მენიუ

2020 წელს დასმული კითხვები

მოგესალმებით, ვარ 28 წლის. დაახლოებით 3-4 თვის წინ თავს შევატყვე გადაღლა, რის გამოც გავიზომე წნევა და მაჩვენა 80/50. ამის შემდეგ პერიოდულად ვიზომავდი და ყოველთვის იგივე მაჩვენებელი იყო ან უფრო ნაკლები, თუმცა სამუშაოს შესრულებაში ხელს არ მიშლიდა. პლიუს ამას დასვენების დღეებში ფიზიკურად ვვარჯიშობდი და დაბალი წნევა მივაწერე ჩემს ფიზიკურ აქტივობას. თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ შემაწუხა. მთელი დღის განმავლობაში საშინლად მეძინება, მაგრამ სისუსტეს არ ვგრძნობ, არც უმადობას. მიუხედავად იმისა რომ ძილი მინდა მიჭირს ღამით დაძინება და საკმაოდ ცოტა ხანს მძინავს, 3-5 საათი. ასე გრძელდება 2-3 დღე რის შემდეგაც საკმაოდ დიდ ხანს მეძინება 12-16 საათი. ჩავიტარე სისხლის ანალი, ყველა კომპონენტი ნორმაში მაქვს, გარდა შაქრისა და ქოლესტერინისა. შაქარი მაქვს ნორმაზე დაბალი და ქოლესტერინი ნორმაზე მაღალი. ბოლო ერთი თვეა დამეწყო სახსრების ტკივილი, წყურვილის შეგრძნება თუმცა დღეში ალბათ 3-4 ლიტრამდე წყალს ვიღებ.ქოშინი, კერძოდ კიბეებზე ასვლის დროს, სხვა დროს არ შემიმჩნევია.ასევე ფეხების ტკივილი, რაც ალბათ გამომდინარეობს ჩემი სამსახურიდან რადგანაც დიდ ხანს მიწევს დგომა. არ ვარ მწეველი და არც თუ ისე ხშირად ვსვავ ალკოჰოლს. რას მირჩევთ, მაინტერესებს თქვენი აზრი.
გამარჯობა. გაიარეთ კონსულტაციები თერაპევტთან და ენდოკრინოლოგთან. და თუ არანაირი პათოლოგიური მდგომარეობა არ დადგინდება, გააქტიურეთ ცხოვრების წესრიგი რეგულარული ვარჯიშებით (ზომიერი აერობული და ფიზიკური დატვირთვით).

 

გამარჯოათ, ქუსლზე მაქვს ე.წ. დეზი, ატის თუ არა ქირურგიული ჩარევით მისი მოშორება შესაძლებელი?
გამარჯობა. პლანტარული ფასციიტი და ფასციოზი (ე.წ. ქუსლის დეზი) პირველ რიგში არის კანჭის კუნთების არასწორი მუშაობის შედეგი, რაც შემდგომში აღმოჩნდება ტერფის რენტგენზე ძვლოვანი წანაზარდის სახით. პირველ რიგში უნდა მოხდეს კუნთოვანი ნორმალური ტონუსის აღდგენა (მოიფასციალური რელიზი, მიოსტიმულაცია და ა.შ.). მხოლოდ ამის შემდეგ (კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში) იგეგმება ქირურგიული ჩარევა ტკივილის სიმპტომის მოსახსნელად.

 

მოგესალმებით, მაწუხებს ტკივილი კუდუსუნის ძვლის არეში. მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით რა ღირს ექიმთან კონსულტაცია და რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ამის დადგენა მხოლოდ კონსულტაციუთ რამდენად ხდება? თუ არა რა სახის პროცედურების გავლა დამჭირდება და ფასიც რომ მომწეროთ. მადლობას გიხდით წინასწარ!
გამარჯობა. კონსულტაციის ღირებულება - 60 ლარი. შესაძლო დამატებითი გამოკვლევა - სისხლის საერთო ანალიზი, წ-რეაქტიული წილა, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ფასები იხილეთ აქ.

 

Shua yuris anteba. Cxviris danamati gruebi pat.cvlilebebs ar ganicdis.orive dvrilisebri morchis ,dvrilisebri ujredebis pnevmatizacia dargveulia.cvlilebebi metad isaxeba marjvena mxareze,marjvniv sklerotuli cvlilebebis fonze ujredebi gadidebuli da deformirebulia.marcxena mxareze ujredebs shoris xarixebi sustad isaxeba, pnevmatizacia daqveitebulia..viketeb nemsebs cefriaqsons 10 dgis..dgeshi 2jer..ramdenad sashishia es pasuxi?
გამარჯობა. ოტო-რინო-ლარინგოლოგის კონსულტაციის თაობაზე დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს.

 

აქვს სავარაუდოდ ხერხემლის თიაქარი ,ყოველშემთხვევაში მრტ ს დასკვნა ჯერ არ ამიღია ,ასე მითხრეს, საშინელი ტკივილი მაქვს და მინდა კონსულტაცია ამ პროფილის სპეციალისტთან. რა საშუალება არსებობს ამის სამკურნალოდ გარადა ოპერაციულისა
მკურნალობა ვიწყებთ კონსერვატიული მეთოდებით (მანუალური თერაპია, ნეიროსტიმულაცია, რეფლექსოთერაპია, ბლოკადები). თუ 3 დღის მკურნალობის შემდეგ შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება, ვთავაზობთ ოპერატიულ მკურნალობას.

 

რით გავიყუჩო საჯდომი ნერვის ანთება ისე რომ კუჭი არ მატკინოს
პირველ რიგში გაიარეთ ექიმის კონსულტაცია. მხოლოდ შემდეგ იქნება ცნობილი რა ტიპის გამოკვლევა არის აუცილებელი.

 

გამარჯობა, მაინტერესებს კუდუსუნის მუდმის ყრუ ტკივილს რა იწვევს? გაბუჟებასაც ვგრძნობ
გამარჯობა. შესაძლო მიზეზები: ტრავმა, ხანგრძლივი ჯდომა, კუნთების და იოგების დატვირთვა/დაძაბულობა.

 

მაქვს l5 s1 მალების შორის 5მმ თიაქარი კონსერვატიული მკურნალობის ფეხში ტკივილებმ კილო, მაგრამ მაქვს დაჭიმულობა და უსიამოვნო შეგრძნებები, ოპერაცია აუცილებელია?
მკურნალობა ვიწყებთ კონსერვატიული მეთოდებით (მანუალური თერაპია, ნეიროსტიმულაცია, რეფლექსოთერაპია, ბლოკადები). თუ 3 დღის მკურნალობის შემდეგ შედეგი არადამაკმაყოფილებელი იქნება, ვთავაზობთ ოპერატიულ მკურნალობას.

 

გამარჯობათ. წლებია პრობლემა მაავს წელის. მე 8 წელია უკვე. სპორტსმენი ვარ და .სირბილი მიჭირს. წელიდან ჩამომდის ტკივილები და მარცხენა ფეხს მიჩერებს. როგორ შეიძლება ვუმკურნალო.
გამარჯობა. მკურნალობამდე უნდა დადგინდეს კლინიკური დიაგნოზი. ამიტომ ჯერ დავიწყოთ კონსულტაციით. დაგვიკავშირდით ტელეფონით სურვილის შემთხვევაში.

 

მოგესალმებით. ტომოგრაფიით დამიდგინდა.. წელის მალების დეგენერაციული დისტროპიული ცვლილებები.. L5-S1 მალთაშუა დისკის მედიოლატელარული პროლაპსი მარჯვნივ. L5-S1 მალთაშუა დისკი პროლაბირებულია 0,65 სმ-ით.. რა შეიძლეწბა გაკეთდეს ამ შემთხვევაში და მოითხოვს თუ არა ქირურგიულ ჩარევას.. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. არ არის მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 1. დაავადების დაწყების მოკლე ისტორია 2. არსებული ჩივილების ზუსტი აღწერა (ტკივილის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია დერმატომების მიხედვით) 3. არსებული ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში 4. თუ იყო ჩატარებული ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია? 5. რა ტიპის მკურნალობა იყო ჩატარებული და მისი ეფექტურობა.

 

მარცხენა ფეხი მტკივა დიდიხანია,ადრე მქონდა ნერვის ანთება და მკურნალობის შედეგად ცოტახნით გამიარა,წლებია ყრუ ტკივილები მაქვს საზარდულის არეში და ეხლა დამეწყო ტკივილი მთლიანი ფეხის,დუნდულოში,ბარძაყში,მუხლში და დადის ესე ტკივილი,თან ამიყოლა ხერხემლის ტკივილი,ორჯერ მაქვს გაკეთებული საკეისრო სპინალური ანესთეზიით და მეთქი ალბად მისი ბრალია ტკივილითქო,მერე ძალიან რომ დამეწყო ტკივილი მივედი ექიმთან და გადამიღეს რენდგენი და მითხრეს ხერხემლის სვეტის სქოლიოზი,ფეხის ტკივილზე ნერვოლოგთან გამიშვეს და დამინიშნა ეს წამლები,მაგრამ არაფერი მაქვს შედეგი. დიოქსაფლექსი b12. (3 ნევსი,ყოველ მეორე დღეს) ქსეფოკამი 8 მგ.(5 დღე) და თიოფლექსი (7 დღე).
გაიარეთ ხერხემლის გავა-შელის ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და შემდეგ გადმოაგზავნეთ მიღებული შედეგი (ტომოგრაფიის ყველა ფაილი იქნება ჩაწერილი დისკზე).

 

მოგესალმებით,დაახლოვევიტ ერთი საათის განმავლობაში ფეხზე დგომით მეძაბება კისრის საწყისიდან წელამდე თითქოს დაჭერილი მაწვს და მტკუვა.შესაძლოა ეს ოსტექონდროზიდან იყოს გამოწვევული?
დგომით გამოწვეულ ტკივილებს ხერხემალის მიდამოში ხშირად იწვევს ქვედა კიდურების დარღვეული ბიომექანიკა (ტერფის ფორმა, კუნთების ძალა და ა.შ.). ამის შესწავლა შესაძლოა პაციენტის გასინჯვის დროს.

 

გამარჯობათ,მაქვს ასეთი პრობლემა,მარჯვენა მხართან კისერთან ბეჭთან ვგძნობ დაჭიმულობას და არასასიამოვნო.შეგრძნება მაქვს,თითქოს ძალიან მძიმე ტვირთი დამაქვს აგრეთვე ხან გადადის,მარჯვენა მკავში,მარჯვენა ფეხზეც მაქვს ხან სიმხურვალუს ან გამტარი ტკივილი,მაწუხებს აგრეთვე წელის ტკივილიც.მარჯვენა გულმკერდის წინა მხარეს სადაც ნეკნებია მანდ ვგრძნობ სიმხურვალეს და შედარებით ნეკნის სიმაგრეს,ორთოპედის თქმით ეს გაძვალწბაა და,მაქვს ოსტეოქონდროზი.რა შეიძლება გავაკეთო?
სანამ ჩვენთან კონსულტაციაზე მოხვალთ, ჩაიტარეთ შემდეგი გამოკვლევები: გულმკერდის რენტგენოგრაფია (ორ პროექციაში), სისხლის საერთო ანალიზი და C-რეაქტიული ცილა.

 

გამარჯობათ მე მაქვს ხერხემლის პრობლემა და რენტგენოლოგიური სურათით შეიძლება პრობლემის ნახვა?
ხერხემლის სხვადასხვა ცვლილება იხილება რენტგენოგრაფიის, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით. ამას ვადგენთ პაციენტის გასინჯვის ეტაპზე.

 

Gamarjobat, mainteresebs 2 kviraa rac samsaxuridan sagamos smenidan mivedi saxlshi mas shemdeg yovel game 11 saatidan mewyeba tavis tkivili da ar madzinebs, aqamde raiyo tavis tkivili arc ki vicodi , risi brali sheidzleba iyos??
არსებობს თავის ტკივილის სიმპტომის უამრავი მიზეზი. თავის ტკივილის სიმპტომის მიზეზის დადგენა იწყება პაციენტის გასინჯვით. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები (კტ, მრტ, დოპლეროგრაფია და ა.შ.)

 

უკვე მესამე კვირაა მაწუხებს ტკივილები, რომელსაც აქვს მოვლითი სახე. თავდაპირველად მეგონა, რომ მტკიოდა კბილი, მაგრამ კონკრეტულად რომელი ვერ ვიგებდი. ტკივილი გადაეცემოდა კბილების ჯგუფიდან და მარჯვენა ქვედა ყბის ძვლიდან ყურის მიდამოში და ვრცელდებოდა თვალის და ცხვირის წიაღებზე. 12 დღის წინ ნევროპათოლოგთან ვიზიტისას გავიგე, რომ ეს იყო სამწვერა ნერვის ნევრალგია. დამინიშნეს მკურნალობა, მაგრამ ტკივილები მაინც მაქვს. ამჟამად ვაგრძელებ წამლების მიღებას; ტკივილებმა იცვალა სახე, ახლა მარცხენა მხარესაც მტკივა, ჩხვლეტები მაქვს კეფის ერთ წერტილში, საფეთქლებთან მივლის ჩხვლეტითი ტკივილი, მკვეთრი მოძრაობისას, დაბუჟებას და მუდმივ სიმძიმე-ტკივილს ვგრძნობ თავში, კეფასთან. ხან მგონია ყურები მისკდება, მერე თავი და ა.შ. ხომ ვერ მირჩევთ რომელი გამოკვლევა შეიძლება გავიკეთო, რომ თავიდან ავირიდო, ზედმეტი თანხის ხარჯვა, რადგან ამ მხრივ შეზღუდული ვარ.
გამარჯობა. ჩაიტარეთ თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (+ მრ-ანგიოგრაფიის რეჟიმი).

 

გამარჯობათ.დაახლოებით ერთი თვეა მაქვს მოძრაობისას(განსაკუთრებით დახრის დროს) თავბრუსხვევა, თავის არეშე ცალკეული ნაწიბეში მაქვს გაბუჟების და ბჟუილის შეგრძნება.თავი არ მკივა.რამოდენიმეჯერ ამერია მეტყველება-არასწორად წარმოვთქვავდი სიყვებს და ვერ ვიხსენებდი ელემენტარულ ფრაზებს.მინდა მივმართო ექიმს და არ ვიცი რა სახის სპეციალისტთან მივიდე.გთხოვთ მირჩიოთ
დაიწყეთ ნევროლოგიური კონსულტაციით. ასევე შესაძლოა დაგჭირდეთ შემდეგი გამოკვლევები: თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (+ მრ-ანგიოგრაფიის რეჟიმი), კისრის არტერიების დოპლეროგრაფია.

 

გამარჯობა ოთხი წელია ვუჩივი კისრისა და თავის ტკივილს მარჯვენა მხარეს, თავიდან როცა დამეწყო მეგონა რომ უბრალოდ თავი მტკიოდა თუმცა დროთა განმავლობაში ტკივილი კისერზე და ტრაპეციაზე გადმოვიდა და ეხლა უკვე ხელებიც მტკივა არაერთ ნერვოპათოლოგთან და ნეიროქირურგთან ვიყავი გადაღებულიმაქ თავის მაგნიტორეზონსაული ტომოგრაფია ასევე კისრის სვეტის ტომოგრაფია თავში არანაირი ორგანული დაავადება არ აღმომაჩნდა.კისერზე კი c3 c4 c5 c6 დისკების პროტრუზია მაქ მარჯვენა მხარეს თუმცა ექიმმა გამორიცხა ამისგან გამოწვეული თავის ტკივილები.4 წელია ვიტანჯები ყოველ დღე თავისადა კისრის ტკივილით. ზოგი მეუბნება კრასტერული ტკივილებიაო ზოგი ნევროზი გაქო იმდენი ანტიდეპრესანტი მაქ მიღებული რო პირიქით ცხოვრების ხალისი გამიქრა და არანაირი შედეგი არმაქ .ვარ 22 წლის და ძალიან გთხოვთ დამაკვალიანოთ სად მივიდე და ვის კომპეტენციაშია კისრისა და ზურგის კუნთების გამოკვლევა.
მსგავსი ჩივილების დროს უნდა განვსაზღვროთ პაციენტის ქალა-კისრის შესახსრების ბიომექანიკაში არსებული ცვლილებები, რომლებიც ხშირად იწვევენ მზგავს ჩივილებს, ამიტომ გელოდებით კონსულტაციაზე. კონსულტაციის თაობაზე დამიკავშირდით ქვემოდ მითითებულ ნომერზე.

 

Gamarjobat 8tvis orsuli var sajdomi nervis anteba maqvs da vitanjebi tkivilisgan ra shemidzlia vixmaro?
გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (თქვენს მეან-გინეკოლოგთან შეთანხმებით) და სხვა დამატებითი სამკურნალო პროცედურები, რომლების შესაძლოა დაინიშნოს თქვენი გასინჯვის შემდეგ. კონსულტაციის თაობაზე დამიკავშირდით ქვემოდ მითითებულ ნომერზე.

 

გამარჯობა, იშემიური ინსულტი მიიღო 63 წლის ქალმა , ნათხემშია ინსულტი მომხდარი, არის თუ არა გამოჯანმრთელების შანსი
გამარჯობა. ეს დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, დაზიანების კერის ზომაზე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებზე.

 

გამარჯობათ!მაქვს ხერხემლის მალთა შორის თია.ვარ ფეხმძიმედ და მაინტერესებს ეს პრობლემას ხომარ შემიქმნის ფეხმძიმობის დროს?შეიძლება თუ არა ამ დროს ფიზიოლოგიური მშობიარობა?
გამარჯობა. ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე დისკოს თიაქარი პრობლემას ორსულობისთვის და მშობიარობისთვის არ წარმოადგენს.

 

გამარჯობა, მაინტერესებს ხერხემლის გამრუდების (სქოლიოზის) დროს რამდენად ეფექტურია კორსეტის ტარება. მადლობა
გამარჯობა. სკოლიოზის კონსერვატიული (ქირურგიული ჩარევის გარეშე) მკურნალობა მრავალკომპონენტიანია. ის შეიცავს მანუალურ თერაპიას, ვარჯიშებს, ფიზიოპროცედურებს, კორსეტის გამოყენებას. მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სკოლიოზის ხარისხზე, მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

 

გამარჯობათ არვიცი როგორ მოგმართოთ ექიმო მე მაწუხებს ლუმფალოგო ჯარში ვარ ექმამ დამინშინა ნემსებით მკურნალობა და რამდენად ეფექტურია ?
გამარჯობა. მწვავე წელის ტკივილის დროს მედიკამენტოზური თერაპია და ფიზიკური დატვირთვის არიდება 2-3 კვირის განმალობაში შესაძლოა, რომ იყოს საკმარისი პრობლემის მოსახსნელად. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

მოგესალმებით.50 წლის ქალბატონს აქვს ძლიერი თავის ტკივილი,მეხსიერების ჩამორჩენა,წონასწორობის დაკარგვა,ტკივილი და დაბუჟება მარჯვენა მხარის,ტუჩების დაბუჟება.მეხსიერების წამლის მიღებისას უფრო გაუძლიერდა ტკილილი ტავის და წონასწორობის დაკარგვა ასევე.არ ვიცი რომელ ექიმს მივმართო,ტქვენ თუ მომცენთ რჩევას,დიდი მადლობელი დაგრცებით.მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. მიმართეთ ექიმ ნევროლოგს. ასევე, მსგავსი კლინიკური სურათის მქონე პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

 

მოგესალმებით, ვიღებ სევპრამს, ატარაქსს და ნოვარესტს მათი მიღებიდან მე-3 დღეს შევნიშნე, რომ თვალის კალალი გადიდებულია გუგები კი მეტად ფართოვდება. რა შეილება იყოს მიზეზი და როგორ მოვიქცე?
გამარჯობა. დანიშნულ მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხებით უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

გამარჯობა... ჩემი მეგობარი შარშან მოყვა ავარიაში რის შედეგადაც დაუზიანდა ზურგის ტვინი და წელს ქვემოთ არის პარალიზებული ეხლა დაეწყო ზურგის ტკივილები ჩაუტარეს გამოკვლევები და უთხრეს რომ აქვს ზურგის ტვინის შეშუპება მაინტერესებს მედიკამენტებით შეიძლება მკურნალობა და რამ გამოიწვია შეშუპება? იქნებ დამეხმაროთ მადლობა გამარჯობატ..მრტ კვლევით დამიდგინდა კისრის c5/6 პროლაფსი 4 მმ და ხერხემლოს არტერიის კინკინგი. რამე პროცედურები თუ შეიძლება ჩატარდეს ასეთ დროს
გამარჯობა. არ არის მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 1. დაავადების დაწყების მოკლე ისტორია 2. არსებული ჩივილების ზუსტი აღწერა (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, დაბუჟების შეგრძნების ან ტკივილის ხასიათი, მისი ლოკალიზაცია დერმატომების მიხედვით) 3. არსებული ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში 4. თუ იყო რაიმე ტიპის მკურნალობა ჩატარებული და როგორი იყო მისი ეფექტურობა

 

მოგესალმებით,ჩემი აზრით მაქვს ნერვის ანთება, ტკივილი მქონდა ხერხელალთან ნერვოლოგის რეკომენდაციით გავიკეთე არტოქსანის ამპულა,ტკივილმა გადმოინაცვლა მარჯვენა მკერდის ქვევით, მაქვს წამოვლითი ტკივილები ხშირი,თუ მომცემთ სწორ მიმართულებას , მოვიდოდი თქვენს კლინიკაში რომელიც გლდანთან ახლოსაა
გამარჯობა. სანამ მოხვალთ ჩვენთან კონსულტაციაზე, სასურველია რომ ჩაიტაროთ ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ (გვაინტერესებს კისრის და გულმკერდის ნაწილი) და ჩააბაროთ უზმოზე სისხლის საერთო ანალიზი და ც-რეაქტიული ცილა. ტომოგრაფიის და ანალიზების შესახებ დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს ან მიმართეთ ნების მიერ სხვა კლინიკას.

 

მოგესალმებით ყურში მაქვს ხმაური წავედი ყურის ექიმთან ყურში არაფერია წავედი ნერვოლოგთან თავზე არ გადამიღო და ისე დამინიშნა ციტოლესი ხმაური ისევ მაქვს მესმაე კვირაა რაც ვსვავ რავქნა სხვა მირჩიეთ
გამარჯობა. სანამ მოხვალთ ჩემთან კონსულტაციაზე, სასურველია რომ ჩაიტაროთ თავის ტვინის მრტ და ჩააბაროთ უზმოზე სისხლის საერთო ანალიზი და ც-რეაქტიული ცილა. ტომოგრაფიის შესახებ დაუკავშირდით ჩვენს მენეჯერს, და როდესაც მზად იქნება მისი და სისხლის ანალიზების პასუხები, დამირეკეთ კონსულტაციის თაობაზე.

 

გამარჯობა.. ექიმმა თიაქარი და ჩავარდნილი 4 მალა დამისვა დიაგნოზად. ეს მალები გულმკერდის მალებია.. საქართველოში არ ვარ და ვერაფერს ვერ ვახერხებ კიდევ 2 თვე რას მირჩევთ რით შემიძლია ხერხემალს რომ დავეხმარო? ტკივილები მაქვს კუდუსუნზე.
გამარჯობა. გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ბ-ჯგუფის ვიტამინები. ჩამოსვლისას დამიკავშირდით კონსულტაციის თაობაზე. =

 

გამარჯობა! უკვე თვეებია მაწუხებს საშინელი ტკივილი და დაბუჟება ღამით,ზედა კიდურების.ტკივილი იწყება დაწოლისთანავე და თან სდევს დაბუჟება. მეღვიძება ტკივილის შეგრძნებით და მაქვს დაბუჟებული ის მხარე,რომელზედაც დაწოლილი ვარ.თუ გულაღმა დავწვები და ხელებს გასწვრივ დავიწყობ,მაშინ არ მტკივა. ჩემი ასაკია 35. რომელი გამოკვლევა უნდა ჩავიტარო და რა ჯდება ეს ყოველივე? გმადლობთ
გამარჯობა. გამოკვლევა დავიწყოთ კონსულტაციით. მისი ღირებულება 60 ლარია. მის შემდეგ გვეცოდინება თუ არის დამატებითი გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა (კისრის მაკების მრტ ან რენტგენოგრაფია და ა.შ.).

 

გამარჯობა ოპერაციის მერე დაზიანებულ ნერვს თუ მკურნალობთ
გამარჯობა. არსებობს ნერვის დაზიანების რამდენიმე ხარისხი. სამკურნალო გეგმის შესადგენად დაგვჭირდება პაციენტის არსებული ელექტრონეიროგრაფიის, ნევროლოგიური სიმპტომების და ანამნეზის შესწავლა.

 

გავიკეთე ოპერაცია ოთხი წლის წინ ფიქრის და ისევ მაწუხებს რის ბრალია თუ შეიძლება მომწერეთ კიდევ ხომ არ მომიწევს ოპერაცია დიდი მადლობა წინასწარ
გამარჯობა. არ არის მითითებული შემდეგი ინფორმაცია: 1. დაავადების დაწყების მოკლე ისტორია 2. არსებული ჩივილების აღწერა 3. არსებული ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში 4. თუ იყო რაიმე ტიპის მკურნალობა ჩატარებული და როგორი იყო მისი ეფექტურობა

 

გამარჯობათ გადავიღე კომპიუტერი და დასკვა ასეთია სპონდილოართროზი ლ4დისკის პოტრუზია იქნებ ამიხსნათ თქვენთან თუ მკურნალობთ მეწვის ქუსლი და ფეხის ძირი ააქვს ასეთი ჩივილები მადლობთ წინასეარ
გამარჯობა. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ 3-4 დღიანი ინტენსიური კონსერვატიული მკურნალობა. ჩატარებული კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში შემოგთავაზებთ ქირურგიულ ჩარევას ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.

 

გამარჯობა. მაინტერესებს რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული დუნდულების დეფორმაცია, კონკრეტულად piriformis დაზიანება, ანუ არ ქონა,ჩავარდნა?გამოწვეული 13-14 წლის ასაკიდან. შესაძლებელი არის თუ არა აღდგენა? რათა დუნდულებმა დაიბრუნოს ნორმალური ფორმა?
გამარჯობა. დიაგნოსტიკის სახით უნდა ჩატარდეს: ქვედა კიდურების კუნთების ზოგადი ბიომექანიკური ტესტირება; საჯდომი და ბარძაყის ნერვების ელექტრონეიროგრაფია. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პასუხების გაცემა თქვენს შეკითხვებზე. კონსულტაციის თაობაზე დამიკავშირდით წინასწარ.

 

გამარჯობა ერთი კვირის წინ დამეწყო ტკივილები გულ-მკერდის არეში ღრმად ჩასუნთქვის დროს . ვიყავი ექიმთან და ფილტვების ანთება არ მაქ ასევე ვიყავი კარდიოლოგთან და არ არის გულის ბრალი. ჩემი აზრით, მალთაშუა ნევრალგია უნდა იყოს დავიწყე დიკლოფეროლის მიღება და შემიმსუბუქდა ტკივილი , მაინტერესებს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია თუ ასეც შეიძლება მკურნალობა? ცოტა მტკივა მხოლოდ ღრმად ჩასუნთქვის დროს გულის არეში. ვარჯიშის დაწყება მინდა და ხოშევძლებ ტკივილის გავლის შემთვევაში? მადლობა წინასწარ
გამარჯობა. გააგრძელეთ დაწყებული მკურნალობა. არაეფექტურობის შემთხვევაში 1 კვირის შემდეგ დამიკავშირდით კონსულტაციის თაობაზე.

 

დაზღვევა თუ არის თქვენთან?და კითხვა მაქვს ხერხემლის თიაქარზე თუ მიშველით?მეოთხე და მეხუთე მალთაშუა თიაქრები მაქვს ხუთ მილიმეტრიანებია ორივე
გამარჯობა. დაზღვევის ფარგლებში ტარდება ქირურგიული ჩარევები. კონსერვატიულ მკურნალობას (მანუალური თერაპია, რეფლექსოთერაპია და ა.შ.) სადაზღვეო კომპანიები არ აფინანსებენ. ჩვენგან გაცემული ფორმა 100-ის საფუძველზე უფრო ზუსტი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს სადაზღვეო კომპანიაში. კლინიკური საკითხების თაობაზე შეგიძლიათ დამირეკოთ.

 

რა შედის ბლოკადაში
გამარჯობა. ეს დამოკიდებულია პრეპარატების შეყვანის ლოკალიზაციაზე და პათოლოგიურ მდგომარეობაზე. ეპიდურალურად, პარავერტებრალურ ქსოვილებში და სასახსრე ჩანთებში შეიყვანება ჰორმონალური პრეპარატები. ტრიგერულ წერტილებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

 

მაქვს კისრის ტკივილი, თითქოს ღრჭიალის ხმას გამოსცემს, ასევე თავბრუს ხვევა და დროდადრო თითქოს მიბუჟდება, ასევე მიბუჟდება ხელები და ფეხები.რას მირჩევთ.
გამარჯობა. ორივე ზედა კიდურების დაბუჟება, თავბრუსხვევა და ყურებში შუილი ხშირად გამოწვეულია კისრის არასწორი ტანდეგობით. თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც. ამის გასარკვევად დაგვიკავშირდით კონსულტაციის თაობაზე.

 

გამარჯობათ გთხოვთ გამცეთ პასუხი . მაქვს ყურებში წუილის ხმა და მეხსიერების წამიერი დაკარგვა ,ვერ ვიხსენებ სიტყვებს და მეტყველების მცირეოდენი დაქვეითება . არ ვარ ხნიერი , ვარ თინეიჯერი შეგიძლიათ მითხრათ რის ბრალი შეიძლება იყოს? გთხოვთ.
გამარჯობა. ამ ტიპის ჩივილების ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის არტერიების სინდრომი. ვრცლად ამის დასადგენად მოგვმართეთ კონსულტაციის თაობაზე.

 

მოგესალმებით, მამაკაცს 30 წლის ასაკში აწუხებს სკოლიოზი, levator scapulae პრობლემა აქვს როგორც უთხრეს, დისკომფორტს განიცდის (მარჯვენა მხარი დაწეულივით აქვს ცოტათი) უშველით რამეს ?? და პირველადი ვიზიტის-კონსულტაციის ფასი შეგიძლიათ რომ გვითხრათ ? მადლობა წინასწარ. და კიდევ ერთ ახლობელ ქალბატონს 60 წლის ასაკის არის, ადრე გადაუბრუნდა ფეხი კოჭთან ჩაუსვეს გიფსში, გავიდა დრო და ეს წლები სულ აწუხებს და სტკივა ხოლმე ფეხი კოჭთან, მაგაზე რას გვეტყვით ?!
გამარჯობა. 1. სკოლიოზის განკურნება ბოლომდე ზოგადად შეუძლებელია. მაგრამ შესაძლებელია მასათან დაკავშირებული სიმპტომების (კუნთების ჰიპო- ან ჰიპერტონუსი) და დისკომფორტის მოხსნა, რაშიც დაგეხმარებით. 2. შემაერთებელი ქსოვილების პოსტტრამვული რეაბილიტაცია ხშირად არის დროში გაწელილი და შეიცავს ბევრ კომპონენტს (ფიზიოთერაპია, მასაჟი, ვარჯიშები და ა.შ.) 3. კონსულტაციის ღირებულება - 60 ლარი.

 

გამარჯობა მე მაწუხებს კისრის ტკივილი..მარჯვინ თავის მობრუნებაც მიჭირს.თითქოს კისრის შუაში არა, უფრო მარჯვნივ კეფა რომ იწყება ხელით გასინჯვისას სიმაგრეს ვგრძნობ. თავის ტრილაისას ღრჭიალის ხმა მესმის..შეიძლება ეს სიმაგრე მარილები ოყოს? ამ ამ შემთხვევაში ვის მივმართო .რომელ ექიმს?
გამარჯობა. ამ ტიპის ჩივილების ყველაზე ხშირი მიზეზია მიოფასციური სინდრომი, რომელიც გამოიხატება გარკვეული კუნთების ჯგუფის დაძაბულობით, მოძრაობის შეზღუდვით და ტკივილით. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ორშაბათიდან. დამირეკეთ კონსულტაციის თაობაზე (კონსულტაციის ღირებულება 60 ლარი).

 

მ დასკვნაში რა წერია წელი მტკივა და გადავიღე მ.რ.ტ პასუსი მაინტერესებს შესაძლოა მი მიზეზებმა გამოიწვიოს წელის ტკივილი?
გამარჯობა. დიახ, მრტ-ზე ასახული ამ ტიპის ცვლილებები ხშირად იწვევენ დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნებებს წელის არეში. ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ორშაბათიდან და შეგიძლიათ დამირეკოთ კონსულტაციის თაობაზე (კონსულტაციის ღირებულება 60 ლარი).

 

Gamarjobat diagnozi aseti maqvs: kisris diskebis dorsomedialuri proteuzia amastan dakashirebit ra kvlevebi ketdeba xom ver metyvit? Minda gkitxot ikurnebaa?? Medikamenturad?
გამარჯობა. ეს აღწერა ტომოგრაფიის დასკვნას ჩამოგავს. დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციის თაობაზე (კონსულტაციის ღირებულება 60 ლარი). მედიკამენტოზური თერაპია ინიშნება პირველ ეტაპზე მწვავე ტკივილის სინდრომის დროს. ამის შემდეგ ჩვენ ვატარებთ მანუალურ თერაპიას, მიოსტიმულაციას და რეფლექსოთერაპიას.

 

გამარჯობათ,მერტეკვლევით გამოვლინდა ეს დაავადებები,L 4 დისკის სეკვესტირებული თიაქარი,სპინალური სტენოზი,გამოკვლეული მალების ოსტეოქონდროზი და სპონდიდოზი,Th6.Th 11.Th 12.L 4 მალის ჰემანგიომა.ანთებითი ინფილტრაციული დეგენერაციული modic 1ცვლილებები,L4 ,L5 ჩამკეტ ფირფიტებში. მაინტერესებს როგორი სახის მკურნალობას საჭირო,და არის თუარა ქირურგიულიჩარევა აუცილებელი.ყველსზე მეტად მაინტერესებს ჰემანგიომაი განმარტება L4 მალის რამდენად საყურადღებოა
გამარჯობა. ასეთ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდი შეირჩევა პაციენტის კლინიკური სიმპტომებიდან გამომდინარე. ასევე უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის ანამნეზი. დამიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციის თაობაზე (კონსულტაციის ღირებულება 60 ლარი), რომ შევძლო სრულად გიპასუხოთ დასმულ კითხვებზე და შემოგთავაზოთ ოპტიმალური სამკურნალო გეგმა.

 

მოგესალმებით, ჩემს შვილს 2თვის წინ დაუდგინეს სახის ბელი. ჩაუტარდა მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ არანაირი ცვლილება სახეზე არ შეემჩნევა. მაინტეტესებს, რსტომღაც ნევროლოგმა საჭიროდ არ ჩათვალა ფიზიოთერაპიის ჩართვა და მითხრა, რომ მინიმუმ 4 თვე სჭირდება შედეგსო. ხომ არ მირჩევდით ფიზიო თერაპიას ან სხვა რამეს
გამარჯობა. სახის ნერვის ნეიროპათიის (ბელის დამბლის დროს) მედიკამენტოზურ თერაპიას თან ახლავს ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაციის სახით), რეფლექსოთერაპია („ჩინური ნემსები“) და მიმიკური კუნთების მასაჟი. ამ კურსის ხანგძლივობა - 15 დღე. შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ პროცედურების განმეორება ყოველ მესამე თვეს.

 

Gamarjobat gonartrozis shemtxvevashi ramdenad efeqturia fizio terapia?
გამარჯობა. გონართროზის (1-3 ხარისხის ჩათვლით) დროს ჩვენ ვუტარებთ პაციენტებს კონსერვატიულ მკურნალობას, მათ შორის ფიზიოპროცედურებს. ზოგადად ნებისმიერი მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია დაავადების მომდინარეობის პროცესზე.

 

გამარჯობა, მაქვს სეკვესტრირებული თიაქარი L5 მალაზე 7.7 მმ.. ტკივილი და ჩხვლეტის შეგრძნება მქონდა მარცხენა ქვედა კიდურზე, ჩავიტარე ფიზიოთერაპიის 2 სეანსი, დროთა განმავლობაში ტკივილის 90% გამიქრა, ჩხვლეტის შეგრძნებაც შესაბამისად.. მაინტერესებს, ოპერაციის გარეშე რომ გავაგრძელო ცხოვრება, რა თქმა, უნდა ფიზიკური დატვირთვის გარეშე, რა შესაძლო გართულება შეიძლება მოჰყვეს? კუჭი და სხვა ორგანოები ნორმალურად ფუნქციონირებს..
გამარჯობა. დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს სხვა დამატებითი ღონისძიებები არ არის საჭირო. ქვედა კიდურის კუნთების ფუნქციური სისუსტის დროს შეგვძლია დამატებით ჩაგიტაროთ კინეზიოთერაპია.

 

გამარჯობათ მაქვს კუდუსუნის არეში ტკივილი დაჯდომისას და წამოდგომისას ვის უნდა მივმართო ამ დროს და როგორ მოვიქცე რიდგან იყოს შეიძლება გამოწვეული არანაირი ტრანვა არ მაქ მიღებული და არც დანაცემი ვარ კუდუსუნით უბრალოდ მტკივა დაჯდომის დროს და წამოდგომისას
გამარჯობა. პირველ რიგში გაირეთ ნევროლოგიური კონსულტაცია. მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ ამ კონსულტაციაზე ჩაწერაში.

 

გამარჯობათ ოსტრეოქონდროზი გავრცელებული სკლეროზითო თუ რაღაც მაგდაგვარი დიაგნოზი დამისვეს წლების წინ ექიმებმა მასმერე არმიმიხედია თავზე ვერ წავედი სადაც გამწერეს იქ მთელ ზურგზე ქვიშასავით მიყრია ზოგი წვრილი ზოგი მსხვილი მარილები ხელს რომ დავადებ აქეთ-იქით დახტუნაობენ თუ მოძრაობაში ვარ თუარადა თითქოს ერთმანეთს ეკვრებიან და კისერი საშინლად მტკივა კისრის საწყისი ხერხემალზე და მთლიანად ხერხემალი ასევე მკლავებზე მარჯვენა მკლავს ღამით მარცხენა ხელით გადავაადგილებ რადგან გამოძრავებისას საშინლად მტკივა ძვალდაძვალ შუა შარიკებივით რაღაცა მიყრია რაუნდა ვქნა ხომ ვერ მირჩევთ და თუ კეთდება საერთოდ ამის ოპერაცია მაგი მაინტერესებს
გამარჯობა. პირველ რიგში გაირეთ ნევროლოგიური კონსულტაცია. მოგვწერეთ საკონტაქტო ნომერი და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ ამ კონსულტაციაზე ჩაწერაში.

 

გამარჯობა მაინტერესებს მრტ კვლევა ინვაზიურია? წელიწადი და სამი თვის შუალედით მომიწია გადაღება და არის იმის ალბათობა რომ გამოიწვიოს სიმსივნე? მადლობა
გამარჯობა. მრტ-ს დროს არ ხდება სხეულის სხივური დატვირთვა, ამიტომ ის უსაფრთხოა ორგანიზმისთვის.

 

გამარჯობათ თუ შეიძლება მითხარით 21 წლის ბიჭს კტ კვლევით გოუვლინდა შემდეგი ,,გაკირულია ეპიფიზი და გვერდითი პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულები. გვერდითი პარკუჭების ოდნავი ასიმეტრია,, გთხოვთ განმიმარტოთ ეს ჩვენება არის თუ არა ყურადსაღები და საჭიროებს თუ არა მკურნალობას. პატივიცემით, ლანა
გამარჯობა. ტომოგრაფიის მონაცემები განიხილება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსთან ერთად. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლება დაიგეგმოს ნების მიერი მკურნალობა. დამიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციის თაობაზე (კონსულტაციის ღირებულება 60 ლარი).

 

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.