მენიუ

2019 წელს დასმული კითხვები

გამარჯობა. ჩემს ახლობელს მიღებული აქვს თავის ტვინის მძიმე შერყევა. რის შედეგაც წარმოიქმნა ჰემატომა. 1 კვირაში ეს ჰემატომა გაიწოვა. მაგრამ პაციენტს აქვს არაადეკვატური ქცევები და არეული ლაპარაკი. ძალიან ვნერვიულობთ. მაინტერესებს რამდენი ხანი შეიძლება რომ ეს მდგომარეობა ჰქონდეს.
გამარჯობა. ნევროლოგიური სიმპტომების (სენსორული აფაზია და ა.შ.) სიმძიმე და მისი ხანგრძლივობა (განისაზღვრება თვეებით და წლებით) თავის ტვინის დაჟეჟილობის დროს ძირითადად დამოკიდებულია მისი დაზიანების კერების ზომებზე და ლოკალიზაციაზე.

 

მოგესალმებით მაინტერესებს რა დამიჯდება თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის გაკეთება? გთხოვთ მომწეროთ
გამარჯობა. თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის ღირებულება მიმოხილვითი რეჟიმში - 345 ლარი. ნებისმიერი მომსახურეობის ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

გამარჯობათ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ შეკითხვა მაქვს, ერთი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია ხერხემლის მალა დამიზიანდა და ფიქსატორი ჩამიდგეს იტალიაში შემემთხვა და კორსეტს ვატარრებდი რამოდენიმე თვე შემდეგ მოვიხსენი მაგრამ ეხლა ხანდახან ტკივილები მაქვს ხოლმე და რა გავაკეთო იქნებ მირჩიოთ ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ. მადლობა წინასწარ
გამარჯობა. ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეაბილიტაციის სახით ტარდება სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია და ვარჯიშები ექიმი რეაბილიტოლოგის დანიშნულებით.

 

გამარჯობა. 7 კვირის წინ გავიკეთე საკეისრო, ბავშვი დაიბადა ფაციალისის დიაგნოზით. ძილის დროს ორივე თვალს ხუჭავს, ტუჩებს ამოძრავებს კარგად, ენა სიმეტრიულია როგორც მითხრეს. CT და ნეიროსონოსკოპია გაკეთდა, არაფერი აჩვენა. ტირილის დროს ემჩნევა სახის ასიმეტრია. ვერ წოვს ამის გამო ვართ საავადმყოფოში. აქამდე იყო ზონდზე. 1 კვირაა დაიწყო მეტნაკლებად წოვა. ძირითადად ვასხამთ ბოთლიდან და ის ყლაპავს. მინიმალურ მოწოვას აკეთებს. გთხოვთ გვითხრათ თქვენი პაციენტი არის თუ არა, რადგანაც საავადმყოფოდან ვერ გამოგვყავს ჯერ რომ მოვიყვანოთ და გაგასინჯოთ. როგორც ინტერნეტში წავიკითხე ტრავმული პარეზი ექვემდებარება აღდგენას. მისი მცირე ასაკიდან გამომდინარე რას გვირჩევთ? ნევროლოგების გასინჯვით ჯანმრთელი ბავშვია... ნახა გენეტიკოსმაც საეჭვო არაფერი მადლობა წინასწარ
გამარჯობა. თუ ეს ტრავმული ნერვის დაზიანება მისი მთლიანობის დარღვევის გარეშეა (ნეიროპრაქსია), მისი ფიზიოლოგიური აღდგენა უნდა მოხდეს 3 თვის განმავლობაში. ჩვენ პარალელულად დამატებითი მკურნალობის სახით ასეთ შემთხევაში პაციენტებს ვუტარებთ რეფლექსოთერაპიას და ნეიროსტიმულაციას.

 

მოგესალმებით. თუა შესაძლო, თქვენი მეთოდით განვიკურნო ხერხემლის თიაქრის და დისკოზის პრობლემა? ამჟამად მაწუხებს უსაშველო ტკივილები და ფეხს მიშეშებს. ვსინჯე ოზონოთერაპია და მანუალ თერაპევტის მასაჟიც. ნემსებით თუ მექნება შედეგი?
გამარჯობა. კონსერვატიული მეთოდებით მკურნალობა (რეფლექსოთერაპია, ბლოკადები, მანუალური თერაპია, მედიკამენტები და ა.შ.) შესაძლებელია თუ მისი ეფექტურობა ვლინდება 3 დღის განმალობაში. ამ დროს პაციენტმა უნდა შეიგრძნოს ტკივილის და სხვა სახის ჩივილების სტაბილური შემცირება. კონსერვატიული მეთოდებით მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია მკურნალობის გაგრძელება ნეიროქირურგიულ სტაციონარში.

 

გამარჯობა. ზოგჯერ საგნები მეჩვენება ან თუნდაც კედელი დახრილი ან უსწორო . ხშირად თვავბრუსხვევები მაქ და დაბალი წნევები. თან მავიწყდება რაგაცეებიც ან რთულად ვიხსენებ. ვარ 26 წლის არვარ გათხოვილი და არც ორსულად ვარ . რა დავადება შეიძლება იყოს?
გამარჯობა. რადგან ტრავმატული ფაქტორი და ორსულობა გამორიცხულია, ამ ტიპის ზოგადი ასტენიის ჩივილებით მიმართეთ ოჯახის ექიმს და ნევროლოგს კონსულტაციისთვის.

 

გამარჯობა, ზურგის და კისრის ტკივილები მქონდა გადავიღე MRT, მითხრეს სქოლიოზი მსუბუქი ხარისხის, 5მმ ჰემანგიომა მაქვს 1-2 მალებზე და კისრის და წელის სტენოზი, წამლებს ვსვამდი კისერი დამიფიქსირეს მოკლედ არაფერმა არ მიშველა აუზზეც დავდიოდი, ვვარჯიშობდი და მაინც ძალიან მტკივა, დაძინებაც მიჭირს და რომ ვწვები ფეხები მტკივდება ძალიან, კიბეზე ასვლა და ა.შ. რა შეიძლება გავაკეთო იქნებ მირჩიოთ 😞 25 წლის ვარ
გამარჯობა. ყველაზე ხშირად ამ ტიპის ჩივილებს ხელს უწყობს კუნთების ტონუსის ასიმეტრია. პაციენტის გასინჯვის დროს (თუ ტრავმატული ფაქტორი და სხვა დაავადებები გამორიცხულია) ნევროლოგიური სტატუსის გარდა უნდა იყოს შესწავლილი ხერხემლის ყველა ნაწილების ბიომექანიკა, სიარულის პატერნი და ა.შ.

 

გამარჯობათ, ჩემს მეუღლეს ფეხზე კანქვეშ კვანძი გაუჩნდა, ზომაში არ იმატებს მაგრამ საშუალო ზომისაა და ბურთივით არის, მაინტერესებს რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
გამარჯობა. მიმართეთ ექიმ ქირურგს.

 

მოგესალმებით, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის კვლევის შედეგად ვლინდება შემდეგი დიაგნოზი; ლუმბალური სპონდილოზი, ლიგამენტოზი. L2 ჰემანგიომა (?). L3/L4, L4/L5 მალთაშუა დისკების ცირკულარული პროტრუზიები.L5/S1 მალთაშუა დისკის მარცხენამხრივი მედიოლატერალურ-ფორამინალური პროლაფსი. შერეული, კომბინირებული სპინალური სტენოზი. ამ დიაგნოზიდან გამომდინარე საჭიროა თუ არა ოპერაციული ჩარევა. გმადლობთ!!!
გამარჯობა. ქირურგიული ჩარევა იგეგმება პაციენტის არსებული ჩივილების, ნევროლოგიურის სიმპტომების, დაავადების მიმდინარეობის და ტომოგრაფიის მონაცემების ჯამურ საფუძველზე.

 

მარჯვენა მხარეს ხელი, უფრო ძირითადად ფეხი მეყინება და მგრძნობელობა მიქვეითდება. სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს სიმპტომები?
გამარჯობა. გრძნობელობის ნახევარმხრივი ტიპის დარღვევა (ჰემიჰიპესტეზია) შესაძლოა იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშანი. მიმართეთ ექიმ ნევროლოგ კონსულტაციისათვის.

 

Gamarjobat, var 45wlis qalbatoni mawuxebs tavis tkivilebi xshirad gansakutrebit Kepis midamoshi, mxedvelobac damiqveitda 0.75%it viyavi optalmologtan da tvalis fskeris gamokvlevis shemdgom mitxra gadamego tavis tvinis tomografia radgan maqvs sisxldzargvebis sheviwroveba Tavis tvinis, dzalian gtxovt iqneb mipasuxot daaxloebit Ra sheidzleba es iyos.
გამარჯობა. ყველაზე ხშირად თავის (კეფის და კისრის უკანა არეში) ტკივილის მიზეზია მიოფასციური სინდრომი, რაც ისახება კუნთების მყესების პალპაციის დროს ტკივილის შეგრძნებით. ამას შედეგად მოყვება კისრის ტანადობის ცვლილებები. რომელიც გავლენას ახდენს ხერხემლის არტერიებზე (ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა).

 

გამარჯობათ, მაინტერესებს როდესაც კისრის ლორდოზი გასწორებულია შეიძლება გამოიწვიოს თავის კუნთების დაჭიმულობა(თითქოს კეფასთან რაგაც გექაჩებოდეს, საფეთქლებთანაც) ასევე თავბრუსხვევა, ზოგჯერ მხედველობსზეც მოქმედებს, პაციენტს გამოკვლევები ჩატარებული აქ და არსად სრაფერი აღენიშნება, მათ შორის თავის ტვინის კომპიოტეული ტომოგრაფია. და მკურნალობა მედიკამენტებით ხდება თუ მასაჯებით, პაციენტს თუ მოეხსნება ეს სიმფტომები მასაჯების შემდგომ? როდესაც გამოკვლევები ჩამიტარდა და ყველაფერი გამოირიცხა, ნევროზი იყო დიაგნოზი ამ სიმპტომების, მაგრამ მკურნალობის შემდეგ მაინც მიბრუნდებოდა სიმპტომები სანამ არ გადავიგე რედგენი კისრის მალების გვერდულად და სწორ პორფაში, სადაც დამიდგინდა გასწორებული ლორდოზი, იმდენად შემაწუხებელია ეს სიმპტომები რომ მუშაობაშიც ხელი მეშლება, თითქმის ყოველდგე მაქვს.
გამარჯობა. კისრის ლორდოზის გასწორება არის მასთან მიმაგრებული კუნთების ტონუს დამახასიათებელი მოვლენა. მას შესაძლოა მოყვეს დისკომფორტის ან ტკივილის შეგრძნება, ხერხემლის არტერიის სისხლის მიმოქცევის შეზღუდვის სიმპტომები (ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა). დიაგნოსტიკის სახით, ნევროლოგიური სტატუსის გარდა, ჩვენ ვამოწმებთ პაციენტის ბიომექანიკას (კუნთების ტონუსის ასიმეტრია, ტრიგერული წერტილების არსებობა, სიარულის პატერნი და ა.შ.). ამის შემდეგ ვხსნით აღმოჩენილ დარღვევებს (მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, ბლოკადები და ა.შ.) და შემდეგ პაციენტს ვასწავლით მისთვის საჭირო ვარჯიშებს.

 

გამარჯობა ! 78წლის ქალბატონი(2ტიპის შაქრიანი დიაბეტი) უჩიოდა თავის ტკივილებს, ძლიერ თავბრუსხვევას, უჭირს მოძრაობა მაგრამ კიდურები ემორჩილება დაუდგინდა -ვეტერობრობაზილარული არტერიის სინდრომი G45.0: ჩაუტარდა 5დღიანი მკურნალობა, მაინტერესებს მოძრაობა თუ აღდგება და რამდენი ხანი სჭირდბა რეაბილიტაციას? (ტომოგრაფია გადაღებულია და სხვა გართულება არ არსებობს). რეაბილიტაცია ხანგძლივი პროცესია ამ შემთხვევაში? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. კისრის მალების ცვლილებები, რომელიც ხშირად ვლინდება ხერხემლის ამ ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერული ან რენტგენოგრაფიული გამოკვლევის დროს, გავლენას ახდენს ხერხემლის არტერიებზე. ასევე სისხლის მიმოქცევა იზღუდება არტერიების სანათურის ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო. ამას ყველაფერს მოყვება ყურებში შუილი, თავბრუსხვევები, ნახევარი სახის და ენის დაბუჟების შეგრძნება, თვალების უკან ტკივილი და მხედველობის ველში შავი წერტილების აღქმა და ა.შ.). მკურნალობის, რეაბილიტაციის და შემდეგ პროფილაქტიკის დროს ზუსტად ამ ორ ფაქტორზე უნდა იყოს მიმართული მკურნალი ექიმის ყურადღება, რადგან არსებობს ამ ტიპის შეტევის გამეორების რისკი უფრო რთულ ფორმაში. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არსებული ცვლილებების ხარისხზე და პროფილაქტიკა უნდა ტარდებოდეს სისტემატურად სიცოცხლის ბოლომდე.

 

გამარჯობა, ვარ 11კვირის ორსული და მაწუხებს ხშირი და ძლიერი თავის ტკივილები, საერთოდ თავის ტკივილები ბავშვობიდან მაწუხებს მაგრამ ეს ორი კვირაა მომიხშირა. მაწუხებს შემდეგნაირი ტკივილები: იწყება დღის მეორე ნახევარში და თანდათან ძლიერდება, ხან მტკივა მარჯვენა საფეთქლის არე, რომლის დროსაც მიჭირს წამოდგომა, ტკივილი მფეთქავია, მსიამოვნებს დაწოლა იმ მხარეს საეთაც მტკივა, მეორე ტიპის ტკივილია თავის ზემოთ ნაწილში, რომელიც გადეცემა თავის უკანა მხარეს ასევე კისერს, ასეთი ტკივილის დროსაც მიჭირს წამოდგომა ამ დროს თითქოს თავში ძლიერად მაწვება ტკივილი და რამოდენიმე წამში ცოტათი გაივლის, ტკივილი თითქოს მოჭერითია, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ შეძლებისდაგვარად რისი ბრალი შეიძლება იყოს ან თუ შეიძლება რამე სერიოზული მიზეზი მქონდეს თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გთხოვთ მიპასუხოთ.
გამარჯობა. თუ არ აღმოჩდა ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში ნევროლოგთან გასინჯვის დროს, ყველაზე ხშირად ცალმხრივი თავის ტკივილის (საფეთქლის და თხემის არეში) მიზეზი შეიძლება იყოს მიოფასციური სინდრომი (კისრის უკანა და საღეჭი კუნთები). ეს გამოიხატება კუნთების (მყესების) პალპაციის დროს ტკივილის შეგრძნებით და გადაცემითი თავის ტკივილით. ჩივილების მიზეზის დასადგენად მიმართეთ ექიმ ნევროლოგს.

 

გამარჯობა მაქვს ასეთი შეკითხვა მტკივა დაჯდომისას კუდუსუნის ძვლის მალთაშუა ძვალი არათანაბრად გაქვს დადაბლებულიო მითხრა ექიმმა დამინიშნა ამიტროპტილინი და ნალგეზინი არაფერი არ მიშველა კიდე მტკივა როგორ ვიმკურნალო მადლობთ.
გამარჯობა. თუ არსებოს ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში (რეფლექსების, გრძნობელობის მხრიდან)? პასუხის გასაცემად ასევე საჭიროა თქვენი ჩატარებული სხივური დიაგნოსტიკის მონაცემების და ხერხემლის ბიომექანიკის შესწავლა.

 

გამარჯობა. ჩემს მეუღლეს, რომელიც არის 25 წლის, უწევს სულ მჯდომარე პოზიციაში მუშაობა, 10-12 საათი დღეში. ჰქონდა მუდმივი ტკივილი, გულ-მკერდის მალებზე. დღეს კი ორი მალა წინ წამოიიწია და ამობურცული აქვს ზურგზე მალები. თან ძალიან სტკივა. ხომ ვერ მეტყვით, არის თუ არა საშიში და რას ნიშნავს ეს სიმპტომები?
გამარჯობა. ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა ზოგადად აფერხებს კუნთების ნორმალურ მუშაობას, რასაც მოყვება დისკომფორტის, წვის ან ტკივილის შეგრძნება. თუ შენარჩუნდა მა ტიპის დატვირთვა შემდგომში შესაძლოა განვითარდეს მორფოლოგიური ცვლილებები სახსრებში და იოგებში.

