის მიმართულებით მაქვს ტკივილი და გადაეცემა თავსაც. რისი ბრალი იქნება და როგორ გავუფრთხილდე? მადლობა.
გამარჯობა. მზგავს ტკივილის შეგრძნებას ყველაზე ხშირად იწვევდეს არსებული დაძაბულობის კერა (ე.წ. ტრიგერული წერტილი) საფეთქლის კუნთის ქსოვილში. უფრო იშვიათია როგორც საფეთქლის არტერიის ანთების (გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი) სიმპტომი. პაციენტის გასინჯვის დროს ტარდება საღეჭი კუნთების პალპაცია. ასევე განიხილება სისხლის საერთო ანალიზი (ლეიკოციტური ფორმულა, ედს) და C-რეაქტიული ცილა. დიაგნოზის დასმის შემდეგ გაიცემა სამკურნალო დანიშნულება.

 

Mogesalmebit. Maqvs erti txovna. Bavshvs aqvs spina bifida. Ar agenishneba fexebze araferi aqvs is problema rom shards ver amtavrebs da gadasdis tirkmelebshi. Amia gamo bevri viaret da agmochnda araa amis sashveli da tqveni eqimebi ra metyvian mainteresebs dzalian. Madloba didi.
გამარჯობა. აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომატიკა არის გამოწვეული თანდაყოლილი რაშის კუდის ფესვების ან ზურგის ტვინის კონუსის დაზიანების გამო. სამწუხაროდ, ამდაგვარი დაზიანებული ნერვული ქსოვილის აღდგენა შეუძლებელია და შესაძლებელია მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა ექიმი უროლოგის მხრიდან.

 

გამარჯობათ, მაინტერესებს ბეხტერევის დაავადების შემთხვევაში საკურორტო და ბალნეოლოგიური მეთოდების გარდა რა მკურნალობის მეთოდები შეგიძლიათ შემომთავაზოთ ადგილობრივი .მადლობას გიხდით წინასწარ.
გამარჯობა. ბეხტერევის დაავადების რემისიის ფაზაში დისკომფორტის შეგრძნების და ტკივილების დროს შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო პროცედურების ჩატარება: სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია, თერაპიული ბლოკადები.

 

gamarjobat kiseri mtkiva daskvna maq spiraluri kompiuteruli tomografia daskvnaa.arastabiluri xerxemlis kt.nishnebit, rotirebuli malebis marjvenamxrivi gverditi listezis uxeshi gamovlinebit c3-4 da aramkvetri gamovlinebit c4-5 maltashua doneze. kisris arastruqtururebuli skoliozi cobb5 da marjvenamxrivi deviaciit da gafartoebuli unko- vertebruli shenaertis metad marcxenamxrivi deformaciit c4-5 da metad c3-4 maltashua doneze esaaa daskvna daminishnen es wamlebi-deqsalgini 5ampula kompligami 10 amp mufleqsini 4mg . kainostati mazi kisris cerebrovini silenteqsi da elkozoli kuchistvis ert tviani kursi gaviare shedegi armaq ras mirchevt da ra shemidlia gavaketo.
გამარჯობა. დაზუსტებით მოგვახსენეთ დაავადების ისტორია, ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია, არსებული ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში. გადმოგვიგზავნეთ ტომოგრაფიის მონაცემების ციფრული ვერსია (დისკზე ჩაწერილი ფაილები).

 

გამარჯობა ვარ 24 წლის 5 წლის წინ გადავიტანე თავის ტრავმა კერძოდ ტყვიამ გამიარა და შედეგად მარცხენა მხარე სრულიად გამეთიშა შეგრძნებები არ დამიკარგავს მხოლოდ გულყრების დროს მეკარგებოდა 2 წელია აღარ მქონია ვსვავ ტეგრეტოლს დილას საღამოს ფეხი მალევე აღმიდგა ოდნავი სისუსტე მაქვს ხელის გამო, მტევნამდე ჩვეულებრივად ვხმარობ შეზღუდვა არ მაქ მაგრამ თითები მაწუხებს მასაჟებს ვიკეთებ პერიოდულად და რა მაინტერესებს თქვენი ნემსებით შესაძლებელია მტევანი რო აღვადგინოთ?
გამარჯობა. რეფლექსოთერაპია (ჩინური ნემსები) და ნებისმიერი სხვა ფიზიოთერაპიის პროცედურები, რომელიც გამოიყენება პაციენტების რეაბილიტაციის დროს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერების ცვლის გაუმჯობესებას. ასევე ამ ტიპის პროცედურების ხანგრძლივი გამოყენება მედიკამენტებთან შედარებით უსაფრთხოა.

