მენიუ

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია

ჰიპოფიზის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) არის თანამედროვე ნეირორენტგენოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეთოდი, რომელიც სწრაფად ვითარდება.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) გამოყენებით ექიმს საშუალება ეძლევა გამოიკვლიოს სტრუქტურული და პათოლოგიური ცვლილებები, შეაფასოს მთლიანად თავის ტვინის ან მისი ცალკეული სტრუქტურების (როგორიცაა ჰიპოფიზი) ფიზიკურ-ქიმიური და პათოფიზიოლოგიური პროცესები, ჩაატაროს თავის ტვინის ლოკალური აქტიურობის ცვლილებებზე დაფუძნებული ფუნქციონალური გამოკვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია, რომელიც არ საჭიროებს თავის ტვინის სისხლით მომარაგების არტერიის პირდაპირ პუნქციას.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) გვერდით პროექციაში, სადაც ყურადღება ექცევა თურქული კეხის მიდამოს სიმსივნის (ადენომოს) ადენომის დროს.

არსებობს სისხლის პროლაქტინის დონის პათოლოგიური ზრდის (ჰიპერპროლაქტინემიის) ბევრი მიზეზი. ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის 1,5 T (ტესლა) გამოყენებით შესაძლო ხდება ორგანული ცვლილებების (მაკროადენომა ან მიკროადენომა, ან ჰიპოფიზის პროლაქტინომა) ვიზუალიზაცია.

ჰიპოფიზის და სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ჰიპოფიზის ადენომის დროს.

ჩვენ ვთავაზობთ პაციენტებს გაიარონ ჰიპოფიზის (სოლისებრი ძვლის თურქული კეხის მიდამოს) მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია მაგნიტური ველის 1,5 T (ტესლა) სიმძლავრის მქონე აპარატის გამოყენებით. შესაძლოა აგრეთვე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება ინტრავენური კონტრასტირებით (ომნისკანი) ჯანსაღი ქსოვილისა და სიმსივნის შორის ვიზუალური განსხვავებების გაზრდის მიზნით. ტომოგრაფი გათვლილია ჭარბწონიან პაციენტებზეც (250 კგ-მდე).

 

რა ღირს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

მრტ კვლევის (1.5 ტესლა) ღირებულება იწყება 320 ლარიდან (აქციის ფარგლებში). გთავაზობთ ასევე კვლევას უმძლავრესი 3 ტესლა მრტ აპარატურით.

1.5 ტესლა მრტ ფასები:

დასახელება ფასი ფასდაკლებით
თავის ტვინის მრტ 400 GEL 320 GEL
გულმკერდის ღრუს ორგანოების მრტ 400 GEL 320 GEL
მენჯის ღრუს ორგანოების მრტ 400 GEL 320 GEL
მუცელი ღრუს ზედა ნაწილის ორგანოების მრტ 400 GEL 320 GEL
1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) 400 GEL 320 GEL
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ 400 GEL 320 GEL
მთლიანი ხერხემალის მრტ 600 GEL 480 GEL
მთლიანი სხეულის მრტ - -
კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება 200 GEL ფასდსკლება არ ეხება
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით - -

 

3 ტესლა მრტ ფასები:

დასახელება ფასი ფასდაკლებით
თავის ტვინის და სისხლძარღვების მრტ 415 GEL ფასდსკლება არ ეხება
1 სახსრის მრტ (მხრის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის) მრტ 415 GEL ფასდსკლება არ ეხება
ხერხემლის ნებისმიერი ერთი სეგმენტის მრტ 415 GEL ფასდსკლება არ ეხება
მთლიანი ხერხემალის მრტ 570 GEL ფასდსკლება არ ეხება
მთლიანი სხეულის მრტ 1190 GEL ფასდსკლება არ ეხება
კონტრასტული ნივთიერებების გამოყენება 275 GEL ფასდსკლება არ ეხება
სედაცია ანესთეზიოლოგის მომსახურებით 365 GEL ფასდსკლება არ ეხება

 

მრტ თუ კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) - რა განსხვავებაა?

მალთაშუა დისკების, სახსრების, შინაგან ორგანოების, თავის ტვინის ქსოვილების, სიმსივნეების და იშემიის გამოსაკვლევად მრტ (MRI) არის ოქროს სტანდარტი, რადგან ის უკეთ ხედავს რბილ ქსოვილებს ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფია (CT). კომპიუტერული ტომოგრაფია ძირითად გამოიყენება ძვლების და ტრავმების დროს.

იხილეთ აგრეთვე