 

მოგესალმებით, მიწევს დიდი ხნით კომპიტერთან მუშაობა. ყურებში განმივითარდა პულსაციის შეგრძნება ანუ მესმის პულსაცია. ღამით პულსაცია შეინიშნება ზურგის არეში თითქოს გულმკერდის მიმართულებით. წნევა ნორმალურია. ღამით მიბუჟდება ხელის გულები იმის მიხედვით, თუ რომელ მხარეს გადავტრიალდები. რა შეიძლება იყოს და რა დამიჯდება თქვენთან მკურნალობა, რა პროცედურების გაკეთება არის საჭირო? ირმა
გამარჯობა. ყველაზე ხშირად მზგავს ჩივილებს იწვევს კასრის გამშლელი კუნთების სისუსტე, რასაც შემდეგ მოყვება ხერხემლის კისრის ნაწილის არასტაბილურობა. პირველ ეტაპზე ჩატარდება კონსულტაცია, სადაც იგნება შესწავლილი არსებული ნევროლოგიური სტატუსი და ხერხემლის ბიომექანიკა რის საფუძველზეც დაინიშნება შემდგომი დიაგნოსტიკური (რენტგენოგრაფია, კტ, მრტ და ა.შ.) ან სამკურნალო (მანუალური თერაპია, მედიკამენტოზური ბლოკადები, ფიზიოთერაპია და ა.შ.) გეგმა. კონსულტაციის ღირებულება - 50 ლარი.

 

gamarjobat.sajdomi nervis anteba damidgines,da blokium b 12 daminishnes kuntshi 5 nemsi dge gamoshvebit,,tumca pexi mainc macuxebs,ras mirchevdit?
გამარჯობა. პირველ რიგში გამოსაკვლევია საჯდომი ნერვის ანთების გამომწვევი მიზეზი (მსხლისებრი კუნთის ჰიპერტონუსი? წელის მალების არასტაბილურობა? მალთაშუა დისკის პროტრუზია ან თიაქარი? და ა.შ.). ამის შემდეგ დაიგეგმება ეფექტური მკურნალობა.

 

sajdomi nervis anteba tu ikurneba operaciis gareshe?
გამარჯობა. უმეტეს შემთხვევებში საჯდომი ნერვის ანთების მკურნალობა ხდება კონსერვატიული მეთოდების გამოყენებით ოპერატიული ჩარევის გარეშე.

 

გამარჯობა, თვინახევრის ბავშვი ჩამოსრიალდა ბალიშიდან და გადმოვარდა 80სმ სიმაღლის ლოგინიდან.ჩაბჟირდა თუმცა მალევე დავაწყნარე და ვაჭამე მაშინვე ძუძუ და მიიძინა.მითხარით რამე საშიში ხომ არაა ძალიან ვღელავ.
გამარჯობა. ამ შემთხვევაში რომ გამოირიცხოს ქალა-ტვინის ტრავმა და სხვა ტიპის დაზიანებები უნდა მიმართოთ პედიატრს და ბავშვთა ნევროლოგს.

 

გამარჯობა! მაქვს ერთი შეკითხვა მალებს შორის კუდუსუნთან ნერვის ჩაჭყლეტას რა შველის ოპერაცია არ უნდაო 76 წლის ქალს სჭირდება.
გამარჯობა. მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია არსებულ ნევროლოგიურ სიმპტომებზე და რადიოლოგიური გამოკვლევის მონაცემებზე. დაგვიკავშირდით ტელეფონით და მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია თქვენი პაციენტის შესახებ.

 

გამარჯობა, მაინტერესებს, რა უნდა ქნას პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტმა, რომლის ორგანიზმიც ნაკომს ვერ იღებს, მაშინვე გულისრევა ეწყება?
გამარჯობა. არსებობს იგივე დანიშნულების სხვა პრეპარატები (პკ-მერცი, პარკინი და ა.შ.) მიმართეთ პაციენტის მკურნალ ექიმ ნევროლოგს პრეპარატის შეცვლის თაობაზე.

 

რა იწვევს ბეჭის მარცხენა მხარეს, ხერხემალთან ახლოს მუდმივ დაბუჟებას განსაკუთრებით მაშინ, როცა წიგნთან ან კომპიუტერთან ვჯდები?
გამარჯობა. ყველაზე ხშირად ასეთ შეგრძნებას იწვევს კისრის მოკლე გამშლელი, ტრაპეციული და რომბოიდული კუნთების ხანგრძლივი სტატიკური დატვირთვა.

 

გამარჯობათ. კისრის არეში მაქს ტკივილები უკვე რამდენიმე კვირაა, ღამიც როცა ვწვები და კისერს ვასვენებ მეორე დღის საღამომდე არ მაწუხებს დავიღლები თუ არა მაშინვე მეწყება უსიამოვმო შეგრძნება, ასევე გადასცემს მხრებს და კისრის ან მხრების მოძრაობისას ტკააცუნობს მხრებიც და კისრიც, და ხელის დადებია დროს კისერში თითქოს ხრტილი მაქვს და ხელის დადების დროსაც ტკაცუნობს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან სახლის პირობებში რაიმე ვარჯიშით თუ შეიძლება მისი მკურნალობა. დიდი მადლობა.
გამარჯობა. ჩივილებიდან ხასიათიდან გამომდინარე პრობლემა ეხება ზოგადად კუნთების სისუსტეს. ყურადღება უნდა მიაქციოთ კუნთების ნორმალური ტონუსის აღდგენას.

 

gamarjoba. maqvs mesamesa da meotxe malas shoris damatebiti mala . var pexmdzimed 6 tvis. mainteresebs bunebrivi mshobiarobis dros ramxelaa riski imisa rom sheidzleba raime depeqti damitovvosras mirchevt bunebriv mshobiarobas tu sakeisro kvetas?
გამარჯობა. ინფორმაციის სახით გვაინტერესებს პაციენტის არსებული: ნევროლოგიური სტატუსი, ხერხემლის ბიომექანიკა, რადიოლოგიური გამოკვლევის მონაცემები. დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ.

 

gamarjoba. var ocdatormeti wlis sami celia rac damewyo mxedvelobis gaoreba ogond memarteba fizikuri datvirtvis dros an udzilobis dros magram sakmarisia xuti wamit damedzinos mxedveloba mashinve mibrundeba vkurnalobdi nevrlogtan aseve chavitare oftalmogiuri kvleva gadavige tavis tvinis MR magram dazianeba versad iqna napovni xo ver metyvit ra kvlevebi unda chavitaro an ra sheidzleba iyos marto tavis tvini kompiuteri maqvs gaketebuli MRI sxva kvlevebi ara dazianeba ver naxes ro visveneb an vidzineb mxedveloba mibrundeba es daavadeba daiwyo me vfiqrob gadaglilobaze.
გამარჯობა. რის მერე დაიწყო მხედველობის გაორება? თუ იყო ჩატარებული თავის ტვინის და კისრის არტერიების ანგიოგრაფია და დოპლეროგრაფია? თუ იყო ჩატარებული კისრის მალების ფუნქციონალური რენტგენოგრაფია?

 

გამარჯობათ, მაინტერესებს რას რას სიახლის საერთო ანალიზი? ანუ კონკრეტულად თუ ორგანიზმში არის სიმსივნე ან სხვა ცუდი დაავადება ეს თუ აისახება სისხლის ანალიზში?
გამარჯობა. არსებობს სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტები (ონკომარკერები), რომლებიც გამოიყენება ავთვისებიანი უჯრედების გამოსაკვლევად სისხლის ანალიზის მეშვეობით.

 

17 წლის გოგოს შეუწუხდა გული ანალიზები ნორმაში ქონდა და კარდიოგრამა სხვა არ აჩათვალა ექიმმა საჭიროდ.რას მირჩევთ.
გამარჯობა. რას ნიშნავს „შეუწუხდა გული“? ჩამოთვალეთ პაციენტის კონკრეტული ჩივილები.

 

გამარჯობათ, რამდენიმეჯერ თავ დაბანილი გავედი გარეთ და მას შემდეგ ამან სისტემატიური ხასიათი მიიღო და თავი ხშირად მტკივა, ყოველგვარი მიზეზის გარეშეც. რას მირჩევთ,ვარ 18 წლის მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. თავის ტკივილის მიზეზის გამოსაკვლევად გაიარეთ ოჯახის ექიმის და ნევროლოგის კონსულტაცია.

 

გამარჯობა, ვარ 24 წლის, მაქვს ლორდოზი, რომელზეც ვიმკურნალე (მხოლოდ მასაჟითა და ვარჯიშებით), მაგრამ ამას თან დაერთო საჯდომი ნერვის ნევრიტი, რომელიც მაწუხებს სიარულისას, გაუსაძლისად მტკივა, ხოლო ტკივილი გადამდის ძირითადად ფეხზე და იშვიათად წელის არეში (მარცხენა მხარეს). გავიარე მასაჟის ორი კურსი, ახლა კი ვმკურნალობ კოტოშებით, ვიკეთებ ფიზიოს ეოფილინითა და კარიპაზიმით, საჯდომ ნერვზე, მაგრამ უშედეგოდ. მკურნალმა ექიმმა მირჩია ჰორმონის შემცველი წამლის გაკეთება სახსარში. რამდენად მივაღწევ ამ მკურნალობის მეთოდით შედეგს, ან რას მირჩევთ?! ვის შეიძლება მივმართო?!
გამარჯობა. თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე უკვე არსებობს ნერვზე მექანიკური ზემოქმედების პრობლემა. დიაგნოსტიკის სახით აუცილებლად უნდა ჩატარდეს წელის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (თუ არ არსებობს ამ პროცედურაზე უკუჩვენებები). ამის შემდეგ დაგჭირდებათ ნეიროქირურგის კონსულტაცია. მეტი ინფორმაციის მისაღებად (ტომოგრაფიის, კონსულტაციის შესახებ და ა.შ.) დაგვიკავშირდით ტელეფონით.

 

მოგესალმებით, ვარ 30 წლის, მაქვს თავის ტკივილები, ყურებში თავში შუილი რომელიც არ წყდება... ნევროლოგმა მითხრა რომ მაქვს ნევროზი. დამინიშნა მაგნე ბ6, ციტომაქსი და ატარაქსი... ჩავიტარე თავის ტვინის კ. ტ კვლევა, თავის ტვინის პერივენტრიკულური თეთრი ნივთიერების სიმკვრივე, ნორმასთან შედარებით ორმხრი მკვეთრად დაქვეითებულია; ორმხრივ,, ბაზალური განგლიების დონეზე ისახება ლაკუნური დარბილების კერები. ტავის ტვინის შუამდებარე სტრუქტურათა ცდომა არ ვლინდება; პარკუჭოვანი სისტემა დეფორმაციისა და ასიმეტრიის გარეშეა. ორმხრივ გვერდითი პარკუწის სხეული, წინა და უკანა რქა გაფართოებულია სილვიის ნაპრალისა და კუნულის ცისტერნები ორმხრივ კისტოზურად დილატირებულია; ეპიზიფი და გვერდითი პარკუჭის უკან რქების სისხლძარღვივანი ქსელი კალცინირებულია; უკანა ფოსოს სტრუქტურები კარგად დიფერენცირდება, მე-4 პარკუჭი შუა ხაზზეა; სუბარაქნოიდული სივრცეები თავის თვინის კონვექსზე ორმხრივ გაფართოებულია; ძვლოვანი სისტემა და რეტრობულბალური სივრცეები პათოლოგიის გარეშეა; ორმხრივ ჰაიმორის, სფენოიდური, ეტმოიდური და ფრონტალური წიაღში პათოლოგიური შიგთავსი არ ვლინდება; ორმხრივ დვრილისებრი მორჩის პნევმატიზაცია შენახულია; დასკვნა მოღებული კტ. მონაცემებით ამჟამად თავის ტვინის ნივთიერებაში, მწვავე ინტრაცერებრული პროცესი არ ვლინდება; ორმხრივ ლაკუნური დარბილების კერები; თავის ტვინის ქერქულ-ატროფიული ცვლილებები; ლეიკოენცეფალოპათია. მაინტერესებს რაიმე საშიში ხომ არ არის? მადლობა.
გამარჯობა. არსებული კტ-მონაცემები უფრო ხშირად ვლინდება თავის ტვინის იშემიის მქონე პაციენტებში, რასაც შესაძლოა ასევე მოყვეს თავის ტკივილის შეგრძნება და ყურებში შუილი. აქედან გამომდინარე გამოსაკვლევია არსებული იშემიის მიზეზი.

 

საძილე არტერიების სისტემაში კრიტიკულ დონემდე შემცირება სისხლის ნაკადის 85 % მდე რამდენად საშიშია და რა გავაკეთოთ ვის მივმართოთ თან პაციენტი 83 წლისაა
გამარჯობა. საძილე არტერიების სანათურის 70%-ზე მეტი სტენოზირების შემთხვევაში არსებობს თავის ტვინის იშემიური ინსულტის განვითარების საშიშროება. მკურნალობის შესახებ უნდა მიმართოთ ანგიოქირურგს.

 

mogesalmebit. myavs 60 wlis deda, romelsa erti kviris win atkivda laviwis dzvali, mxari, aq shegrdzneba rom dachimuli aq mrjvenamxares kisris kuntic, shexebisas laviwis dzvali mtkivneulia, shevamchnie rom meore laviwisdzvlisgan gansxvavebit moculobahi ufro didia daamoweuli. gtxovt mipasuxot ra daavadebastan gvaq saqme
გამარჯობა. თუ პაციენტის დაავადების ისტორიაში არ იყო ზედა კიდურის ტრავმის ეპიზოდი, დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოდ ექიმ ორტოპედს.

 

გამარჯობა, ჩემი 8 წლის შვილი იტკიებს ქუსლის უკანა ზემოთა მხარეს, როდესაც ზის და ადგება რამდენიმე ნაბიჯს სხვანაირად დგამს და მერე ჩვეულებრივად დადის, ამბობს რომ თავიდან ცოტა სტკივა და მერე აღარ, ექიმთან წავიყვანეთ და გვითხრეს რომ აქვს წანაზარდი ორივე ქუსლზე, აუკრძალეს ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა( ცეკვაზე დადიოდა) და ერთი თვის შემდეგ დაუნიშნეს ცურვა, ასევე ტრავმატოლოგმა დაუნიშნა კოჭის ფიქსატორი და ქუსლის საფენები ერთი თვე, პედოატრმა მიგ400 ორი კვირა, ერთი თვის შემდეგ გვირჩიეს გადამოწმება, ტრავმატოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს არის ტრავმის შედეგი (ცეკვის გამო), მაღალი ბავშვია, უცებ წავიდა სიმაღლეში და ამანაც განაპირობა(ო). ანალიზებიც გავუკეთეთ პედიატრია რჩევით და ყველაფერი წესრიგშია. რას მირჩევთ? კიდევ ხომ არ გადავამოწმო დიაგნოზი? ინტერნეტში წავიკითხე რომ ასეთ წანაზარდს "დეზი" ქვია, მაგრამ ექიმს არც უხსენებია ეს სიტყვა, ძალიან ვნერვიულობ :( თქვენს კლინიკაში თუ ხდება ასეთი რამის დიაგნოსტიკა და რა ჯდება დაახლოვებით რომ მომწეროთ და სპეციალისტის აზრიც მაინტერესებს, თუ მომწერთ მადლობელი ვიქნები. წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობა. პლანტარულ ფასციოზს ახასიათებს ტკივილის შეგრძნება სიარულის დასაწყის ფაზაში. ტკივილის მიზეზია ამ დროს არის კანჭის უკანა კუნთების გადატვირთვა (ქუსლის ძვალთან მიმაგრების მიდამო). მკურნალობის სახით პაციენტს ვუტარებთ მიოფასციურ რელიზს და ფიზიოთერაპიას (ინფრაწითელი სხივები). მომსახურეობის ღირებულება: ექიმის კონსულტაცია - 50 ლარი, მიოფასციური რელიზი - 40 ლარი, ფიზიოთერაპია - 10 ლარი.

 

მოგესალმებით. მაინტერესებს რა რისკ ფაქტორები შეიძლება მოხდეს საძილე არტერიების ოპერაციის დროს (80%) სტენოზის შემთხვევაში? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. შესაძლო გართულებები ენდარტერექტომიის დროს: იშემიური ინსულტი თრომბოზის ან თრომბოემბოლიის გამო, ჰემორაგიული ინსულტი, პოსტოპერაციული სისხლდენა, სასუნთქი გზების კომპრესია, კრანიალური (სახის, შუამდებარე, ენა-ხახის, ცდომილი, დამატებითი) ნერვის დაზიანება, გულის იშემიური დარღვევები.

 

გამარჯობათ. ვარ 31 წლის ორსული. რამდენიმე წლის მქონდა მარცხენა ბარძაყის კუნთის ნეოროპათია და ასევე კუნთი სიგანეზე იყო ჩაღრმავებული ანუ ჩავარნილი. მიოგრაფიის პასუხმა აჩვენა რომ ფეხის მონაკვეთში ერთ ნაწილში ნერვის გამტარიანობა არ იყო სრული. მკურნალობის ფონზე კუნთმა ამოიწია. დრო და დრო პერიოდულად მაწუხებს ფეხი გადაღლის, ამინდის ცვლილების დროს. ასევე მაქვს წელის მალების გამრუდება რკალით მარცხნივ ხარისხი ტომოგრაფიაში არ მიწერია. მაინტერესებს აღნიშნული მდგომარეობით რამდენად შესაძლებელია მშობიარობა ან სპინალური გაუტკივარება. არის პირველი ორსულობა. მადლობა
გამარჯობა. ზოგადად ქვედა კიდურის მონონეიროპათია ხელ არ უშლის ფიზიოლოგიურ მშობიარობას. ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარების ან არ ჩატარების (ტექნიკური სირთულეების გამო) გადაწყვეტილებას მიიღებს პირადად ექიმი ანესთეზიოლოგი.

 

გამარჯობა. ვარ 78 წლის. 5 თვის წინ გავიკეთე მენჯ ბარძაყის ენდოპროთეზირება. ოპერაციის შემდეგ წამოვდექი და ყავარჯნების დახმარებით ვახერხებდი გადაადგილებას. 1 თვის შემდეგ მოულოდნელად ვეღარ დავდექი ფეხზე. თითქოს ძარღვი იჭიმება, თითqოს ხტის ფეხი ისეთი შეგრძნება მაქვს. ხომ ვერ მეტყვით ზოგადად რისი ბრალი იქნება. ზოგადი რჩევა მჭირდება. რას უნდა გამოეწვია ეს.
გამარჯობა. პირველ რიგში გადაამოწმეთ სახსრის პროთეზის მდგომარეობა. ამისათვის უნდა მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმ-ორთოპედს. თუ დარღვევები არ აღმოჩნდება, შემდეგ მიმართეთ ექიმ ნევროლოგს და ანგიო-ქირურგს.

 

გამარჯობა, მაწუხებს რამოდენიმე თვეა თავის ტკივილი ცალ მხარეს ზედა ნაწილში, წამიერად ელვისებურად, რომელიც ხანდახან გადაეცემა თვალს, დამიქვეითდა მხედველობა, რა გამოკვლევა ჩავიტარო? საშიშია?
გამარჯობა. ჩივილებიდან გამომდინარე გამოკვლევა უნდა დაიწყოთ ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლით. ამისთვის უნდა მიმართოთ თქვენს ადგილობრივ ექიმ ნევროლოგს ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით.

 

მაინტერესებს რა ღირს თქვენთან კონსულტაცია, და როდის შემიძლია მოსვლა?
გამარჯობა. კონსულტაციის ღირებულება - 50 ლარი. მიღების საათები 09:00 – 15:00. კონსულტაციაზე ჩაწერის თაობაზე (სასურველი დღე და საათი) დარეკეთ წინასწარ.

 

gamarjoba, kisertan ramodenime adgilas da tavshi yuris gaswvriv gamomivida patara burtulebivit, mainteresebs ramdenad sashishia da vis unda mivmarto ronel eqmis?
გამარჯობა. პირველ ეტაპზე უნდა მიმართოთ თქვენს ოჯახის ექიმს.

 

გამარჯობა. მაქვს ასეთი კითხვა, მქონდა ხველება, გულ მკერდზე მოჭერის შეგრძნება, რომელიც დღესაც გრძელდება, თითქოს ვარ შებოჭილი, ვსვამდი პუროქსანს, ნოშპა და კეტოტიფენი საღამოობით (თვითმკურნალობა) ხველება თითქოს ძლიერი აღარ მქონდა მაგრამ ეს შებოჭილობის შგრძნება ვერ მოვიშორე, ორი დღე მქონდა თვალები დასიებული, გავიკეთე რენდგენი, არ მქონდა ანთება და არც საწყისი რამე ანთების, გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ყველაფერი ნორმაშია შევადარე შედეგი და ნორმა ერთმანეთს, ერთადერთი გემოგლობინია დაბალი ნორმაა 12-15,3 მაქვს 11,1. და მომატებულია ეოზინოფილი ნორმაა 1-5 მდე , შედეგია 8,3. რას უნდა ნიშნავდეს? მადლობა წინასწარ
გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში (სიმპტომების და გამოკვლევის შედეგების საფუძველსვე) ის შემდეგ გადააგზავნით ექიმ სპეციალისტებთან (ნევროლოგი, პულმონოლოგია და ა.შ.).

 

მოგესალმებით. ვარ 21 წლის გოგონა. 6 დღის წინ გავიკეთე სახის პილინგი (ღრმა არა). ისე მოხდა, რომ პილინგი დაემთხვა მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს. მეორე დღიდანვე ვგრძნობდი სახეზე შემაწუხებელ სიმხურვალეს. ექიმის რჩევით, მე-5 დღეა ვიღებ ალერგიის წამალს. წამლის მიღების შემდეგ სიმხურვალე შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ ვგრძნობ დროდადრო შემაწუხებელ სიმხურვალეს. ვგრძნობ რომ თავსა და სხეულის დანარჩენ ნაწილებს შორის ტემპერატურა განსხვავებულია, რის გამოც თავის მტკივდება ხოლმე. სიცხე არ მაქვს. გთხოვთ მირჩიეთ რამე
გამარჯობა. პირველ ეტაპზე დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რის მერე, საჭიროების შემთხვევაში, ჩაგიბარდებათ დამატებითი გამოკვლევები.

 

მაწუხებს "მოუსვენარი ფეხების სინდრომი" , "მოტორულ-სენსორული ნეიროპათია" (G25,8 G60,0), "მსხვილი ნაწლავის მარცხენა ნახევრის დივერტიკულოზი", "შეკრულობა"- როგორ უმკურნალოთ აღნიშნულ დავადეებებს? პატივისცემით იოსები
გამარჯობა. დააზუსტეთ: არსებული ჩივილები, დაავადების დაწყების, განვითარების და გავლილი მკურნალობის ისტორია, ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

 

გამარჯობათ ხერხემლის ტომოგრაფია რა ღირს თქვენთან?
გამარჯობა. მომსახურეობის ფასები იხილეთ აქ.

 

გამარჯობათ. ხშირ შემთხვევავში ქვედა კიდურებში მაქვს დაბრუშება და ბარძაყ სახსარის მიდამოში მომენტალური წიწკვნითი ტკივილის შეგრძნება. ხანდახან მგონია, რომ ჰაერი არ მყოფნის და დედამიწა მეცლება ფეხქვეშ. ზოგადად ვარ აქტიური, მძინავს მხოლოდ 5 საათი, ზოგ შემთხვევაში უფრო ცოტაც. ასაკით 44 წლის, ერთი წლის უკან ამომაჭრეს მარჯვენა თირკმელი და საშვილოსნო. ხან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შიძლება უკავშირდებოდეს კლიმაქტორულ პერიოდსაც, მაგრამ თავბრუსხვევა, ფეხების დაბრუშება იმდენად შემაწუხებელი გახდა, აღარ ვიცი რა ვიღონო. გთხოვთ, თუ შესაძლებელია მომცეთ მითითება, რისი ბრალი შიძლება იყოს და რა მოვიმოქმედო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გამარჯობა. დიაგნოზის დასადგენად უნდა მიმართოთ ექიმ ნევროლოგს, რის მერე, საჭიროების შემთხვევაში, ჩაგიტარებდათ დამატებითი გამოკვლევები.

 

gamarjobat ragac mainteresebs ar vici chems daxmarebas ramdenat shezlebt magram mainc ase vamjobine, chemtvis mnishvnelovan pirovnebas tavis tkivilebi zslian awuxebda gaikite tbilisshi ert ert klinikashi tavis tomografia sadac utxres rom araferi araa mnishvnelovani da mxolod 10 nevsi daunishnes yovel dilit gadaketebeli miuxedavad nevsebis ketebisa tavis tkivili im periodshic qonda da gamayuchebels mashinac svavda, gasul orshabats kontrolze iyo misuli da eqimma utxra yvelaferi kargadaao miuxedavad cota tavis tkivilebi isev qonda wamali kidev shedis moqmedebashio da mere mtlianad mogexsneba tkivilebio magram tkivilebi dgemde aqvs da mirchiet am shemtxvevashi ra gavaketo an rogor moviqcet? zalian gtxovt iqneb mipaduxot da shezlot chemi daxmareba madloba winaswar.
გამარჯობა. შეგიძლიათ გადასცეთ ჩვენი ტელეფონის ნომერი თქვენს პაციენტს რომ ვრცლად გავერკვიოთ მის მდგომარეობაში.

 

მოგესალემებით, 59 წლის ქალბატონს ქურგზე რამდენიმე წლის წინ მცირე, მის კანზე (ხორბლისფერი კანი) უფრო მუქი ლაქა გაუჩდა. დაახლოებით ეს ლაქა 2 წელში "გადიდა" ანუ უფრო გაიზარდა მთელს ზურგზე. რა შეიძლება იყოს მსგავსი რამ? პიგმენტურ ლაქას გაქვს (დიდს). დიდი მადლობა
გამარჯობა. კანთან დაკავშირებულ შეკითხვით მიმართეთ სპეციალიზებულ კლინიკებში ექიმ დერმატოლოგს ან ონკოლოგს.

 

მოგესალმებით.ჩემს მეუღლეს აღენიშნება წელის ქვედა ნაწილში ტკივილი.ორი წელია რაც აღენიშნება ამჟამად კი საგრძნობლად.ერთი კვირის უკან ასწავლეს კერძო მკურნალი,რომელმაც მომენტალურად ეთერზეთებით და მასაჟით გაუყუჩა.ერთი კვირის შემდეგ ანუ ამ დროისთვის გრძნობს საშინელ ტკივილს.მინდა გკითხოთ სანამ თქვენამდე მოვალთ თუ შეიძლება რა წამალი უნდა მიიღოს ძლიერი ტკივილის დროს? კიდევ იქნებ მომწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი რათა მოვახდინო დაკავშირება თქვენთან . მადლობა წინასწარ! კიდევ მაინტერესებს თქვენთან თუ მოქმედებს რომელიმე სადაზღვევო პაკეტი?
გამარჯობა. თუ პაციენტს არ გააჩნია უკუჩვენებები ამ ეტაპზე შეუძლია გამოიყენოს: მელოქსიკამი 15 მგ (დღეში 1 ტაბ.) ან იბუპროფენი 400 მგ (დღეში 2 ტაბ), ფლოსტერონი 1,0 (მხოლოდ 1 ამპულა ინტრამუსკულარულად).

 

მოგესალმებით. იცით რა მაინტერესებს, ახლობელი მყავს ძალიან ცუდად, გაუსაძლისად სტკივა ფეხი და წელი, გადაადგილება არ შეუძლია არანაირი გამაყუჩებელი საშუალება არ მოქმედებს და ტკივილისგან გონებასაც კი კარგავს ხანდახან😑 დიაგნოზის მიხედვით მალთაშორისი თიაქარი აქვს და უნდა მოვიცადოთ მედიკამენტოზური მკურნალობა სანამ დაუმთავრდება , მაგრამ ფაქტიურად სიტუაცია არის ძალიან რთული და ამიტომაც ვიფიქრე თქვენთვის მომეწერა, იქნებ რამე მირჩიოთ, ბათუმში რომ არ ვიმყოფებოდეთ, აუცილებლად მოვიდოდით თქვენთან😞 მადლობა
გამარჯობა. მალთაშუა დისკოს თიაქარით ნერვული ფესვის კომპრესიის დროს ჩატარებული კონსერვატიული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში რეკომენდირებულია ოპერაციული ჩარევა.

 

ჩემი შვილი არის14 წლის. აწუხებს მარცხენა მუხლი დატვირთვის დროს მეტად. აქვს ოდნავ შესიებული. ტრამვა არ გვახსენდება. რა ზომები მივიღოთ?
გამარჯობა. ამ ჩივილებით უნდა მიმართოთ ექიმ ტრავმატოლოგს კონსულტაციის თაობაზე (ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ კონსულტაციაზე ჩაწერის სურვილის შემთხვევაში).

 

მაგარჯობათ მე მაინტერესებს კარგი ექიმი თუ არის ოსტეოხონდროზის ჩემს მეგობარს უთხრეს ის ამჟამად უკრაინაშია და ოსტეოხონდროზდასთან ერთად გული პრობლემები აქვს გეგულებათ კარგი სპეციალისტი
გამარჯობა. ჩვენთან ტარდება ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემების მართვა (დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც). სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციაზე ჩაწერის შესახებ.

 

მოგესალმებით ჩემს მეგობარს დაუდგინდა სამწვერა ნეტვის ანთება წამლები არ უყუჩება ტკივილს ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და როგორ კეთდება ოპერაცია რომ მითხრათ
გამარჯობა. სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს ტარდება ოპერაცია მიკროვასკულარული დეკომპრესია მიკროსკოპის ან ენდოსკოპის გამოყენებით.

 

გამარჯობა, მაინერესებს თქვენთან მალების ჩავარნისა და გაჩედილი დზარგვის გასწორების ოპერაცია რა ჯდება
გამარჯობა. მკურნალობის მეთოდის (და შემდეგ მისი ღირებულების) დასადგომად გვესაჭიროება პაციენტის დაავადების ისტორიის, ნევროლოგიური სტატუსის, ხერხემლის ბიომექანიკის და ჩატარებული რადიოლოგიური გამოკვლევების შესწავლა.

 

გამარჯობა! ენდოკრინოლოგთან ვიყავი, გავიკეთე ანალიზები და მინდა შეაფასოთ რა მდგომარეობა მაქვს.
გამარჯობა. ენდოკრინოლოგია არ არის ჩვენი კლინიკის პროფილი. ამ საკითხით უნდა მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.

 

Gamarjobat , myavs 8 tvis patara romelsac xelze mewvina da ise vachmevdi biberonidan sakvebs da exla vnaxe bavshvs kepaze yurebis ukna mxares aqvs gamgrebuli da zemodan sisxlchaqcevebi witel xazebad mainteresebs es simptomebi raze miutitebs da sheileba tu ara es trama mklavze wolas gamoewvia
გამარჯობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ექიმ პედიატრს (თქვენს ადგილობრივს ან ჩვენი კლინიკის სპეციალისტს წინასწარ ჩაწერით).

 

კუდუსუნის ტკივილის დროს მოცემული ვარჯიშების გარდა სხვა ვარჯიშებიც რომ გავაკეთოთ შეიძლება?
გამარჯობა. სპეციფიკური ვარჯიშები ინიშნება გარკვეული კუნთის ან კუნთების ჯგუფის ჰიპოტონუსის (სისუსტის) აღმოჩენის შემთხვევაში.

 

რამდენი ხანი გრძელდება ხერხემალზე, თიაქარის ოპერაცია?
გამარჯობა. მალთაშუა დისკოს თიაქარის ლოკალიზაციიდან და ხარისხიდან გამომდინარე ოპერაცა დისკექტომიის ხანგრძლივობა შეადგენს 1,5-2 საათს.

 

კოჭ -სახსრის კონტრაქტურას ბავშვთა ასაკში თუ მკურნალობთ პოსტოპერაციული პერიოდია კოჭის ძვლის ოსტეოტომია ჩაუტარდა.
გამარჯობა. ასეთ პაციენტებს რეაბილიტაციის სახით ჩვენს კლინიკაში უტარდება სამკურნალო მასაჟი და ფიზიოთერაპიას.

 

გამარჯობა. ვარ 24 წლის გასათხოვარი არ ვარ ორსულად .მაწუხებს თავის თკივილები კეფის არეში.ამ ბოლო პერიოდში ვგრძნობ რომ უკვე პერმანენტულ ხასიათს იძენს.ვერ დავადგინე ფაქტორი რაც იწვევს ტკივილს.ხან ისე ძალიან მაწუხებს ვგრძნობ რომ გული მიმდის.გთხოვთ მირჩიოთ რამე
გამარჯობა. პირველ რიგში დიაგნოზის დასადგენად უნდა ჩატარდეს თქვენი ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლა. მეტი ინფორმაციის შესახებ დაგვიკავშირდით ტელეფონით.

 

Gamarjobat, suntqvis dros marcxena mxares maqvs xolme spazmi da xelis davheritac mtkiva kisris dzargvebi. visunda mivmarto am shemtxvevashi? Madloba cinascar.
გამარჯობა. მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს.

 

გამარჯობა 6 თვენახევრის ბავშვი ჩამოვარდა საწოლიდან . თავზე დაცემის ადგილას მარჯვენა ყურის ზემოთ აქვს ამობერილი და ეს ადგილი რბილია. ვართ საზღვარგარეთ და ექიმთან არ მივსულვართ. რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს და დარტყმის ადგილი რატომაა რბილი თითქოს სითხეა შიგნით. მადლობა წინასწარ
გამარჯობა. ქალა-თვისნი ტრავმის დროს ექიმის მხრიდან დროულად უნდა იყვეს შესწავლილი პაციენტის ლოკალური და ნევროლოგიური სტატუსი, საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი დიაგნოსტიკური გამოკვლევები და ამის საფუძველზე დანიშნული უნდა იყვეს სათანადო მკურნალობა. თქვენი პაციენტის შემთხვევაში არცერთი ეს პუნქტი შესრულებული არ არის.

 

გამარჯობათ. თავში სიმძიმის და მოჭერის, ასევე ტკივილის დროს, რომ დავადგინოთ მიზეზი დაავადების რა პროცედურები უნდა ჩავიტარო თავზე? მადლობა წინასწარ
გამარჯობა. მსგავსი ჩივილების დროს ჩვენ კლინიკაში პირველ ეტაპზე ხდება პაციენტის დაავადების ისტორიის, ნევროლოგიური სტატუსის და კისრის ბიომექანიკის შესწავლა.

 

თავის ქალის ჩაღრმავება 57 ცლის ასაკში რამ შეიძლება გამოიწვიოს? ორი თვეა რაც შევნიშნე.
გამარჯობა. არსებობ ამის სულ რამდენიმე მიზეზი. ამის გამოსაკვლევად მიმართეთ თქვენს ოჯახის ექიმს, ვინც დაგინიშნავთ სატანადო გამოკვლევებს ან მოხდება გადამისამართება სხვა ვიწრო სპეციალისტთან (ტრავმატოლოგი და ა.შ.).

 

მაინტერესებს თავის ტვინის სრული ტომოგრაფია რა ჯდება.
გამარჯობა. ეს დამოკიდებული აპარატზე, რომელზეც გაქვთ დანიშნული გამოკვლევა: კტ - 190 ლარი, მრტ - 275 ლარი.

 

გამარჯობათ. ვარ 15 წლის გოგო. მაწუხებს მარჯვენა ნახევარსფეროში გავა წელის ტკივილი. ეს ტკივილი ყრუდ გადაეცემა ასევე მარჯვენა ფეხს და ოდნავ მიბრუშდება. ადრე მაწუხებდა ხერხემლის ტკივილი მალების. კისრის მიდამოში, ელექტროფორეზები ვიკეთე და მთლიანად ამილაგდა. ასევე მაქვს ფოლეკულური კისტა მარჯვენა მხარეს 45მმ . წელთან დაკავშირებით, გავიკეთე ექოსკოპია და მაშინ აჩვენ კისტა, რომელიც დიდი ვარაუდით ფოლეკულურია, რადგან ადრეც მქონია და ისინი ფოლეკულური იყო. გავიკეთე კომპიუტერული ტომოგრაფიაც და არაფერი სავალალო არმიჩვენა, ყველაფერი მწყობრში, და ამით თიაქარი გამოირიცხა ხერხემალზე. მეუბნებიან უბრალოდ პრობლემური ნერვი გაქ რომელიც გიცივდებაო. გავიკეთე ნემსები, ნემსმა ნერვექსმა მომცა შედეგი და ცოტა ხნით ამილაგა ტკვილი ჩამიყუჩა მაგრამ 1 კვირის თავზე ისევ ამტკივდა. იქნებ დამეხმაროთ. დიდი მადლობა.
გამარჯობა. თუ დისკის დაზიანების გამო ნერვზე ზეწოლა გამოირიცხა ტომოგრაფიის მეშვეობით, მაშინ სავარაუდოა მსხლისებრი კუნთის მხრიდან საჯდომი ნერვის კომპრესია. ამის დადგენა და სათანადო მკურნალობა შესაძლებელია ბიომექანიკის შესწავლის დროს. დაგვიკავშირდით წინასწარ ტელეფონით კონსულტაციის შესახებ.

 

ჩავიტარე კვლევა. დიაგნოზი ასეთია. ლ4 დისკის ცირკულარული გაფართოვება. მედიო- ლატერალური პროტრუზიით. ლ5 დისკის გაფართოვება. მარცხენამხრივი პარაფორამენალური პროტრუზიით. მარცხენამხრივი ლატერალური სტენოზი. მარტივი ენით თუ შეგიძლიათ ამიხსნათ. მირჩიეთ ვის მივმართო? მეშველება რამე?
გამარჯობა. გამოგზავნილი გაქვთ მხოლოდა ტომოგრაფიის დასკვნა (კტ თუ მრტ?) და არა სრული კლინიკური დიაგნოზი. არ არის მითითებული დაავადების ისტორია, არსებული ჩივილები და ნევროლოგიური სიმპტომები, შესაძლო ადრე ჩატარებული მკურნალობა და ა.შ.

 

გამარჯობა რას გვეტყვით რკალის სინდრომზე 8 კვირის ბავშვს დაუდგინეს .რეკომენდაცია იყო დაჯდომა. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ამ ასაკში მჯდომარე პოზა?
გამარჯობა. თუ არსებობს ცვლილებები ნევროლოგიურ სტატუსში და რა გამოკვლევა ჩაუტარდა თქვენს პაციენტს?

 

მოგესალმებით, მაინტერესებს რომელ ექიმს მირჩევთ კოგციგოდინიის შემთხვევაში?? ეს დიაგნოზი დასმულია პროქტოლოგის მიერ. მადლობას გიხდით წინასწარ
გამარჯობა. კოკციგოდინიის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში შეიცავს მანუალურ თერაპიას და ადგილობრივს ბლოკადებს (2% ლიდოკაინის ხსნარი პლუს ხანგძლივი მოქმედების ჰორმონალური პრეპარატი).

 

გამარჯობა ჩემს ძმას ბარძაყის კუნთები აქვს განლეული და მომენტალურად იკეცება დაეცემა რას მირჩევთ რისი ბრალი შეიძლება იყოს
გამარჯობა. დავიწყოთ გამოკვლევა ნევროლოგიური სტატუსის შეფასებით, რასაც შემდეგ შესაძლოა მოყვეს დამატებითი გამოკვლევების დანიშნვნაც (ნეიროგრაფია, მრტ და ა.შ.). დაგვიკავშირდით ტელეფონით კონსულტაციის თაობაზე.

 

gamarjoba.laktinets vs mam da 6 the mqonda cikli shemdgom 3 tvea agar maqvs da es normaluria.
გამარჯობა. დანიშნული პრეპარატის მოქმედების კონტროლის შესახებ უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

Axasiatebs horizontalur nistagms 5 wlis asakshi mxedvelobis daqveiteba?
გამარჯობა. მხედველობის ფუნქცია და თვალის მამოძრავებელი კუნთების მოქმედება კონტროლდება სხვა და სხვა ნერვებით. შესაძლოა ამ ნერვების ერთად ან ცალკედ არსებული დისფუნქციები არსებობდეს.

 

გამარჯობა. 57 წლის კაცს ერთი წლის წინ დაეჯახა მანქანა. თავის ტომოგრაფიით დაუდგინდა სუბკორტიკალური ჰიპექსიური ენცეფალოპათია. ატროფია. არის თუ არა განკურნება შესაძლებელი. არის თუ არა აღნიშნული სიცოცხლისთვის საშიში. მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. ტომოგრაფიაზე აღმოჩენილი თავის ტვინის ჰიპოქსიის კერები შეუქცევადია. გადარჩენის უნარიანობა კი დამოკიდებულია მოყენებული ტრავმის ხარისხზე.

 

Gamarjobat. chems meugles romelic aris 42 wlis oci dgis win daemarta insulti.da gadayvanili iqna merve klinikashi.gvitxres rom gaucherda marjvena mxare.ver metyvelebs da ar aqvs mexsiereba. am dromde gveubnebodnen rom ragac refleqsebi sheimchneoda gacherebul mxares.gushin ki gvitxres rom aseti darcheba invalidi da mis mkurnalobas axri ar aqvs radgan aqvs tvinis infartqti.iqneb aris rame sashveli an operaciit an sxva raime gzit mexsierebis agdgena.
გამარჯობა. სტაციონარიდან გამოწერისას უნდა დაიწყოთ პაციენტის რეაბილიტაცია, რომელის შეიცავს მედიკამენტებს, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიას და ვარჯიშებს. ამ ფონზე შესაძლო იქნება პაციენტის შემდგომი მდგომარეობის რაღაც ნაწილით გაუმჯობესება.

 

კითხვა: გამრჯობა. თუ შეიძლება მაინტერესებს სამი წელია რაც მაწუხებს მხედველობის დაქვეითება რო ვიღლები მაშინ მიქვეითდება მხედველობა თითქოს მხედველობა მაქვს ამღვრეული მაგრამ საკმარისია ერთი წამით დავიძინო მხედველობა მაშინვე მიბრუნდება ავერსის კლინიკაში გადავიღე თავის ტვინის სისხლძარღვების კომპიუტერი ემერაი დაზიანება ვერ ნახეს ამის შემდეგ ჩავიტარე ექსტრაინტრაკრანიული დოპლეროგრაფია დასკვნა ; ექსტრაკრანიული კაროტიდული სისტემა ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პათოლოგიის გარეშე. ნაკადი სიჩქარის მატება(სპაზმის ტენდეცია) ორივე შუაცერებრულ არტერიასი. ვერტებრული არტერიების დეფორმაცია ექსტრავაზალური კომპრესია თავის როტირებისას და წინ დახრისას ნაკადის დაქვეითების ტენდეცია უკანაცირკულაციის აუზში. გულმკერდიდან გამოსვლის სინდრომი. შეიძლება ეს იყოს მიზეზი მხედველობის დაქვეითების?
გამარჯობა. შესაძლებელია, რომ თქვენ შემთხვევაში არსებული ქრონიკული სისხლის მიმოქცევის შეზღუდვა ხერხემლის შიდა საძილე არტერიების აუზში იწვევდეს მზგავს სიმპტომატიკას. გექნებათ ჩასატარებელი კისრის ბიომექანიკის დამატებითი გამოკვლევა (კისრის კუნთების ტონუსის ტესტირება და მალების ფუნქციონალური რენტგენოგრაფია წინ მოხრით და უკან გაშლით).

 

3 წლის წინ ჩვილი ბავშვის ხელში აყავნის დროს გამიკავდა წელი, ვეღარ გავინძერი და სახლში მომიყვანეს ნევროლოგი, მან გამსინჯა და მომცა დანიშნულება(ახლა აღარ მახსოვს რა წამლები იყო, მხოლოდ ნემსის სახელი მახსოვს ,,მელსიკამი" ) და მითხრა რომ როცა ფეხზე ავდგებოდი გადამეღო მრტ და გამეგრძელებინა მკურნალობა შესაბამისად. ჩემი ძალიან ცუდი თვისების გამო როცა ტკივილებმა გამირა და კარგად ვიგრძენი თავი რათქმაუნდა აღარ წავედი ექიმთან და აღარ ჩავიტარე ეს პროცედურები..... დაახლოებით ივნისის დასაწყისში დამეწყო გაკვრითი ტკივილები მენჯის არეში (როცა ვიჯექი და ფეხზე ვდგებოდი იმ მომენტში).ნელ-ნელა გამიხშირდა ტკივილი და ვიყავი თურქეთში ტრაპზონში კლინიკა ,,მედიქალ პარკში", გამსინჯა ექმიმმა და მითხრა რომ სერიოზული არაფერი არ იყო, არ საჭიროებდა ტომოგრაფიას, მომცა დანიშნულება ნემსებიც და წამლებიც და უშედეგოდ ვიმკურნალე. დაახლოებით სექტემბრის დასაწყისიდან უფრო გამიძლიერდა და გადავიდა ტკივილი ფეხში, ჯერ ბარძაყში და 10 დღის წინ უკვე წვივშიც. ტკივილები მაქვს როცა ვდგები ფეხზე, ანუ სიარულის და დგომის პერიოდში არა,როცა მოდუნებულია კუნთი, მაგალითად მაქვს მჯომარე სამსახური და როცა ფეხზე ვდგები მაშინ არ მაძლევს საშუალებას ტკივილი რომ გავიმართო, თუ ავდექი და გავიარე მერე აღარ მტკივა. წელის ტკივილებიც მაქვს ოღონდ პერიოდულად(მენტრუაციის წინა პერიოდში)...გადაღებული მაქვს კომპიუტერული ტომოგრაფია.... დაბუჟებას არ ვგრძნობ....1 კვირის წინ ვიყავი ამ გამოკვლევაზე, ნევროლოგმა მითხრა რომ ხარ სასწრაფო საოპერაციო, მაგრამ მანამდე დანიშნულებას მოგცემო, ჯერ მხოლოდ 2 ნემსი მაქვს გაკეთებული და უკვე ცოტა შედეგი მაქვს იმ მხრივ, რომ აღარ მაქვს ისეთი სპაზმური ტკივილები მენჯის არეში, არც ადგომის და დაჯობის დროს აღარ მტკივა, ისე როგორც მტკიოდა, მხოლოდ წვივის არეში მაქვს ტკივილი როცა მეჟმება კუნთი, მაგალითად საჭესთან როცა მუხრუჭს ვაწვები, და მსგავს სიტუაციებში......დანიშნულებას და დიაგნოზს დანართ ფაილად ავთვირთავ აქვე, და თუ დამეხმარებით გზის გაკვლევაში საით წავიდე რა მიმართულებით, დიდი მადლობელი ვიქნები, წინასწარ დიდი მადლობა
გამარჯობა. მკურნალობის სახით რეკომენდირებულია: 1. მანუალური და კინეზიოლოგური თერაპია 2. რეფლექსოთერაპია 3. ფიზიოთერაპია (ნეიროსტიმულაცია) 4. ტრიგერული წერტილების ბლოკადა 5. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იბუპროფენი, მელოქსიკამი და ა.შ.) 6. ნაკლებად ჯდომა და მეტი ფეხით გადაადგილება 7. არაეფექტურობის შემთხვევაში - წელის მალების მრთ და ოპერატიული მკურნალობა.

 

გამარჯობათ. ნეიტოქურგრან მაქვს შეკითხვა. თავის ტვინზე ჩავიტსრე მრ კვლევა. აღმონაჩნდა ასეთი კისტა. შემოვლით ცისტენაში სუპრაცერებრალურად ისახება არაქნოიდული კისტა დაახლოებუთ ზომებით 2,2 1,8 1,7..ეს გადავიღევ 28 ივნის. დაარღვია ფსიქიკური მდგომარეობა. მაქვს ძლუერი თავის ტკივილები ღებინებები. მხედველობის დაქვეითება. პერიოდულად შეგრძნებების უნარის დაკარგავა და თანდათსნ არღვევს ფუნქციებს თავში. ფსიქისტრის პაციენტი მაგრამ კისტამდე ეს სიპტონები არ მქონია. ადრეთაც გადავიღე და იქ არაფერი არ აღმოჩნდა. არის თყარა ედ კისტა საშიში ჩირდდბა თუსრა ქირურგიული ჩარევა ან მედიკამენტური მკურბალობა თუ ვირფება ვინ უნდა უმკურნსლოს?
გამარჯობა. მკურნალობის გეგმის შემუშავებისთვის რეკომენდირებულია: 1. ოფთალმოლოგის კონსულტაცია 2. არსებული ნევროლოგიური სტატუსის შესწავლა (ნეიროქირურგის კონსულტაციის დროს).

 

Xerxemlis sveti mravlobiti diskopatiour-protruziuli dazianebis gamo xerxemlis svetis gachimviti varjishebi specializirebul klinikashi shesabamisi aparatit ეს დამინიშნა ექიმმა როგორც ვიცი კურსში შედის მასაჟიც და ვარჯიში. იქნებ დაზუსტებით ამიხსნათ როგორ კეთდება და ფასი ერთი სეანსის და ასევე რამდენი სეანსია კურსი სრულად.
გამარჯობა. ჩვენს კლინიკაში არ ტარდება მექანიკური ეგრეთ წოდებული ხერხემლის „მშრალი“ დაჭიმვა აპარატების მეშვეობით. მალთაშუა დისკოების კონსერვატიული (ოპერაციის გარეშე) მკურნალობის დროს (ჰიდრატაციის აღსადგენად) პაციენტებს ვუტარებთ მანუალურ თერაპიას, რაც აუმჯობესებს ხერხემლის მოძრაობას და ნივთიერების ცვლის პროცესებს. დამატებით პაციენტს ვასწავლით საჭირო ვარჯიშებს, რომლებსაც ის შემდეგ აკეთებს სახლის პირობებში. მანუალური თერაპიის ერთი სეანსის ღირებულება 50 ლარი, და მკურნალობის კურსი შედგება 10 სეანსიდან.

 

გამარჯობა. თავბრუსხვევა მაქვს ირი დღეა. იმდენად ძლიერად რომ ვიქცევი თუ თავის უკან გადაწვწევ ან წინ. რა შეიძლება იყოს გამომწვევლი მიზეზი?
გამარჯობა. თავბრუსხვევის შესაძლო მიზეზები: კეთილთვისებიანი პაროქსიზმული თავბრუსხვევა, ლაბირინტიტი (ნახევარრკალოვანი არხების რეცეპტორების გაღიზიანების გამო), ქალა-კისრის სინდრომი (ხერხემლის არტერიების რეცეპტორების გაღიზიანების გამო). კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დიაგნოზის დასადგენად დაგვიკავშირდით ქვემოდ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

 

თქვენი შეფასებები და შეკითხვები შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ელექტრონულ მისამართზე minclinic@gmail.com.