 

გთხოვთ მომწეროთ მანუალური თერაპიის 10 პროცედურის (1კურსის) ღირებულება. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. მანუალური თერაპიის 10-თ დღიანი კურსის ღირებულება – 400 ლარი. კლინიკაში მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იზილოთ აქ. კისრის მალების რენტგენოგრაფიის დასკვნის მიხედვით უკუჩვენებები მანუალური თერაპიისთვის არ აღენიშნება. გადაწყვტილების მისაღებად ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის არსებული ჩივილები და ნევროლოგიური სტატუსი.

 

გამარჯობათ, მაინტერესებს სამი დღეა მტკივა თავის ზედა ნაწილი მაქვს სიმხურვალის, წვის ან გაციების შეგრძნება, და მგონია რომ წავიქცევი, მშიშარა ვარ საშიში ხომ არაა?
გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად თქვენი ჩივილების გარდა როგორც მინიმუმ უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ნევროლოგიური სტატუსი, დაავადების ისტორია, ხერხემლის კისრის ნაწილის ბიომექანიკა და ა.შ.

 

mogesalmebit. var ocdatormeti wlis ocdasami welia maqvs qveda kidurebis spastiuri para parezi romelic gamowveulia zurgis tvinis dazianebit siarulit davdivar magram michirs siaruli refleqso terapiis chatarebam sheidzleba shedegi momces
გამარჯობა. სპასტიკური პარეზების დროს რეაბილიტაციის სახით პაციენტს შესაძლებელია ჩაუტარდეს მიოფასციური რელიზი, მიოსტიმულაცია და რეფლექსოთერაპია. მკურნალობის ეფექტურობის შეფასება შესაძლებელია ჩატარებული 15-ტ დღიანი კურსის შემდეგ.

 

გამოვიკვლიე ხერხემალი მრტ და პასუხი ასეთია სპონდილოზიc5 დისკის მარცხენამხრივ მედიოლატერალური პროტრუზია ნერვალური არხის სტენოზით. c6 დისკის ცირკულარული პროტრუზია th8,th9,th10, დიკების მედიალური პროტრუზია. L2 დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალური პროტრუზია, ფორმინალური სიჭარბით (SOFT DISK), შესაბამისი ლატერალური ჯიბისა და ნერვულ არხზე კომპრესიით. L4 დისკის ცირკულარული პროტრუზია, ნერვული არხების ბილატერალური სტენოზით.L5 დიკის მედიალური პროტრუზია, ნერვული არხების იოლი ბილატერალური სტენოზით. ჩავიტარე მკურნალობა ბაუზოლი, მიდოკალმი, კაფსიკამის მალამო, დოლომინი, მილგამა ამ მედიკამენტებით 2 კვირის განმავლობაში და ფიზიკოტერაპია კარიპაზიმით და ნოვოკაინით. შედეგი მივიღე კარგი მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ 2 თვე და ტკივილები ისევ მაქ თქვენ რას მირჩევთ დამატებით, წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობა. თქვენ შეკითხვიდან ვერ გავიგეთ: რა ტიპის და ლოკალიზაციის ტკივილებთან გვაქ საქმე, როგორია დაავადების ისტორია, რა ტიპის ცვლილებები არსებობს ნევროლოგიურ სტატუსში, რა ტიპის ცვლილებები არსებობს ხერხემლის ბიომექანიკაში

 

გამარჯობათ, მაინტერესებს ბეხტერევის დაავადების შემთხვევაში საკურორტო და ბალნეოლოგიური მეთოდების გარდა რა მკურნალობის მეთოდები შეგიძლიათ შემომთავაზოთ ადგილობრივი .მადლობას გიხდით წინასწარ.
გამარჯობა. ბეხტერევის დაავადების რემისიის ფაზაში დისკომფორტის შეგრძნების და ტკივილების დროს შესაძლებელია შემდეგი სამკურნალო პროცედურების ჩატარება: სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია, თერაპიული ბლოკადები.

 

გამარჯობათ. მყავს 70 წლის დედა წლებია აწუხებს მარცხენა მხრის სახსარი. მეორე წელია უკვე ტკივილები გადავიდა კისრის მალებში და ხერხემალზე. ერთი თვის წინ გადაიტანა ინსულტი რამაც ტკივილები გაუმძარა. დიაგნოზი აქვს ზომიერად გამოხატული ატროფიული პროცესი ორივე შუბლ თხემის ზედა ნაწილში. ზომიერი ატროფიული ჰიდროცეფალია.(ასაკობრივი ნორმის ფარგლებში )და კისრის მალების სპონდილართროზისა და ოსტეოქონდროზის ნიშნები. აქვს საშინელი ტკივილები. გთხოვთ გვირჩიოთ რამე რომ მდგომარეობა ოდნავ შეუმსუბუქდეს ან ვის მივმართოთ.
გამარჯობა. დაგვიკავშირდით ტელეფონით პაციენტის ჩვენთან კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ (ნევროლოგიური სტატუსის და მხრის სახსრის და კისრის მალების ბიომექანიკის შესწავლის შემდეგ) გეცოდინებათ რა ტიპის დამატებითი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა იქნება აუცილებელი შემდეგ.

 

გამარჯობა. ჩემს ახლობელს მიღებული აქვს თავის ტვინის მძიმე შერყევა. რის შედეგაც წარმოიქმნა ჰემატომა. 1 კვირაში ეს ჰემატომა გაიწოვა. მაგრამ პაციენტს აქვს არაადეკვატური ქცევები და არეული ლაპარაკი. ძალიან ვნერვიულობთ. მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს მდგომარეობა ჰქონდეს.
გამარჯობა. ნევროლოგიური სიმპტომების (სენსორული აფაზია და ა.შ.) სიმძიმე და მისი ხანგრძლივობა (განისაზღვრება თვეებით და წლებით) თავის ტვინის დაჟეჟილობის დროს ძირითადად დამოკიდებულია მისი დაზიანების კერების ზომებზე და ლოკალიზაციაზე.

 

მოგესალმებით მაინტერესებს რა დამიჯდება თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება? გთხოვთ მომწეროთ
გამარჯობა. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება მიმოხილვითი რეჟიმში — 345 ლარი. ნებისმიერი მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

რამოდენიმე დღის უკან თავში დამეცა სამლიტრიანი სავსე ქილა თავში, მაქვს ჰემატომა. და გამწოვი მაზი დამინიშნეს და დაჭირდება სხვა გამოკვლევა?
გამარჯობა. მხოლოდ თავის რბილი ქსოვილების დაზიანების შემთხვევაში (დაჟეჟილობა, ჰემატომა) პაციენტს არ ესაჭიროება სხვა დამატებითი გამოკვლევები. თავის ქალას ძვლების დაზიანების ეჭვის დროს ტარდება მისი რენტგენოგრაფია ორ პროექციაში (პირდაპირი და გვერდითი).

 

მოგესალმებით, მაქვს სპონდილოართროზის დიაგნოზი (მწვავე ფორმა არაა). არ მაქვს არანაირი დანიშნულება, გარდა ფიზიკური აქტივობისა (ცურვა), გთხოვთ მირჩიოთ შესაბამისი სამკურნალო საშუალება. წინასწარ გიხდით მადლობას.
გამარჯობა. სპონდილოართროზის კონსერვატიული მკურნალობა შეიცავს: არასტეროიდული ანთებითი საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას (ტკივილს დროს), დაზიანებული რკალმორჩების შესახსრების ბლოკადას (ტკივილს დროს), კორსეტის ტარებას (ტკივილს დროს), ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ტანვარჯიშს, ცურვას და ა.შ., წონაში დაკლებას.

 

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.