მენიუ

2016 წელს დასმული კითხვები

მოგესალმებით, ჩემი გოგონა არის ერთი წლის, თვენახევრის რომ იყო გავუკეთეთ თიაქრის ოპერაცია (spina bifida) მაინტერესებს ამ ეტაპზე რა პროცედურები მაქვს გასავლელი, ვგულისხმობ ოპერაციის შემდგომ აღდგენებს. ჯერ დამოუკიდებლად ვერ დადის.
გამარჯობა. ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ქვედა კიდურების მასაჟი. შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევისას ასევე პაციენტს ესაჭიროება ექიმი უროლოგის კონსულტაცია.

 

gamarjobat. chems dedamtils aq insulti magali wnevisgan. 2 dgea reanimaciashi wevs gatushili.marcxena mxares aqvs sisxlchaqceva. marjvena xelfexi ki gacherebuli. rodis mova gons da kritikuli dgeebi ramdenia?
სპონტანური სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის სიმძიმე და შემდგომი პროგნოზი განისაზღვრება Hunt and Hess-ის სკალით, რომელიც 1968 წელს პირველად აღწერეს ორმა ამერიკელმა ნეიროქირურგმა (ვილიამ ედვარდ ჰანტი, რობერტ მ ჰესი): 1. ასიმპტომური ან მინიმალური თავის ტკივილისა და კისრის უმნიშვნელო დაძაბულობა – გადარჩენისუნარიანობა 70%. 2. საშუალო და ძლიერი თავის ტკივილი; კისრის დაძაბულობა; კრანიალური ნერვებით ინერვირებული კუნთების დამბლა სხვა ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე – გადარჩენისუნარიანობა 60%. 3. ავადმყოფური ძილიანობა, მინიმალური კეროვანი ნევროლოგიური დეფიციტი – გადარჩენისუნარიანობა 50%. 4. გაშეშება (სტუპორი); მცირე ზომის ან მძიმე ჰემიპარეზი; შესაძლებელი ნაადრევი კუნთოვანი ტონუსის დეცერებრაციული რიგიდობა (სიხისტე) და ვეგეტატიური აშლილობა – გადარჩენისუნარიანობა 20%. ღრმა კომა; კუნთოვანი ტონუსის დეცერებრაციული რიგიდობა (სიხისტე) – გადარჩენისუნარიანობა 10%.

 

მოგესალმებით, მითხრეს რომ მაქვს დაავადება, რომლის შინაარსიც მაინცდამაინც ვერ გავიგე. გწერთ ლათინურად. დასკვნა: NN. Tibialis, Peroneus, Suralis, Peroneus superficialis - სტიმულაციით სარწმუნო M პასუხი და სენსორული პოტენციალი არ რეგისტრირდება. შესაბამისი სინერვაციო M.Tibialis ant. Gastrocnemius- ვლინდება სპონტანური აქტივობა დმტ. ფიბრილაციები, კამპლექსური განმეორებადი განტვირთვები, მეპ ამპლიტუდა და საშუალო ხანგრძლივობა მკვეთრად მომატებულია, რეგისტრირდება ასევე "გიგანტური" პოლიფაზური მეპ. მიღებული მონაცემების მიხედვით , ქვემო კიდეურებში ვლინდება უხეში სიმეტრიული სენომოტორული აქსონალური პოლინეიროპათია, მკვეთრი ნეიროგენული ცვლილებები წვივის კუნთებში. გთხოვთ, მირჩიოთ რა გაკავეთო. დამინინეს ორი მედიკამენტი: ბეტაპენტინი და ლირიკა. დიდი მადლობა
გამარჯობა. თქვენი დაავადების გამო (დისტალური პოლინეიროპათია, რომელიც გამოვლინდა ელექტრონეიროგრაფიის გამოკვლევით) გაქვთ დანიშნული სიმპტომატიური მკურნალობა (პარესტეზიების და/ან ტკივილების მოსახსნელად). ამ პრეპარატების გარდა შესაძლებელია: 1. B-ჯგუფის ვიტამინების მიღება (მილგამა). 2. რეფლექსოთერაპია („ჩინური ნემსები“). 3. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია). 4. სამკურნალო მასაჟი.

 

mogesalmebit. var ocdaati wlis oci wlis win ucbat damecyo qveda kidurebis sisuste damiqveitda dzala muxlebhi . 1998 wels chavitare sruli kvleva da diagnozhi chamiweres qronikuli mielopatia qveda kidurebis para parezi. sharhan xelaxla mivmarte kvlevas magram diagnozs ver misvaven surathi dazianeba ar chans savaraudot meubnebian ro sheidzleba surgis tvinhi iyos mkvebavi funqcia dargveuli da gchirdeba zurgis tvinis stimulacia romelic ar ketdeba saqartvelohi mainteresebs tqventan klinikashi tu ketdeba
გამარჯობა. 1. თანამედროვე ზურგის ტვინის ნეირომოდულაცია (სტიმულაცია) გამოიყენება ზოგადად ტკივილის სინდრომის საწინააღმდეგოდ. 2. ჩვენ კლინიკაში არ ტარდება ზურგის ტვინის ნეირომოდულაცია სტიმულატორის იმპლანტაციის სახით.

 

გამარჯობა. გაუტკივარებით გავიკეთე საკეისრო კვეთა 7 წლის წინ, რის შემდეგაც დღემდე მაქვს წელის ტკივილი. მიჭირს თავისუფლად მოძრაობა, დახრა. ღამით ძალიან მიჭირს გულდაღმა წოლა და ეხლა უკვე (დაახლოებით 1 თვეა) გულაღმა წოლაც. იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო, ან რაიმე პრეპარატით თუ შეიძლება ამ ტკივილის გაყუჩება.
გამარჯობა, არა მარტო ორსულებს, არამედ სხვა პაციენტებსაც ნებისმიერი სახის ოპერატიული ჩარევის დროს, როცა ეპიდურალურ გაუტკივარებას მიმართავენ, გაუნძრევლად ყოფნა უწევთ. ამის გამო ჩნდება წელის ტკივილი. უნდა გამოიკვლიოთ, რომელი ქსოვილი იწვევს ტკივილს თქვენს შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს: კუნთი, სასახსრე ჩანთა, იოგი და ა.შ.). ამის დასაზუსტებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაბამისად დაგენიშნებათ მიზანმიმართული მკურნალობა.

 

გამარჯობა, ჰიპოფიზაზე მაქვს ადენომა, თავიდან დარღვეული მქონდა და მერე შემიწყდა მენსტრუალური ციკლი და დოსტინექსით აღვიდგინე, გავიგე, რომ ადენომა იწვევს უშვილობას და მაინტერესებს, თუ ვიმკურნალებ ან ციკლი მაინც მექნება, მაინც შეძლება უშვილო ვიყო? დიდი მადლობა.
გამარჯობა. ნორმალური პროლაქტინის მაჩვენებლის შემთხვევაში ჰიპოფიზის ადენომას (პროლაქტინომას) არანაირი უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ გააჩნია (თუ არ არსებოს დარღვევები სხვა სისტემების მხრიდან).

 

გამარჯობათ. 2010 წელს მეტკინა წელი და მარცხენა ფეხი.გავიკეთე მაგნიტო რეზონანსული კვლევა სადაც დასკვნაში ეწერა. წელის მალების ოსტეოქონდროზი, L3 დისკის დორსალური ცირკულარული მეტად მარცხენამხრივი პროტრუზია. L 4 დისკის მედიოლატერული თიაქარი მარცხნივ.შემდეგ ვიმკურნალე მანუალური თერაპიით და ფაქტიურად გამოჯამრთელებული ვიყავი. ეხლა ამტკივდა ისევ , ჩავიტარე იგივე თერაპიული კურსი მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე აგარ ვიცი. მეშველება რამე? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. თქვენ შემთხვევაში შესაძლოა ადრე აღმოჩენილი მალთაშუა დისკების დაზიანებების ხარისხი არის მომატებული, რაც ხელს უწყობს ძლიერ კომპრესიულ სიმპტომატიკას. ამ ეტაპზე შესაძლებელია: 1. ხერხემლის გავა-წელის არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია დინამიკაში. 2. ნეიროქირურგის კონსულტაცია. 3. თერაპიული ბლოკადა (დიპროსპანი, ლიდოკაინი). 4. რეფლექსოთერაპია.

 

გამარჯობა, მაქვს ხერხემლის მალების დაზიანება, დისკოზი, ძლიერი ტკივილი წელის არეში, ასევე სკოლიოზი და კოფოზი. ვერ ვაკეთებ ნერვოპათოლოგის დანიშნულ ვარჯიშებს ტკივილის გამო. ვის მივმართო ?
გამარჯობა. მწვავე წელის ტკივილი (წელკავი, ლუმბაგო) შესაძლოა იყოს რამდენიმე მიზეზების გამო: 1. მალის ძვლოვანი სტრუქტურის დაზიანება (მოტეხილობა, ოსტეომიელიტი და ა.შ.). 2. მალთაშუა სახსრების დეგენერაციული სახის ცვლილებები (სპონდილოართროზი). 3. კუნთების და ფასციის დაძაბულობა (მიოფასციური სინდრომი, ფიბრომიალგია). ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ ექიმ ნეიროქირურგს ან ნევროლოგს შეუძლია დანიშნოს თქვენი მიზანმიმართული ეფექტური მკურნალობა.

 

მოგესალმებით დედამ გადაიტანა იშიმური ინსულტი, უკვე 16 დღეაა გასული იღებს წამლებს მაგრამ მეხსიერება ისევ დაქვეითებული აქვს ... გაჟონვა არაა აქვს ამოძრავებს ხელ ფეხს დადის .. მხოლოდ ჩუმათ საუბრობს და მეხსიერება ძალიან სუსტი აქვს ... კითხვა აღუდგება თუ არა მეხსიერება და რა დრო დასჭირდება? გმადლობთ წინასწარ.. დედა 64 წლისაა. პატივისცემით თამარი
გამარჯობა. მოტორული აფაზია და ამნეზია იშემიური ინსულტის დროს დაკავშირებულია თავის ტვინის საფეთქლის და შუბლის წილის დაზიანებებთან. დაქვეითებული ნერვული ფუნქციების აღდგენის პროგნოზი (სხვა ფაქტორების გარდა) დამოკიდებულია თავის ტვინის ნივთიერებაში აღმოჩენილ იშემიური კერების ზომებზე. ექიმი ნეიროქირურგის და ნევროლოგის დანიშნულებით ნეიროგამოსახულებითი კვლევების სახით ასეთ პაციენტებს უტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია (ინსულტის მწვავე პერიოდში) და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ზოგადი და ანგიოგრაფიის რეჟიმი).

 

გამარჯობათ, აინტერესებს თქვენთან ანგიოგრაფა თუ კეთდებ ქვქდქ კიდურბიე სისხლძარღვებზე და რა ღირს, მადლობთ იმედით ველი თქვენს პასუხს
გამარჯობა. ქვედა კიდურების ანგიოგრაფიის დიაგნოსტიკის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტაციონარის ტელეფონის ნომერზე.

 

გამარჯობათ , მარჯვენა ბეჭის ძვალზე ზედა მარცხენა მხარეს მაქვს ნისკარტისებრი წანაზარდი ახლახანს შევამმჩნიე და ალბათ ვარჯიშს და ძლიერი დატვირთვის ბრალია , არც მტკივა და არც მაწუხებს, ხომ ვერ მეტყვიტ წარმოადგეს თუ არა ეს დიდ პრობლემას ან რაა არის და როგორ მივხედო? გმადლობთ.
გამარჯობა. ძვლოვანი წანაზარდი შესაძლებელია იყოს: 1. ოსტეომა. 2. მყესის ან იოგის ოსიფიკაცია. 3. სხვა ტიპის ქსოვილი. ამ ეტაპზე შეგიძლიათ მიმართოთ კონსულტაციისთვის ექიმ ორთოპედს, რომ მიიღოთ ვრცელი პასუხი თქვენ კითხვებზე.

 

გამარჯობათ. ხერხემალზე მკურნალობა რა ჯდება თქვენთან? გამრუდება მჭირს მენგონი.
გამარჯობა. ხერხემლის გამრუდების ამბულატორიული მკურნალობა შეიცავს: 1. მანუალურ თერაპიას. 2. სამკურნალო ტანვარჯიშს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს და ღირს 300 ლარი (30 ლარი - 1 დღე).

 

გამარჯობა. მაწუხებს ორივე ფეხის ტკივილი, დუნდულოს არეში, პერიოდულად გადაეცემას ბარძაყის უკანა მხარესაც. ამასთან ერთად ძალიან მტკივა ზურგი, წელის და გულმკერდის არეში ტკივილი დილით უფრო ძლიერია, დღის განმავლობაში იკლებს და თუ დავიტვირთე ფიზიკურად საღამოს ისევ იმატებს. რა შეიძლება გავაკეთო რომ ტკივილი მომეხსნას? და რა კვლევები არის საჭირო ასეთ დროს. წინასწარ მადლობა.
გამარჯობა. მწვავე ან ქრონიკული ტკივილის სინდრომის მოსახსნელად გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მელოქსიკამი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და ა.შ.). დიაგნოსტიკის სახით პირველ რიგში ტარდება პაციენტის კონსულტაცია (ნევროლოგიური და ბიომექანიკის სტატუსების შეფასება), რომელსაც შემდეგ მოყვება მკურნალობის ან დამატებითი დიაგნოსტიკის დანიშნულებები.

 

გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი რის შედეგადაც (2 წელია) ვეღარ დადის ფეხზე. ჩვეულებრივ ამოძრავებს ფეხებს ხელით შეგვყავს და გამოგვყავს მარა დამოუკიდებლად ვერ დგება. ვმკურნალობთ სულ მარა შედეგი არ გვაქვს. იქნებ დაგვეხმაროთ და მოგვცეთ დანიშნულება.
გამარჯობა. იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის და პროფილაქტიკის სახით: 1. მედიკამენტოზური თერაპია (ნოოტროპული, ანტიაგრეგანტული და ა.შ.). 2. ფიზიოთერაპია (ტრანსკუტანური ელექტრომიოსტიმულაცია და ა.შ.). 3. რეფლექსოთერაპია ("ჩინური ნემსები"). 4. სამკურნალო ტანვარჯიში. 5. სამკურნალო მასაჟი

 

gamarjobat. me es bolo dgeebi gamixshirda Tavis tkivili. umetesad ki safetakelshi mtkiva shashinlad. 4 dgea sheuchereblad mtkiva. risi briali sheidzleba iyos??
გამარჯობა. არსებობს თავის ტკივილის სინდრომის რამდენიმე მიზეზი, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში. სწორი დიაგნოზის დასადგენად მიმართეთ ექიმს.

 

გამარჯობათ, 30 წელია მაქვს ზურგის ტვინის არაქნოიდიტი, მდგომარეობა გამიუარესდა, თუ შეგიძლიათ კონულტაცია გამიწიოთ?
გამარჯობა. დიახ, თქვენ შეგძლიათ მიიღოთ კონსულტაცია სპინალურ არაქნოიდიტთან დაკავშირებით. ჩვენთან ვიზიტის დროს იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). ნეიროქირურგის კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი.

 

მოგესალმებით.. ვარ 45 წლის. ვმუშაობ ძირითადად დამჯდარი. დამიდგინეს დისკოზი 3 დისკზე წელის არეში. ვიკეთებ ნემსებს. შესაძლებელია თუ არა ხერხემლის დაჭიმვით რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა და რა ღირს სეანსი (ერთი პროცედურა).
გამარჯობა. დისკოპათია ანამნეზში ტრავმატული დაზიანების ეპიზოდის გარეშე ვითარდება ხერხემალის მამოძრავებელი სეგმენტის შეზღუდვისას. ამის გამო ირღვევა დისკის ტროფიკა ("კვება"), და შემდეგ მისი ელასტიურობის და კონფიგურაციის დარღვევა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ უტარებთ ჩვენ პაციენტებს მანუალურ თერაპიას და დამატებითი მედიკამენტოზურ თერაპიას. ხერხემლის დაჭიმვით კი დისკოპათიის გამომწვევი მიზეზების მოგვარება შეუძლებელია.

 

მოგესალმებით, ექიმ ნევროლოგთან ან ნეიროქირურგთან მაქვს შეკითხვა და იმედს ვიტოვებ, რომ მიპასუხებთ. რა დაავადების ნიშანია წონასწორობის დარღვევა სიარულისას, თითქოს წამიერი გადაქანება გვერდზე, ხანდახან ყურში წუილი და ხელის დაბუჟება. წინასწარ დიდი მადლობა ყურადღებისათვის...
გამარჯობა. ყველაზე ხშირად მსგავსი ჩივილები აწუხებს ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომის და კისრის მალების სპონდილოზის მქონე პაციენტებს როდესაც ვითარდება თავის ტვინის კეფის წილების და ნათხემის ქრონიკული არტერიული სისხლის მომარაგების უკმარისობა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი და ა.შ.). სხვა შესაძლო დაავადებები ასეთ ტიპის ჩივილების დროს: კეთილთვისებიანი პოსტურალური თავბრუსხვევა, ლაბირინტიტი, გაფანტული სკლეროზი, იშემიური ან ჰემორაგიული ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, ხერხემლის არტერიის დისექცია (განშრევება), ვესტიბულარული ნეიურონიტი.

 

გამარჯობათ.ცხრა წლის ასაკში ბავშვს წელის ტკივილები აქვს,რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული.
გამარჯობა. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები: 1. კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პირველადი და ნერვული ან ძვლოვანი სიმსივნეები, 2. წელის ნერვული ფესვების თანდაყოლილი ანომალიები, 3. დეგენერაციული სინოვიალური კისტები, 4. საკვერცხის კისტა (გოგოებში), პანკრეატიტი, კუჭის წყლული, 5. წელის მალის სხეულის მოტეხილობები, 6. ინფექციის (მაგალითად, ეპიდურალური აბსცესი, პერიტონიტი), 7. ანთებითი პროცესები, 8. მეტასტაზური სიმსივნეები, 9. მიელომა, 10. აორტის ანევრიზმა, 11. სპონდილოლისტეზი, 12. მენჯ-ბარძაყის სახსრის ასეპტიკური ნეკროზი, 13. შემაერთებელი ქსოვილების აუტოიმუნური დაავადება, 14. მიოპათია, 15. თირკმლის ინფექციის ან შარდკენჭოვანი დაავადება, 16. მეტაბოლური დაავადება, 17. ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება, 18. სერონეგატიური სახსრების დაავადებები (მაგ., რეაქტიული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი)

 

გამარჯობათ, მაქვს ხერხემლის გამრუდება II ხარისხი, და წელზე მალებს შორის მანძილის შემცირება, ოჯახის ექიმმა დამინიშნა ნევსები, გელი და აბები. ტკივილები აღარ მაქვს მაგრამ დისკომფორტი მაიც დამრჩა. მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ჩემი მდგომარეობის გამოსწორება? თუ კი - ვის უნდა მივმართო? დაახლოებით რამდენი დამიჯდება და იმედი L-ის დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან?
გამარჯობა. 1. ხერხემლის არეში დისკომფორტის, დაძაბულობის და შეზღუდვის მსგავსი შეგრძნებების ძირითადი მიზეზია მიოფასციური სინდრომი. ამ ტიპის კუნთების ტონუსის პათოლოგიურ რეაქციას ხელს უწყობენ ხერხემალთან დაკავშირებული დაავადებები და პათოლოგიური პირობები. ამ დროს კონსულტაციის და მკურნალობის მიზანია გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი შესაბამისი მკურნალობა. 2. კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი. შესაძლო სამკურნალო დანიშნულებების (მანუალური თერაპია, თერაპიული ბლოკადები, ფიზიოთერაპია და ა.შ.) ფასები იხილეთ ჩვენ ვებგვერდზე. 3. კონსულტაციის შედეგად გაიცემა ფორმა #100, სალარო ქვითარი და სალაროს შემოსავლის ორდერი, რის საფუძველზე თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გაარკვიოთ თქვენი სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ჩვენთან მიღებული მკურნალობის ანაზღაურების პირობები.

 

ჩემს მეუღლეს აწუხებს ხერხემალი. დიაგნოზი ვერ დაუსვეს, კისერი აქვს სრულიად გაშეშებული ვერ ამოძრავებს. ზოგმა ექიმმა ძალიან არის გაციებულიო, ფეხიც დროდადრო უჩერდება სიარულის დროს თითქოს მიათრევს, დადის მხრებში მოხრილი. ერთ-ერთი ექიმის აზრით ეს ჰგავს ბეხტერევის დაავადებას, შეგიძლიათ გაგვიწიოთ კონსულტაცია?
გამარჯობა. დიახ, თქვენ პაციენტ შეუძლია მიიღოს კონსულტაცია ამ მდგომარეობასთან (კისრის ტკივილი, ბეხტერევის დაავადება) დაკავშირებით. ჩვენთან ვიზიტის დროს იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). ნეიროქირურგის კონსულტაციის ღირებულება - 30 ლარი. მიღების საათები 10:00-დან 15:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

 

მოგესალმებით დიდი პატივისცემით, თუ შეიძლება ამიხსნათ რა იწვევს აუტიზმს? მამის ასაკოვანება არის თუ არა რისკ ჯგუფი, თუ ეს არასწორი მოსაზრებაა? და კომპიუტერულ ტომოგრაფიათი თუ შეიძლება აუტიზმის დადგენა?
გამარჯობა. აუტიზმის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია. არსებობს სხვა და სხვა თეორიები აუტიზმის წარმოშობის შესახებ. მათ შორის ტოქსიკური, ორსულობის მიმდინარეობასთან, მშობლების ასაკთან, ბავშვის ვაქცინაციასთან დაკავშირებული და ა.შ. აუტიზმის დიაგნოზის და მსგავსი აშლილობების დასადგენათ საჭიროა მხოლოდ ბავშვთა ნევროლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია.

 

მოგესალმებით. ვარ 18 წლის. 2 წელია რაც დამიდგინდა მიკროადენომა ჰიპოფიზზე. მქონდა ზომაზე გაცილებით მაღალი პროლაქტინი. დიაგნოზის დასმის შემდეგ ვმკურნალობ. პროლაქტინი მალევე დარეგულირდა, მაგრამ ვაგრძელებ მკურნალობას დოსტინექსით, მიკროადენომაც იკლებს ზომებში. მაინტერესებს, დაორსულებასთან დაკავშირებით პრობლემა თუ მექნება და ან საჭირო ხომ არ არის ორსულობის თავიდან არიდება?
გამარჯობა. ჰიპოფიზის მიკროადენომის უარყოფითი თვისებები ორსულობასთან დაკავშირებით შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ მას გააჩნია ჰორმონალური აქტივობა. ეს გამოიხატება მნიშვნელოვნად შეცვლილ ჰორმონების მაჩვენებლებში. დანარჩენ შემთხვევაში უსიმპტომო მიმდინარე ჰიპოფიზის მიკროადენომა ორსულობისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

 

გამარჯობა, სამუშაოზე მიწევდა ხშირად კომპიუტერთან მუშაობა და იდაყვი არაკომფორტულად მქონდა მაგიდაზე დადებული რაც 1 თვის შემდეგ დამეწყო მარჯვენა ნეკა თითის დაბუჟება და ძლიერი ტკივილები, ვიმკურნალე 1 ჯერ, ნემსებით და ფიზიო თერაპიით, ამ წუთში მარტო ნეკი მაქვს ცოტათი დაბუჟებული და ცოტა დისკომფორტს ვგრძნობ. და გამე დილით რომ ვიღვიძებ მარტო ნეკი მაკ დაბუჟებული, თქვენს კლინიკაში რომ მოვიდე გარანტია მექნება რომ ოპერაციის გარეშე მომირჩება ანუ რაგაც პროცენტებით ხომ მეტყვით მომირჩენთ თუ არა. ჩაწერა ხდება თქვენს კლინიკაში წინასწარ? წინასწარ მადლობა, ველოდები თქვენს პასუხს.
გამარჯობა. იდაყვის ნერვის ნეიროპრაქსიის კლინიკური სიმპტომები (ასევე როგორც ნებისმიერი სხვა ნერვების კომპრესიული წარმოშობის ნეიროპრაქსია) ჩატარებული მკურნალობის ფონზე ქრება 3 თვეში. იდაყვის ნერვის ნეიროპრაქსიის მკურნალობის ეფექტურობის კონტროლი ასევე შესაძლებელია ელექტრონეიროგრაფიის გამოყენებით. 3 თვეზე მეტი უცვლელი კლინიკური სიმპტომატიკა და შესაბამისი ელექტრონეიროგრაფიის მაჩვენებლები მიუთითებს შემდგომი კონსერვატიული თერაპიის გაგრძელების არაეფექტურობაზე და ოპერატიული ჩარევის აუცილებლობაზე. წინასწარ შეათანხმეთ კლინიკაში ვიზიტის დრო (ტელეფონის ნომერი მითითებულია ქვემოთ). იქონიეთ დაავადებასთან დაკავშირებული უკვე არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ამონაწერი, დანიშნულება, ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და ა.შ.). მიღების საათები 10:00-დან 15:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა).

 

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.