QWERTY
სახსრების დაავადებების სახეები - ართრიტი და ოსტეოართროზი (ართროზი)
სახსრებისა და სახსრების მიმდებარე ყველა დაავადება იყოფა ორ დიდ ჯგუფად: ანთებითი და დისტროფიული დაავადებები.
პირველის საფუძველს წარმოადგენს ანთებითი რეაქცია, რომელიც ვითარდება სახსრებსა და სახსრის მიმდებარე ქსოვილებში, ხშირად ამ დაავადებებს ერწყმის ცვლილებები სხვა ორგანოებში: რევმატიზმის დროს პაციენტებს აწუხებთ გული, სისტემური წითელი მგლურას დროს - თირკმლები, სკლეროდერმიის დროს - კანი.
