გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
გავა-თეძოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) - თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და სწრაფად განვითარებადი მეთოდია. გავა-თეძოსსახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებისას ექიმს აქვს საშუალება არა მარტო გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, არამედ შეაფასოს კიდეც მთელი გავა-თეძოს სახსრის ან მისი ზოგიერთი სტრუქტურის ფიზიკურ-ქიმიური, პათოფიზიოლოგიური პროცესები.
გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საშუალებას იძლევა მივიღოთ რიგი თხელი ჭრილებისა, ავაგოთ საკვლევი უბნის სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია, გამოვყოთ სისხლძარღვთა ქსელი და ცალკეული ნერვული ღეროები, რომლებიც გავა-თეძოს სახსრის პროექციაში გადის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფზე გავ-თეძოს სახსრის ასეთი აპარატული რეკონსტრუქცია ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქირურგს მუხლის სახსრის ოპერაციის დაგეგმვის და ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის მდგომარეობის გაკონტროლების დროს.
გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით დროული დიაგნოზის დასმა საშუალებას იძლევა თავის დროზე დაიწყოს დაავადების მკურნალობა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით შესაძლებელია ერთდროულად ნაჩვენები იქნას თავად გავა-თეძოს სახსარი და მის გარშემო დიდ მანძილზე არსებული რბილი ქსოვილები სახსრის სივრცეში კონტრასტული ნივთიერებების შეყვანისა და იონიზირებული რადიაციის (რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია) გამოყენების გარეშე, ასევე შესაძლებელია განისაზღვროს სიმსივნის ადგილმდებარეობა და ზომა, სახსრის ხრტილოვანი ზედაპირის, კუნთებისა და მყესების მდგომარეობა.
დღესდღეობით გავა-თეძოს სახსრის დაავადებების უმრავლესობის დიაგნოსტიკაში მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაიკავა პირველი ადგილი და მეორეხარისხოვანი გახადა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.
ექიმებს შეუძლიათ დანიშნონ გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შემდეგ შემთხვევებში:
- გავა-თეძოს სახსრის ართრიტი
- გავა-თეძოს სახსრის ოსტეოართროზი (კოკსართროზი)
- გავა-თეძოს სახსრის არეში სიმსივნური უჯრედების მეტასტაზები
- გავა-თეძოს სახსრის (სახსრის კაფსულა, იოგები და კუნთები) რბილი ქსოვილების ტრავმები
- თეძოს ამოვარდნა და ა.შ.
ჩვენს პაციენტებს ვთავზობთ გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლას აპარატზე, რომლის მაგნიტური ველის სიმძლავრე 1,5 ტესლაა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გავლა შესაძლებელია აგრეთვე ინტრავენური კონტრასტირებით (Omniscan), რათა გაიზარდოს ვიზუალური სხვაობა ჯანმრთელ და სიმსივნურ ქსოვილებს შორის. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).
რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?
მრტ კვლევის (1.5 ტესლა) ღირებულება იწყება 320 ლარიდან (აქციის ფარგლებში). გთავაზობთ ასევე კვლევას უმძლავრესი 3 ტესლა მრტ აპარატურით.
1.5 ტესლა მრტ ფასები:
| დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
|---|---|---|
| თავის ტვინის მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მენჯის ღრუს ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| 1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) | 400 GEL | 320 GEL |
| ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 400 GEL | 320 GEL |
| მთლიანი ხერხემალის მრტ | 600 GEL | 480 GEL |
| მთლიანი სხეულის მრტ | - | - |
| კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება | 200 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | - | - |
3 ტესლა მრტ ფასები:
| დასახელება | ფასი | ფასდაკლებით |
|---|---|---|
| თავის ტვინის და სისხლძარღვების მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| 1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ | 415 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| მთლიანი ხერხემალის მრტ | 570 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| მთლიანი სხეულის მრტ | ფასდსკლება არ ეხება | |
| კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება | 275 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
| სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით | 365 GEL | ფასდსკლება არ ეხება |
მრტ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) - რა განსხვავებაა?
მალთაშუა დისკების, სახსრების, შინაგან ორგანოების, თავის ტვინის ქსოვილების, სიმსივნეების და იშემიის გამოსაკვლევად მრტ (MRI) არის ოქროს სტანდარტი, რადგან ის უკეთ ხედავს რბილ ქსოვილებს ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია (CT). კომპიუტერული ტომოგრაფია ძირითად გამოიყენება ძვლების და ტრავმების დროს.
იხილეთ აგრეთვე
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოკლევის პრინციპი
- თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (უკონტრასტო და კონტრასტის გამოყენებით)
- ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- თავის ტვინის სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (არტერიები, ვენები, ვენური სინუსები)
- ხერხემლის კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გულმკერდის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- ხერხემლის სვეტის გავა-წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გავა-თეძოს სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულის და აორტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- გულმკერდის ღრუს და შუასაყარის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მუცლის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მამაკაცის, ქალის)
- მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია



