მენიუ

2019 წელს დასმული კითხვები

გამარჯობათ 3 თვის ბავშვზე მინდა თავზე მაგნიტო რეზონანსულის კვლევა .რას მირჩევთ რამდენად დასაშვებია ამ ასაკში? მადლობა
გამარჯობა. მრტ კვლევის შესახებ (მისი ღირებულება, ჩაწერა, პაციენტის მომზადება და ა.შ.) დაუკავშირდით მენეჯერსა.

 

გამარჯობა, დავიწყებ იქედან რომ წელიწადნახევრის წინ დამეწყო გულის ჩხვლეტები და აჩქარება, შიშები ამის გამო ჩავიტარე გულზე გამოკვლევა კერძოდ კარდიოგრამა და ეხოსკოპია, არანაირო დარღვევა არ აღმოჩნდა ამის მერე ისიც კი დამავიწყდა გული სად მქონდა აღარც შევუწუხებივარ, ახლა კი ისევ ავიკვიატე რომ ისევ რაღაც მჭირს, უცებ რომ მიჩქარდება გული მერე შიშები ამიტანს და ცუდად ვხდები უარესად მიჩქარდება შიშით, სულ ცუდზე ვფიქრობ, მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და თუ შეიძლება ახლა დამმართნოდა რამე რიცა გამოვიკვლიე წელიწადნახევრის წინ, ასევე მაინტერესებს გულის აჩქარება რამდენად საშიშია და რა შეიძლება გამოიწვიოს, მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. მზგავს ჩივილებს ყველაზე ხშირად იწვევს სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია. ის ვითარდება ემოციური გადატვირთვის ან დაძაბულობის გამო (უფრო ხშირია პაციენტებში ასაკით 30-თ წლამდე). ექვემდებარება მკურნალობას.

 

მაგნიტურ-რეზონანსული სრული კვლევის ფასი მაინტერესებს
გამარჯობა. მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის ფასები იხილეთ აქ.

 

გამარჯობა. მე-3 დღეა მარცხენა მხარეს ნეკნის შიგნით მტკივა, ვგრძნობ დისკომფორტს, რისი ბრალი შეიძლება რომ იყოს? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. ნეკნებში ტკივილის შესაძლო მიზეზები: კოსტოქონდრიტი, პლევრიტი, ოსტეოპოროზი, სისტემური წითელი მგლურა, ფილტვის კიბო, ფილტვში კიბოს მეტასტაზები, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, მოტეხილობა.

 

მოგესალმებით. 2015 წ. ჩავიტერეთ მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია. th8 მალაში მცირე ზომის ჰემანგიომა გამოჩნდა. რას ნიშნავს და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს? მადლობა.
გამარჯობა. ჰემანგიომა წარმოადგენს კეთილთვისებიან თანდაყოლილ სისხლძარღვოვან ქსელს. როგორც წესი, მალის სხეულში მის მცირე ზომის არსებობას არანაირი გართულება არ მოყვება.

 

გამარჯობა, 3 წლის წინ ფეხი ამისრიალდა და ზუსტად მკერდის ქვემოთ ჩამოვარტყი ნეკნი, თავიდან ტკივილს არ მივაქციე ყურადღება და რომარ გამიარა ექოსკოპიაზე მივედი, მითხრეს რომ დაბეჟილობა მქონდა უბრალოდ, მაგრამ დღემდე მტკივა და მაინტერესებს თუკი რაიმე განვითრდა (ვგულისხმობ სიმსივნეს ან რაიმე მსგავსს) ისევ რომ გადავიღო ექოსკოპია თუკი რამეა გამოჩდება? ან თქვენი ვარაუდით რა შეიძლება მჭირდეს და რა სახის გამოკვლევების ჩტარებას მირჩევდით? ვარ 45 წლის.
გამარჯობა. გულმკერდის ტრავმული დაზიანების (ძვლოვანი არ რბილი ქსოვილების ასახვის მიზნით) დიაგნოსტიკა შეიძლება შეიცავდეს: გულმკერდის რენტგენოგრაფიას, გულმკერდის კომპიუტერულ ტომგრაფიას, გულმკერდის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას.

 

მოგესალმებით დაახლოებით 10 დღეა მაწუხებს კისრის საშინელი ტკივილი რომელიც ღამით მაწუხებს განსაკუთრებით, რამდენიმე დღეა ტკივილი გადმოვიდა ხელშიც, რომელიც მიბუჟდება. ეხლა ვნახე თქვენი კლინიკის შესახებ. წავიკითხე რომ შაბათსაც მუშაობთ. მაინტერესებს მივიღებ თუ არა ექიმის კონსულტაციას შაბათს და თუ გადაიღებენ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიას. და კიდევ მაინტერესებს დაზღვევის შესახებ მე მაქვს ირაოს კერძო დაზღვევა და თუ გამოვიყენებ თქვენს კლინიკაში.
გამარჯობა. ხერხემლის კისრის ნაწილის მრტ-ს შესახებ დაუკავშირდით მენეჯერს. შემდეგ, რომ გექნებათ მიღებული ამ კვლევის შედეგები, შეგიძლიათ მე პირადად დამირეკოთ კონსულტაციის თაობაზე.

 

ჩემი შვილიშვილი 22წლისაა.ტკივა მუხლი მოძრაობის დროს.გადავუღეთ რენგენი.პასუხში წერია ასე:„ფასადურ რ-გრანზე მუხლის სახსარი ,სახსარში შემავალი ძვლები პათოლოგიური ცვლილების გარეშე. კვირისთავი რამდენადმე დისოცირებულია კაუდალურად. გვერდით პროექციაში კვირისთავ -ბარძაყის შესახსრებაში სასახრე ნაპრალი თანაბარია.დიდი წვივის ძვლის მედიალურ როკთან(ოთხთავა კუნთის მიმაგრების პროექციაზე)მცირედი ქონდროპათიული ცვლილებები. საშიშია თუ არა ეს დიაგნოზი.
გამარჯობა. რენტგენოგრაფიის კვლევის აღწერა ჯერ არ არის დიაგნოზი. დიაგნოზის დასმა შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს პაციენტს გასინჯვის შემდეგ.

 

გამარჯობათ, მაინტერესებს მუხლის მაგნიტო რეზონანსული კვლევის დროს მხოლოდ ერთ ფეხზე აკეთებთ კვლევას თუ ორივეზე?
გამარჯობა. მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია ტარდები მკურნალი ექიმის დანიშნულებით, სადაც ის მიუთითებს გამოკვლევის რეგიონს, მხარეს, ტომოგრაფიის რეჟიმს და ა.შ.

 

ყბის ართრიტის დროს რა მედიკამენთით შეიძლება მკურნალობა?
გამარჯობა. ართრიტი ნიშნავს ინფექციური ან აუტოიმუნური წარმოშობის სახსრის ანთებას. ეს დგინდება ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და რადიოლოგიური კვლევებით. მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ ინიშნება სატანადო მკურნალობა.

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.