ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) არის თანამედროვე დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეთოდი, რომელიც სწრაფად ვითარდება. ამ მეთოდის გამოყენებით ექიმს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს მთლიანად გულმკერდის მალების ან მათი ცალკეული სტრუქტურების ფიზიკურ-ქიმიური და პათოფიზიოლოგიური პროცესები.
ხერხემლის განვითარების დეფექტები ხშირია წელისა და გავის და კისრის ნაწილებში. მაგრამ აგრეთვე იშვიათობას არ წარმოადგენენ გულმკერდის ნაწილში. ხერხემლის გულმკერდის ნაწილში მალების, მალთაშუა დისკების და ზურგის ტვინის ცვლილებებთან ერთად შეიძლება დაფიქსირდეს თანდაყოლილი ანომალიები. გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) ჩატარების დროს გულმკერდის მალები წარმოადგენენ უფორმო ძვლების მასას. ასეთ პაციენტებს გააჩნიათ გულმკერდის მალების შეზღუდული მოძრაობის უნარი, აქვთ ხერხემლის გულმკერდის სკოლიოზი ან კიფოსკოლიოზი.
გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თხელი ჭრილების სერია, ააგოთ საკვლევი ტერიტორიის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოყოთ სისხლძარღვთა ქსელი და აგრეთვე ცალკეული ნერვული ღეროები და სისხლძარღვები, რომლებიც გადიან გულმკერდის მალების პროექციაში.
ასეთი რეკონსტრუქცია ქირურგს ფასდაუდებელ დახმარებას უწევს გულმკერდის მალებისა და ზურგის ტვინის ოპერაციის დაგეგმვაში და პოსტოპერაციულ მეთვალყურეობაში.
ადრეული დიაგნოსტიკა გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) გამოყენებით გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზის და ნეკნთაშორისი ნევრალგიის დროს ექიმს საშუალებას აძლევს დროულად დაიწყოს გულმკერდის მალების და ზურგის ტვინის დაავადებების მკურნალობა.
გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დახმარებით შესაძლოა თავად ხერხემლის და მის გარშემო მყოფი რბილი ქსოვილების ერთდროული დემონსტრირება დიდ განფენილობაზე კონტრასტული ნივთიერებების დანერგვისა და მაიონებელი რადიაციის (რენტგენოგრაფიის) გამოყენების გარეშე, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთების და მყესების სიმსივნეების ადგილმდებარეობისა და ზომის დადგენა.
ამჟამად გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 1,5 T (ტესლა) პირველ ადგილზეა ხერხემლის გულმკერდის დაავადებების უმეტესობის დიაგნოსტიკაში. რენტგენოგრაფია და ხერხემლის სვეტის კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) მის უკან დარჩა.
რა შემთხვევებში შეიძლება დანიშნული იყოს გამოკვლევის ჩატარება გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით:
- გულმკერდის მალების ოსტეოქონდროზი
- ნეკნთაშორისი ნევრალგია
- ხერხემლის გულმკერდის ხერხემლის (მალთაშუა დისკების) თიაქარი და პროტრუზია
- სიმსივნური უჯრედების მეტასტაზები ხერხემლის გულმკერდის ნაწილში
- ხერხემლის არხის სტენოზი
- გულმკერდის მალების დაზიანება (მოტეხილობა, ღრძობა, ხერხემლის არასტაბილურობა)
- ხერხემლის გულმკერდის განვითარების ანომალიები (დიასტემატომიელია და ა. შ.)
ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს გაიარონ გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის 1,5 T (ტესლა) სიმძლავრის მქონე აპარატის გამოყენებით. შესაძლოა აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ინტრავენური კონტრასტირებით (ომნისკანი) ჯანსაღი ქსოვილისა და სიმსივნის შორის ვიზუალური განსხვავებების გაზრდის მიზნით. ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ კვლევის (1.5 ტესლა) ღირებულება იწყება 320 ლარიდან (აქციის ფარგლებში). გთავაზობთ ასევე კვლევას უმძლავრესი 3 ტესლა მრტ აპარატურით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
| დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
|---|---|---|
| თავის ტვინის მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| 1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) | 400 GEL | 320 GEL |
| ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მთლიანი ხერხემალის მრტ | 600 GEL | 480 GEL |
| მთლიანი სხეულის მრტ | - | - |
| კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება | 200 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | - | - |
3 ტესლა მრტ ფასები:
| დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
|---|---|---|
| თავის ტვინის და სისხლძარღვების მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| 1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
| კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება | 275 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მრტ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) - რა განსხვავებაა?
მალთაშუა დისკების, სახსრების, შინაგან ორგანოების, თავის ტვინის ქსოვილების, სიმსივნეების და იშემიის გამოსაკვლევად მრტ (MRI) არის ოქროს სტანდარტი, რადგან ის უკეთ ხედავს რბილ ქსოვილებს ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია (CT). კომპიუტერული ტომოგრაფია ძირითად გამოიყენება ძვლების და ტრავმების დროს.
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია





