მენიუ

2015 წელს დასმული კითხვები

გამარჯობათ, 8 თვეა მაწუხებდა მარჯვენა ფეხში ბარძაყის ადგილას, წვის შეგრძნება, და დაბუჟება, გადავიღე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, დასკვნაში ეწერა ცერვიკალური დისკოპათია, და მცირე ზომის სპონდილოზი, შემდეგ ვერტებროლოგმა დამიდგინა დიაგნოზი პარესთეზიული მერალგია. გამიკეთდა ოპერაცია ნერვის დეკომპრესია ნევროლიზი, ოპერაციის მერე 3 დღეში ისევ წვის შეგრძნება და და ბუჟება, მაქვს, თქვენ კლინიკას როგორ შეგიძლიათ დამეხმაროთ? რომ ეს წვის შეგრძნება მომეშვასს.
გამარჯობა. ბარძაყის კანის ლატერალური (გარეთა) ნერვის ნეიროპათიის (პარესტეტიკული მერალგიის, როტ-ბერნგარდის სინდრომის) მკურნალობა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ კომპონენტებს: 1. ნერვის მექანიკური კომპრესიის მოხსნა (ჭარბი წონის დაკლება, ვიწრო ტანსაცმლის ჩაცმის შეზღუდვა). 2. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია). 3. რეფლექსოთერაპია („ჩინური ნემსები“). 4. მანუალური თერაპია (კუნთოვანი ტექნიკა). 5. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, B-ჯგუფის ვიტამინების და ნეიროლეპტიკების გამოყენება. 6. ბლოკადები კორტიკოსტეროიდებით და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით. 7. ნერვის დეკომპრესია ქირურგიული სახით.

 

გამარჯობათ, მაქვს ასეთი შეკითხვა: დაახლოებით 3 წლის წინ , ჩემი დაუდევრობის გამო ძალიან ცივ წყალში რეცხვის შედეგად მარჯვენა ხელის შუა თითზე მწვავე მჩხვლეტავი ტკივილის შემდეგ დამრჩა გამობერილობა , რომელიც მტკივნეულია შეხებისას , თითმა მიიღო დეფორმაცია და თან მტკივნეული გახდა. ახლა ამტკივდა მარჯვენა ბეჭის ქვემოთ,იღლიაც და მკერდიც. ეს ყველაფერი შეიძლებაკავშირში იყოს ერთმანეთთან ? და ვის უნდა მივაკითხო კონსულტაციისთვის? წინასწარ დიდი მადლობა.
გამარჯობა. 1. კი, შესაძლებელია. 2. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩემთან კონსულტაციაზე და საჭიროების შემთხვევაში შემდგომში გაივლით სხვა სპეციალისტების დამატებითი კონსულტაციას.

 

გამარჯობათ. ჩემს მეუღლეს ძალიან ტკივა კისერი,ვერცერთ მხარეს ვერ ატრიალებს, შეზღუდული აქვს მოძრაობა, უკვე 7–8 წელია ასეთ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც მუშაობს, პერიოდულად აქვს საშინელი ტკივილი, შარშან ამ დროს გადაუღეთ რეზონანსული ტომოგრაფია... პასუხში ასე წერია: ვლინდება მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის მ.რ ნიშნები თორაკალური ჰიპერკიფოზი... მაინტერესებს თუ შველით ასეთ ავადმყოფებს და კიდევ მაინტერესებს წამლებმა თუ არ უშველა ოპერაცია თუა შესაძლებელი საქართველოში? გთხოვთ მიპასუხოთ
გამარჯობა. ანკილოზირებადი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადების) მწვავე პერიოდის მკურნალობის დროს პაციენტ ესაჭიროება მედიკამენტოზური მკურნალობა. შემდეგი პერიოდი შეიცავს მიოფასციური (კუნთოვანი ტკივილი ხერხემლის და კიდურების არეში) სიმპტომების მკურნალობას. ოპერატიული მკურნალობა კი ნაჩვენებია მკვეთრად გამოხატულ ტანადობის დარღვევისას, რომელიც ზღუდავ პაციენტის გადაადგილებას და თვითმომსახურებას.

 

გამარჯობათ, ვარ 25 წლის 2 კვირაა რაც მაწუხებს ზურგის ნერვის ანთება, ფეხზე ვერ ვჩერდები 2 წუთზე მეტ ხანს, მეწყება წვა და ტკივილი რომელიც ნეკნებზეც გადმოდიდს. მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში მეშვება ტკივილი. ექიმის დანიშნულებით გავიკეთე ბლოკადა ბ12 ნემსები 6-7 ცალი. მაგრამ შედეგი არ გამოიღო. იქნებ მირჩიოთ რა ვქნა, ან თუ შეიძლება სახლზე ექიმის გამოძახება და რა დამიჯდება რომ მითხრათ. ასევე გამოგიგზავნით ფოტოს ნიმუშის სახით სადაც ნაჩვენებია ის წერტილბი რომლებიც მტკივა. (ტკივილი მაქვს მარჯვენა მხარეს).
გამარჯობა. სწორი დიაგნოზის დასადგენად (ნევროლოგიური და ბიომექანიკური სტატუსი, რენტგენოგრაფია და ა.შ.) და შემდეგი დანიშნულებების მიღებას საჭიროა კონსულტაციის გავლა კლინიკაში.

 

გამარჯობათ. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. ჩემს მეუღლეს ხშირად უვარდება მხარი თუნდაც უმნიშვნელო ხელის მოძრაობით , ამიტომ ძალიან ერიდება. იქნებ გამიწიოთ კონსულტაცია როგორ შეიძლება მისი მდგომარეობის შემსუბუქება ან განკურნება.
გამარჯობა. ამ საკიტხთან დაკავშირებით უნდა მიმართოდ ექიმ ტრავმატოლოგს. ჩაწერა ექიმთან კონსულთციაზე შესაძლებელია სტაციონარის ტელეფონის ნომერზე.

 

Ukacravad erti eseti kitxva maqvs tu dheidzlrba tom mipasuxot tavze gamichnda kopivit tu jiravikivit ragac ukve didi xania da ar vaqcevdi yuradgebas da riti unda gavigo ra mchirs magnito rezonansuli tomograpiit tu kompiuteruli tomograpiit?
პირველ რიგში გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. მხოლოდ შემდეგ იქნება ცნობილი რა ტიპის გამოკვლევა არის აუცილებელი.

 

გთხოვთ მომწეროთ, რა ღირს მთლიანი ხერხემლის სვეტის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და პასუხსრადრო ჭირდება? მადლობა წინასწარ.
მთლიანი ხერხემლის სვეტის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ღირს 400 ლარი (კისრის, გულმკერდის და გავა-წელის არის). დასკვნა მზად იქნება მეორე დღეს. უფრო ვრცლად დიაგნოსტიკის პირობებზე გაიგებთ სტაციონარის ტელეფონის ნომერზე დარეკვით.

 

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.